მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

International Property Awards-ზე ჩვენი კომპანიის გამარჯვება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ განვითარების სწორი სტრატეგია გვაქვს შერჩეული - VR Holding

news image
mbc image

დეველოპერული კომპანია VR Holding-ის პროექტმა „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“  International Property Awards-ზე ნომინაციაში Sustainable Residential Development გაიმარჯვა. დეტალებზე Business Insider Georgia VR Holding-ის მარკეტინგის მენეჯერს მანანიკო ნამორაძეს ესაუბრა.

- როგორ მოხვდა VR Holding-ის აღნიშნული პროექტი ამ ჯილდოზე, ვინ იყვნენ მისი კონკურენტები და რა კრიტერიუმების საფუძველზე გაიმარჯვა პროექტმა?

- ჩვენ კომპანიას დიდი ხანი უნდოდა დაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება, რადგან ვფიქრობთ რომ კომპანიის თითოეული პროექტი შემუშავებულია უმაღლესი სტანდარტების დაცვით და ნამდვილად იმსახურებდა აღნიშნულ დაჯილდოებაში მონაწილეობას. მიმდინარე წლის ივლისში მივიღეთ შემოთავაზება International Property Awards-ის წარმომადგენლებისგან და ჩვენც რა თქმა უნდა დიდი სიხარულით დავთანხმდით. როგორც იცით International Property Awards-ი უძრავ ქონებაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, სადაც მხოლოდ ინოვაციური და ხარისხზე ორიენტირებული პროექტები იღებენ მონაწილეობას, ნებისმიერ პროექტს არ აქვს შესაძლებლობა, რომ დაჯილდოებაში მიიღოს მონაწილეობა. სამწუხაროდ მონაწილეებზე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, ერთი რაც შეგვიძლია დაზუსტებით გითხრათ არის ის, რომ მოცემულ დაჯილდოებაში მონაწილეობას იღებდა პრემიუმ პროექტები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან.
„კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ გამარჯვების მთავარი კრიტერიუმი არის ის, რასაც ჩვენი კომპანია ამდენი წელია ქმნის. ნომინაციაში - „Sustainable Residential Development“ გამარჯვება ადგილობრივ ბაზარზე მის გამორჩეულობას განაპირობებს . ჩვენი პროექტის კონცეფცია გულისხმობს დაბალ სართულიან განაშენიანებას, სადაც საცხოვრებელი კომპლექსის 70%-ი გამწვანებისა და სხვა დამატებით ინფრასტრუქტურისთვისაა განკუთვნილი და უშუალოდ საცხოვრებელ სახლებს მხოლოდ 30% ეთმობა, ეს კი, რა თქმა უნდა,ადგილობრივ ბაზარზე მის გამორჩეულობას განაპირობებს. 
“კრწანისი რესორტ რეზიდენსი“  პირველი რესორტული ტიპის დასახლებაა საქართველოს, დიპლომატიურ უბანში.  სუფთა ჰაერი, სიმშვიდე და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია, ასევე პროექტი გამორჩეულია თავისი ინფრასტრუქტურითა და სერვისებით, რომლებსაც მაცხოვრებლებს სთავაზობს. 
ტერიტორია საცხოვრებელ ზონასთან ერთად მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ, სარეკრეაციო და გასართობ ინფრასტრუქტურას. ჩვენი ინოვაციური პროექტი ნერგავს ახალ სტანდარტებს, რომლებიც აუმჯობესებენ მაცხოვრებლების ცხოვრების ხარისხს. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ კომპლექსის ტერიტორიაზე მანქანით გადადგილება აკრძალულია, დასაშვებია მხოლოდ ელექტრო და გოლფის მანქანებით - ეს არის ძირითადი კრიტერიუმები რის მიხედვითაც გაიმარჯვა ჩვენმა პროექტმა ასეთ საპასუხისმგებლო ნომინაციაში. 

- ასევე საინტერესოა დაჯილდოების ცერემონიალი როდის გაიმართება?

- დაჯილდოების ცერემონიალი 17 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება, რომელსაც ჩვენი კომპანიის წარმომადგენლობაც დაესწრება. 

- რას ნიშნავს VR Holding-სთვის აღნიშნული გამარჯვება და ასევე საინტერესოა რამდენად დაგეხმარებათ ეს ჯილდო ინვესტორებთან და ასევე თქვენს არსებულ თუ მომავალ კლიენტებთან ურთიერთობებში?

- საერთაშორისო დაჯილდოებაზე International Property Awards-ში ჩვენი კომპანიის გამარჯვება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ განვითარების სწორი სტრატეგია გვაქვს შერჩეული და ჩვენი ხარისხი და უპირატესობები საერთაშორისო აღიარებას იმსახურებენ. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ამავე დროს გარკვეული პასუხისმგებლობაცაა, რათა განვითარების ეს მიმართულება და ტემპი შევინარჩუნოთ და მომავალში კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. ჩვენ ვართ დარწმუნებულები ჩვენ თავში, რომ ვქმნით ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე ხარისხიან და პრემიუმ სეგმენტზე გათვლილ პროდუქტს, რომელიც კიდევ ერთხელ დაამტკიცა მოცემულ ნომინაციაში გამარჯვებამ.

- რა ერაპზეა „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ პროექტი და როდის იგეგმება მისი დასრულება?

- „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ 4 ფაზა უკვე დასრულებული და სრულად გაყიდულია, სადაც უკვე გადასულები არიან ჩვენი მაცხოვრებლები, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მეხუთე ფაზის მშენებლობა, რომელიც დაპირებულ მშენებლობის დასრულების ვადებს არ გადასცილდება. პროექტი 20 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენდება და მომავალშიც აგრძელებს განვითარებას. მიმდინარე სამშენებლო პროცესების შესახებ დაინტერესებულ მომხმარებლებს შეუძლიათ ეწვიონ ჩვენს ვებ-გვერდს და მიიღონ დეტალური ინფორმაცია თუ რა ეტაპზეა პროექტის განვითარება.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა