მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ინვესტირება საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებში - რას გთავაზობთ Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულება

news image
mbc image

ფასიან ქაღალდებში ინვესტირება მთელ მსოფლიოში კაპიტალის დაგროვებისა და ზრდის ერთ-ერთი მიღებული პრაქტიკაა. აქციების შეძენისას ადამიანები საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიების მეწილეები ხდებიან და მონაწილეობას იღებენ მათ წარმატებაში.

საფონდო ბირჟებზე ინვესტირება საქართველოში წამყვანი საინვესტიციო კომპანიის, Galt & Taggart-ის მეშვეობითაა შესაძლებელი. კომპანია 25 წელზე მეტია, მომხმარებლებს წვდომას აძლევს ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო ბირჟებზე. ამ სტატიაში კი მის საბროკერო მიმართულებაზე და სერვისებზე გიამბობთ.

 „ჩვენი გამოცდილება და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა გვაძლევს შესაძლებლობას, გვქონდეს მომხმარებლის საინვესტიციო ინტერესებზე მორგებული პროდუქტები და სერვისები. სწორედ ამიტომ, Galt & Taggart-ის ჩართულობით, ინვესტირება შესაძლებელია როგორც პირადი ბროკერის მომსახურებით, ასევე ონლაინ სავაჭრო პლატფორმა G&T Trader-ის მეშვეობით“, - ამბობს დავით ნიშნიანიძე, Galt & Taggart-ის საბროკერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

აღსანიშნავია, რომ Galt & Taggart-ის საბროკერო მომსახურების მიღება შეუძლიათ როგორც საქართველოს რეზიდენტ, ისე არაზიდენტ პირებს. საბროკერო დეპარტამენტი მათ იმ ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვაში ეხმარება, რომლებიც ყველა ძირითად საფონდო ბირჟაზეა განთავსებული. მათ შორისაა ლონდონის, ნიუ იორკის, ჰონგ-კონგის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის და სხვა საფონდო ბირჟები. აღსანიშნავია, რომ კომპანია მომხმარებლებს წვდომას აძლევს 45 მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე ხელმისაწვდომ სხვადასხვა სახის ფასიან ქაღალდზე. 

მომხმარებლის გამოცდილების გამარტივებისა და გაუმჯობესების მიზნით, Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულება 2015 წლიდან, ინვესტორებს ონლაინ სავაჭრო პლატფორმა, G&T Trader-ს სთავაზობს. ეს პლატფორმა ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს, დამოუკიდებლად განახორციელონ ინვესტიციები და გლობალური ფინანსური ინსტრუმენტებით ივაჭრონ. ონლაინ პლატფორმის საშუალებით ხელმისაწვდომია 35 000-ზე მეტი ფინანსური ინსტრუმენტი, მათ შორის აქციები, ობლიგაციები, გაცვლითი სავაჭრო ფონდები (ETF) და სხვა მარჯინ პროდუქტები.

კიდევ ერთი პლატფორმა, რომლითაც Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულება გამოირჩევა, Client Dashboard-ია. ესაა პირველი ონლაინ საინვესტიციო და ანალიტიკური პლატფორმა საქართველოში, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, თვალი ადევნონ პორტფელის დინამიკას და  განახორციელონ გარიგებები.

აღსანიშნავია, რომ Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულება მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს სიახლეებს, ნერგავს ინოვაციებს და ამარტივებს ინვესტირების პროცესს. ამის მაგალითია ახლახან G&T Trader-ზე დამატებული ფუნქციონალი, გახანგრძლივებული ვაჭრობის საათები, რომლის დახმარებით ინვესტორებს ვაჭრობა საფონდო ბირჟის სტანდარტული სამუშაო საათების მიღმაც შეუძლიათ. გახანგრძლივებული ვაჭრობა შესაძლებლობას აძლევს ინვესტორებს, მყისიერი რეაგირება მოახდინონ იმ მოვლენებსა თუ სიახლეებზე, რომლებსაც ადგილი აქვს საფონდო ბირჟის გახსნამდე ან დახურვის შემდგომ პერიოდში. შესაბამისად, პროგნოზები გააკეთონ იმაზე, თუ რა მიმართულებით შეიცვლება კომპანიის აქციების და ფონდების (ETF) ფასი სტანდარტულ სამუშაო საათებში და შესაბამისი ვაჭრობა განახორციელონ ბირჟის გახსნამდე 2.5 საათით ადრე, 15:00 საათიდან ან დახურვის შემდეგ 1 საათის განმავლობაში, 01:00-მდე.

Galt & Taggart აგრძელებს მომხმარებლებზე ზრუნვას და მომავალშიც არაერთ საინტერესო შესაძლებლობას გაუზიარებს მათ.

საფონდო ბირჟებზე ინვესტირების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ Galt & Taggart-ის ვებგვერდს ან დაუკავშირდით საბროკერო დეპარტამენტს კონსულტაციისთვის ამ ბმულზე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა