ინოვაცია ქართულ ბაზარზე: რა სიახლეს სთავაზობს „კოსმო“ მომხმარებლებს
ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია Cosmo საკუთარ მომხმარებლებს სიახლეებით მუდმივად ანებივრებს. ბრენდმა მიმდინარე ასორტიმენტს სულ ახლახან ყურძნის წიპწის ტყავისგან დამზადებული ჩანთა დაამატა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა, სოფი მუხულიშვილმა განუცხადა.
„ასორტიმენტს დავამატეთ ყურძნის წიპწის ტყავისგან დამზადებული უნიკალური ჩანთა, რომელიც იტალიაში უმაღლესი ტექნოლოგიით იწარმოება.
უნიკალური ბიომასალა ყურძნის ნარჩენებისგან მზადდება.
პირველად საქართველოში ჩვენ შევქმენით ყურძნის წიპწის ტყავისგან კოლექცია, რომლითაც "კოსმო" იქცევა საერთაშორისო მდგრადი მოდის ნაწილად.
აღნიშნული მოდელი ლიმიტირებულ კოლექციას ეკუთვნის, წარმოდგენილია მცირე რაოდენობით და მომხმარებლებს ჩვენს ფილიალებში შეუძლიათ მისი შეძენა “, - აცხადებს სოფი მუხულიშვილი.
ცნობისთვის, "კოსმოს" ბრენდით ხელნაკეთი ჩანთები და აქსესუარები საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა, თუმცა კომპანიის ბიზნეს-მოდელი მალევე გასცდა ხელნაკეთი ნივთების ნიშურ საზღვრებს, ჩამოყალიბებული საწარმოს ფორმა მიიღო და საკუთარი პროდუქცია მომხმარებლებს ონლაინ-რეჟიმშიც შესთავაზა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.