მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ინვესტორებისთვის საინტერესოა ორი ფაქტორი - საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობა და სტრატეგიული ადგილმდებარეობა - მიხეილ ხიდურელი

news image
mbc image

მსოფლიოში ერთ-ერთმა გავლენიანმა საინფორმაციო სააგენტომ საქართველოს შესახებ ვიდეო და სტატია გამოაქვეყნა, სადაც ქვეყანა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სტრატეგიულ სავაჭრო ჰაბად მოიხსენია.  „როიტერსი"-ს ობიექტივში ნაჩვენებია საქართველოში არსებული უნიკალური საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, სწრაფი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ის შესაძლებლობები, რასაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს. „როიტერსი"-ს გადამღებ ჯგუფს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" უმასპინძლა.

 

როგორც სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი ვიდეოში აღნიშნავს, საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა გადამწყვეტი ფაქტორია, რაც  ინვესტორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას ინტერესს უჩენს ჩვენი ქვეყნის მიმართ.

 

„სტრატეგიული პოზიცია გვიქმნის კონკურენტულ უპირატესობას და მოქნილობას გვქონდეს წვდომა  ევროპულ დააზიურ სამომხმარებლო ბაზრებთან,  მათ შორის  ჩინეთსა და ევროკავშირთან. განსაკუთრებით ახლა, საქართველოს სავაჭრო დერეფნის როლი კიდევ უფრო ძლიერდება და ვხედავთ, რომ მისი მნიშვნელობა ვლინდება, როგორც ვაჭრობის, ასევე, ტვირთბრუნვის მოცულობის ზრდის კუთხით" - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

 

ქვეყნის ბიზნეს შესაძლებლობებზე საუბრისას ხიდურელმა ხაზი გაუსვა უძრავი ქონების სექტორს, რაც, მისი თქმით,  მულტიპლიკაციურ ეფექტს ახდენს სხვა სექტორებზეც, მათ შორის ენერგეტიკაზე. სააგენტოს ხელმძღვანელის შეფასებით, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს BPO და IT სექტორები - მოცემულ დარგებში მოქმედი კომპანიებისთვის უმთავრეს ფაქტორს კვალიფიციური კადრების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს და საქართველოს ამ მხრივაც მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია. 

 

„საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობა ინვესტორთა ინტერესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. ჩვენი პრიორიტეტი მუდმივად იქნება არსებული ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელება, ახალი სტიმულების შექმნა და კონკურენტუნარიანობის შემდგომი გაძლიერება, რათა საქართველო მდგრადად ინარჩუნებდეს ლიდერის პოზიციას" - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.

 

 „როიტერსის" მიერ მომზადებული მასალა განთავსებულია ბმულზე: https://plus.reuters.com/enterprise-georgia-gateway-to-growth/p/1

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა