Inex Group-ს მალე საკუთარი ტერმინალი ექნება
Inex Group-ს მალე საკუთარი ტერმინალი ექნება, სადაც საკუთარ ამანათებს მოემსახურება. აღნიშნულის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბრისას Inex Group-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კაპანაძემ გამოწვევებზე სასუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ტერმინალი პირდაპირ აეროპორტის ასაფრენ ზოლთან არ მდებარეობს, თუმცა მისი ლოკაცია კომპანიას საოპერაციო საქმიანობას მაქსიმალურად გაუმარტივებს.
„2025 წელს გამოწვევების თვალსაზრისით Inex Group-ი ახალი სახის გამოწვევების წინაშე არ დამდგარა. გამოწვევები, რომლებიც არსებობდა წინა წლების განმავლობაშიც, წელსაც იგივე იყო. ეს გამოწვევები ძირითადად ეხება ინფრასტრუქტურას და ტრანსპორტირების პირობებს. ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოში ტვირთის ტრანსპორტირების ალტერნატიული საშუალებები ფაქტობრივად იგივე დარჩა, რაც წინა წლებში იყო, რაც თავისთავად იწვევს შეფერხებებს ტვირთის ტრანსპორტირების ვადებთან დაკავშირებით. ეს კი ძირითადად ეხება საჰაერო ტრანსპორტირებას, რადგან ავიაკომპანიებზეა დამოკიდებული. ამ მხრივ შესაძლებლობები გარკვეულწილად გაიზარდა და მეტ-ნაკლებად მოგვარდა ეს საკითხი, თუმცა გამოწვევად ისევ რჩება.
რაც შეეხება სხვა გამოწვევას, მის წინაშე არამხოლოდ ჩვენი კომპანია დგას - ინფრასტრუქტურის კუთხით ყველაზე დიდი გამოწვევა არის საბაჟო ტერმინალებთან დაკავშირებით. ვინაიდან საქართველოში ყოველ წელს მზარდია ამანათების რაოდენობა, როგორც Inex Group-ში, ისე სხვა კომპანიებში, ამანათების გაზრდილ რაოდენობას საქართველოში სატერმინალო ინფრასტრუქტურა სათანადოდ ვერ დახვდა. ვგულისხმობ იმას, რომ საჰაერო ტვირთებს საქართველოში სამი ტერმინალი ემსახურება და სამივე ძალიან გადატვირთულია. ზოგჯერ ხდება ისე, რომ ერთდროულად ჩამოსული ტვირთების მიღებას ვერ ახერხებს ტერმინალი და ფერხდება შესაბამისად შემდეგი პროცედურები, როგორიცაა საბაჟო და სატერმინალო პროცესები. ეს კი თავისთავად გავლენას ახდენს სერვისზე. ვინაიდან ჩვენს კომპანიას ყველაზე მეტი ტვირთი აქვს, ყველაზე მეტად ეს ყველაფერი უარყოფითად ჩვენზე ისახება. ამ მხრივ ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა და რაც დრო გადის, ეს გამოწვევა კიდევ უფრო პრობლემური ხდება. თუმცა ამ გამოწვევების საპასუხოდ ჩვენ უკვე დავასრულეთ საკუთარი ტერმინალის მშენებლობა, სადაც შევძლებთ მივიღოთ ტვირთები, დავახარისხოთ, განვაბაჟოთ და გავანაწილოთ.
ჩვენი ტერმინალის ამოქმედების შემდეგ სხვა ტერმინალების სერვისით სარგებლობა უკვე ნაწილობრივ დაგვჭირდება, რადგან ის არ ესაზღვრება ასაფრენ ზოლს. ჩვენ პირდაპირ ავიაკომპანიებისგან ტვირთების მიღების საშუალება არ გვექნება, თუმცა საქმე საკმაოდ გაგვიმარტივდება, რადგან საბაჟო პროცედურებს ჩვენს ტერმინალში გადავიტანთ და იქვე განვახორციელებთ. საბაჟო პროცედურებს გარკვეული სივრცე სჭირდება, გარკვეული პირობები, და ჩვენს ტერმინალში ყველა ეს პირობა უზრუნველყოფილია“, - აცხადებს გიორგი კაპანაძე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.