ახალი მიმართულება, განახლებული ვებგვერდი და AI-ზე დაფუძნებული მხარდაჭერის სისტემა l რა სიახლეები აქვს Inex Group-ს
Inex Group მომხმარებლებს ახალ საერთაშორისო მიმართულებებსა და ტექნოლოგიურ სიახლეებს სთავაზობს. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა, კომპანიამ ახლახან პოლონეთის მიმართულება დაამატა, სრულად განაახლა ვებგვერდი და ამანათების მართვის სისტემა, ასევე დანერგა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისი. მისივე თქმით, მიმდინარე წელს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე იგეგმება.
“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მომხმარებელს ახლახან შევთავაზეთ პოლონეთის მიმართულების დამატებაა. პოლონეთი ონლაინ შოპინგისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბაზარია, როგორც მრავალფეროვანი ასორტიმენტით, ისე კონკურენტული ფასებით. მიუხედავად მზარდი ინტერესისა, აქამდე ქართველ მომხმარებლებს ამ მიმართულებით არჩევანი საკმაოდ შეზღუდული ჰქონდათ.
ახალი სერვისის ფარგლებში მომხმარებლებს ვთავაზობთ მოქნილ ტარიფებსა და ოპტიმალურ მიწოდების ვადებს. ასევე, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებიდან და აშშ-დან, პოლონეთიდანაც ტრანსპორტირების ღირებულება მხოლოდ რეალური წონის მიხედვით განისაზღვრება. ვფიქრობთ, ეს მიმართულება მომხმარებლებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო და მოთხოვნადი იქნება“, - აღნიშნავს გიორგი კაპანაძე.
კომპანიამ ვებგვერდი სრულად განაახლა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მომხმარებელთა მხარდაჭერის სისტემა დანერგა.
„ბოლო პერიოდში კომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო როგორც ვებგვერდის, ისე ამანათების მართვის სისტემის სრული განახლება. ახალი პლატფორმა მომხმარებლებს უფრო თანამედროვე, მოქნილ და მარტივად აღსაქმელ ინტერფეისს სთავაზობს, ხოლო ფუნქციური თვალსაზრისით მნიშვნელოვნად აფართოებს შესაძლებლობებს როგორც მომხმარებლებისთვის, ისე ჩვენი გუნდისთვის.
ამასთანავე, დავნერგეთ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მომხმარებელთა მხარდაჭერის სისტემა. ამ ეტაპზე AI აგენტი მომხმარებლებთან კომუნიკაციას ელექტრონული ფოსტისა და ონლაინ ჩატის საშუალებით ახორციელებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მომხმარებლისთვის კრიტიკულია კითხვებსა და პრობლემებზე სწრაფი რეაგირება.
თუ ადრე პასუხის მიღებას ზოგჯერ რამდენიმე საათი, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში რამდენიმე დღეც სჭირდებოდა, ახლა მომხმარებელი საჭირო ინფორმაციის დიდ ნაწილს რამდენიმე წამში იღებს. დღეს AI აგენტი მოთხოვნების 80%-ზე მეტს სრულყოფილად ამუშავებს, ხოლო უფრო კომპლექსურ შემთხვევებში პროცესში ჩვენი თანამშრომლები ერთვებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი ვებგვერდისა და AI სისტემის ერთდროულმა გაშვებამ საწყის ეტაპზე გარკვეული ტექნიკური შეფერხებები გამოიწვია, ყველა ძირითადი გამოწვევა უკვე აღმოფხვრილია“, - განმარტავს გიორგი კაპანაძე.
სხვა სიახლეები
Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
20.08.2026.18:57
საქართველოს ბანკის მიერ პარასპორტსმენების მხარდასაჭერად შექმნილ კამპანიას Dressup-ი შეუერთდა.
Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს. კომპანიამ პარალიმპიელ ჩემპიონთან, ლიკუნა ჩაჩიბაიასთან დაიწყო თანამშრომლობა.
"ჩვენთვის სპორტი ერთი დიდი სიყვარულია, რომელიც ახალ-ახალი შესაძლებლობებით საზრდოობს. ამ კამპანიაში მონაწილეობით კი იმ ამბის თხრობას შემოვუერთდით, რომელსაც, გვჯერა, უსაზღვრო სიყვარული სდევს თან,” - აღნიშნავს ლევან ლეკიშვილი, Dressup-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
საქართველოს ბანკის კამპანიის შესახებ:
ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, პარალიმპიადის დასრულების შემდეგ, მათი ისტორიები და გამარჯვებები ყურადღების მიღმა რჩება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია
კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.