მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

news image
mbc image

თიბისი აგრძელებს ახალი თაობის ტექტალანტების მხარდაჭერას. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად, ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ინფორმატიკის 38-ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის (IOI 2026) ამზადებს.

IOI მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური ტექნოლოგიური და სამეცნიერო ოლიმპიადაა, რომელიც წელს 9-16 აგვისტოს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართება. კონკურსზე უფროსკლასელები სხვადასხვა ქვეყნიდან ალგორითმულ აზროვნებასა და პროგრამირების მიმართულებით მიღებულ ცოდნას ურთულესი ამოცანების ამოხსნის პროცესში გამოცდიან. 

საქართველოს სახელით ოლიმპიადაზე ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურის“ ოთხი მოსწავლე იასპარეზებს: ვლადიმერი ფრანგიშვილი, ანდრია ვასაძე, მათე რეხვიაშვილი, ნიკოლოზ მელიქიშვილი.

ნაკრები გუნდის კანდიდატები ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის შედეგების საფუძველზე შეირჩევა, რომელსაც საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია ატარებს.

საქართველოს ინფორმატიკის ნაკრები საერთაშორისო ოლიმპიადისთვის სპეციალურად შემუშავებულ ინტენსიურ პროგრამას გადის. პირველი ეტაპი ივნისში თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში გაიმართა, ხოლო დასკვნითი ნაწილი ივლისში ბაკურიანის სასწავლო-საწვრთნელ ბანაკში, სადაც მონაწილეებმა ოლიმპიადის ფორმატზე მორგებული ალგორითმული ამოცანები და პრაქტიკული ქეისები დაამუშავეს. საბოლოო მოსამზადებელი ეტაპი 1-7 აგვისტოს, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, „ტექ ოლიმპიადების ჰაბის“ ფარგლებში ჩატარდება. ნაკრებს მენტორობას პროფესორი გიორგი მანდარია, ბაქარ გამეზარდაშვილი და თარაშ დოლაბერიძე უწევენ.

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა IOI ერთ-ერთი ოლიმპიადაა, იმ ხუთ ოლიმპიადას შორის, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ პრიორიტეტულადაა აღიარებული. აღნიშნულ ოლიმპიადაზე საქართველო გუნდებს წარადგენს 1996 წლიდან. ნაკრები გუნდი ინფორმატიკის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების შედეგებისა და დამატებითი შესარჩევი ტურების საფუძველზე შეირჩევა. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრების შერჩევა, მომზადება და მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ხორციელდება.

განათლებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება თიბისისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, კომპანია აგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას აძლევს, აძლიერებს მათ პრაქტიკულ უნარებს და საერთაშორისო წარმატებისთვის ამზადებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მიიღეთ 40%-იანი ფასდაკლება Cellfie-ის Travel eSIM-ის ინტერნეტპაკეტებზე საქართველოს ბანკის ბარათებით გადახდისას

23.10.2026.18:06

საქართველოს ბანკი პარტნიორ კომპანიებთან ერთად მომხმარებლებისთვის სხვადასხვა შეთავაზების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი Cellfie-სთან ერთად მომხმარებლებს Travel eSIM-ის ინტერნეტპაკეტებზე ფასდაკლებას სთავაზობს.

19 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათის მფლობელები Cellfie-ის Travel eSIM-ის შერჩეული ინტერნეტპაკეტების შეძენისას 40%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზება ვრცელდება შემდეგ პაკეტებზე:

● ევროპა - 2 GB
● ევროპა - 7 GB
● მსოფლიო - 2 GB
● მსოფლიო - 7 GB

ფასდაკლებით სარგებლობისთვის, შეძენისას საჭიროა აქტივაციის კოდის CELLFIEBOG შეყვანა და საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდის არჩევა.

აღნიშნული ინტერნეტპაკეტებით სარგებლობისას, Uber-ის, Bolt-ის, Google Maps-ის, MyCellfie App-ის, WhatsApp-ისა და Facebook Messenger-ის ტექსტური შეტყობინებების გამოყენებისას ინტერნეტმეგაბაიტები არ დაიხარჯება.

შეთავაზებების სანახავად ეწვიეთ ბმულს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა