მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ინვესტირება სასტუმროში: ახალი ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე

news image
mbc image

გსმენიათ, რომ შეგიძლიათ ჩადოთ ინვესტიცია სასტუმროს ბიზნესში სასტუმროს სრულად ყიდვის გარეშე? სტრატეგია მარტივია: ინვესტირებული თანხით მიიღებთ სასტუმროს ოთახებს და თქვენს ინვესტიციას უძრავი ქონებით გაამყარებთ. ამასთან, თქვენ სტაბილურად მიიღებთ წილს სასტუმროს რეალიზაციის პროპორციულად.

კლასიკურად, ყველა სასტუმრო დაწესებულების სამიზნე ჯგუფი სტუმრებია. თუმცა, თანამედროვე ბაზარზე ეს სფერო ინვესტორების ინტერესის საგნადაც იქცა. მოდით გავიგოთ, ინვესტირების ახალი და აწ უკვე პოპულარული პრაქტიკის შესახებ.

რას ნიშნავს სასტუმროში ინვესტირება?

ინვესტორებმა, რომლებიც ფინანსების დაბანდების სხვადასხვა საშუალებას ეძებენ, ასეთ ინოვაციურ მეთოდს მიაგნეს: ისინი ინვესტიციებს დებენ პოპულარულ სასტუმროში, რათა გაქირავების შემდეგ, თავადაც მიიღონ სარგებელი. ამ შემთხვევაში მათ არ უწევთ ძვირადღირებული უძრავი ქონების შეძენა პოტენციური მოგების მიზნით. გაცილებით ნაკლები დანახარჯით კი პასიური შემოსავლის წყაროს პოულობენ.

რა უპირატესობები აქვს სასტუმროში ინვესტირებას?

  1. მაღალი მოთხოვნა

სასტუმროების პოპულარულობას შესაბამისი კომპანიების მიმართ ერთგულებაც იწვევს. ბრენდი, რომელსაც კარგი სერვისი აქვს, მუდმივად იზიდავს კლიენტებს, ეს კი წარმატებული ბიზნესინვესტიციის გარანტიაა.

  1. ნაკლები დანახარჯი

სასტუმროში ინვესტიციის ჩადებით, თქვენ უზრუნველყოფის სახით მიიღებთ სასტუმროს ნომერს და გახდებით პარტნიორი მთელი სასტუმროს შეძენის გარეშე. ეს კი ინვესტირების ბევრად მოქნილი და მარტივი გზაა, ნაკლები ფინანსური დანახარჯით.

  1. დაბალი რისკები

ცნობილი კომპანიის სასტუმროს არჩევით, თქვენ ირჩევთ ერთგულ კლიენტებსაც, რაც გულისხმობს იმას, რომ თქვენ აღარ მოგიწევთ თქვენი უძრავი ქონების გაქირავებაზე ზრუნვა. შესაბამისად, ასეთი სახის ინვესტიცია, სხვა ბიზნეს-სტრატეგიებთან შედარებით, დაბალ რისკებს შეიცავს და ქმნის უფრო დაცულ საინვესტიციო შესაძლებლობებს.

  1. სტაბილური პასიური შემოსავალი

კომპანია თავად იღებს პასუხისმგებლობას ყველა საოპერაციო ხარჯზე და დამოუკიდებლად მართავს სასტუმროს. თქვენ მუდმივად გექნებათ წვდომა გამჭვირვალე პროცესებსა და ფინანსურ მონაცემებზე, რომელთაც ძირითადად დამოუკიდებელი საკონსულტაციო ფირმები ამუშავებენ.

  1. დამატებითი ხარჯების სიმცირე

სასტუმროში ინვესტირებისას, თქვენ იხდით მხოლოდ გადასახადებს და დამატებით ხარჯებზე ფიქრი არ გიწევთ. მაგალითად, თუ კლასიკურ შემთხვევაში, მოგიწევდათ კომუნალური გადასახადების დაფარვა ან დაზიანებული ნივთის შეკეთება, ახლა გაუთვალისწინებელ ხარჯებს სასტუმრო დაფარავს. შესაბამისად, თქვენი ქონება წლების მანძილზე შეინარჩუნებს სათანადო მდგომარეობას.

არსებობს თუ არა საქართველოში ეს საინვესტიციო პრაქტიკა?

აღნიშნული ტრენდი საკმაოდ წარმატებულია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ეს ქვეყანა კი საუკეთესო შესაძლებლობებს ქმნის უძრავი ქონების ინვესტორებისთვის. საამიროებში სასტუმროს ნომრის ფასი, ჩვეულებრივ აპარტამენტებთან შედარებით, 30%-ით მეტია. სასტუმროს სტანდარტული ნომრის (25 კვ.მ) ფასი კი 210,000$-იდან იწყება, შიდა ბრუნვის საშუალო მაჩვენებელი კი 8-10%-ია. იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ეს ტრენდი უკვე პოპულარულია, საქართველო ყველაზე ხელმისაწვდომი ფასებით გამოირჩევა.

ეს საინვესტიციო პრაქტიკა მალე საქართველოშიც პოპულარული გახდება. მაგალითად, გონიოს სანაპიროზე შენდება საქართველოს პირველი პრემიუმ ტიპის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Pontus Rotana Resort & Spa, რომელსაც არაბეთის გაერთიანებული საამიროების ბრენდი ხელმძღვანელობს. ეს პროექტი მნიშვნელოვნად განსხვავდება ქართულ ბაზარზე არსებული სერვისული სასტუმროებისგან და ახალი სიტყვაა უძრავი ქონების ინვესტიციის კუთხით.

პონტუს დეველოპმენტი აშენებს პირველ საინვესტიციო სასტუმროს აჭარაში. ამ პრემიუმ კლასის სივრცეს მართავს ცნობილი ბრენდი Rotana. ახალი კომპლექსი შენდება გონიოში, რეგიონის ერთ-ერთ საუკეთესო სანაპიროზე და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს სტუმრებს: რესტორნებს, აუზებს, სპას, კაზინოს, საკონფერენციო დარბაზებს...

ბრენდი Rotana ცნობილია განსაკუთრებული მომსახურებითა და შეთავაზებებით, რომელთა შორისაცაა:

  • 600,000 ტურისტული სააგენტო მსოფლიოს მასშტაბით;
  • 700,000-ზე მეტი აქტიური წევრი სხვადასხვა ქვეყნიდან;
  • 6 მილიონზე მეტი სტუმარი ყოველწლიურად;
  • სტუმრების 73%-ზე მეტის რეკომენდაცია;
  • 100-ზე მეტი სასტუმრო მსოფლიოში.

ჩამოთვლილი ფაქტორები ქმნის ყველა ხელსაყრელ პირობას იმისთვის, რომ 14%-მდე შიდა ბრუნვა (IRR) მიიღოთ. ამავეს მოწმობს დამოუკიდებელი საკონსულტაციო კომპანიის Cushman & Wakefield-ის მიერ ჩატარებული კვლევაც.

გაყიდვების პროცესი მალე დაიწყება, მანამდე კი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა