Inex Group-მა საკუთარ მომხმარებლებს ამანათების მისაღებად სწრაფი, მარტივი და თანამედროვე გზა შესთავაზა - კომპანიის სერვისებს უკონტაქტო გატანის ბოქსი დაემატა
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია Inex Group-ი სერვისების გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ საკუთარ მომხმარებლებს ამანათების მისაღებად სწრაფი, მარტივი და თანამედროვე გზა შესთავაზა - Inex-ის სერვისებს უკონტაქტო გატანის ბოქსი დაემატა.
შესაბამისად მომხმარებელი ამანათს ოპერატორთან კონტაქტის, რიგებისა და დამატებითი დოკუმენტების წარდგენის გარეშე, პირდაპირ ბოქსიდან მიიღებს. ამ დროისათვის სერვისი ხელმისაწვდომია Inex Group-ის 6 ფილიალში.
როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას Inex Group-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა, ბოქსები წლის ბოლომდე ყველა ფილიალში იქნება დამონტაჟებული.
„ბოქსები ჩვენი მომხმარებლებისთვის არის სიახლე, თორემ საქართველოში უკვე დანერგილია. თუმცა ჩვენ გარკვეული მიზეზი გვქონდა, რის გამოც აქამდე მსგავსი პროექტის განხორციელება ვერ შევძელით. თუმცა ახლა უკვე ეს პროექტი დავიწყეთ და გარკვეულ ფილიალებში ბოქსები უკვე დამონტაჟებულია. ვაპირებთ მოკლე პერიოდში ასეთი ბოქსებით უკვე ყველა ფილიალი აღვჭურვოთ.
ბოქების დადგმა გარკვეულ ინვესტიციებთან არის დაკავშირებული და იაფი სიამოვნება ნამდვილად არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ მაქსიმალურად ახალი ტექნოლოგიაა. მას სჭირდება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა. თავად მოწყობილობაც არ არის იაფიანი. რეალურად ამისთვის რამდენიმე ასეული ათასი ლარი იქნება საჭირო.
ჩვენ ეტაპობრივად ახალ ფილიალებსაც ვამატებთ და სრულყოფილად აღჭურვა დამოკიდებულია ფილიალების ცვლილებაზე, ან განახლებაზე. არის რამდენიმე ფილიალი, რომლის რეკონსტრუქციასაც ვაპირებთ და რეკონსტრუქციის შემდეგ მოხდება ამ ბოქსების დამონტაჟება. არის გარკვეული წერტილები, სადაც ახალ ფილიალებს გავხსნით. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ბოქსები მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ყველა ფილიალში იქნება“, - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.

სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.