„იონას საფუტკრე“ 2026 წელს ახალი მაღაზიის გახსნას გეგმავს
2025 წელს დადებითად შევაფასებდი, რადგან 2024 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად განვვითარდით , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „იონას საფუტკრე“-ს დამფუძნებელმა გიორგი იონათამიშვილმა განუცხადა.
„2025 წელს დადებითად შევაფასებდი, რადგან 2024 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად განვვითარდით და არსებულ ასორტიმენტს არაერთი ახალი პროდუქტი დავამატეთ, მათ შორის ნატურალური ცვილის სანთლები. ვცდილობთ, ვაწარმოოთ ყველა ის პროდუქტი, რომლის მიღებაც ფუტკრისგან არის შესაძლებელი. მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და მომხმარებლები მათ ხშირად სასაჩუქრედაც ყიდულობენ.
სკოლების მხრიდან მეფუტკრეობით დაინტერესება საკმაოდ დიდია. სწორედ ამიტომ ვგეგმავთ მასტერკლასების ჩატარებას ნატურალური სანთლების დამზადებაზე. მსურველებს სახელოსნოში ექნებათ შესაძლებლობა სანთლის შექმნის პროცესს დაესწრონ და თავადაც მონაწილეობა მიიღონ.
მომდევნო წლის მთავარი გეგმა კიდევ ერთი ახალი ფილიალის გახსნაა, რომელიც ლოკაციურად გლდანის, ვარკეთილის ან დიდი დიღმის ტერიტორიაზე განთავსდება. პარალელურად ვგეგმავთ ასორტიმენტის გაფართოებას “, - აცხადებს გიორგი იონათამიშვილი.
ცნობისთვის, „იონას საფუტკრის“ პროდუქცია ხელმისაწვდომია როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ სივრცეში, რომელიც მდებარეობს საბურთალოზე, ბუდაპეშტის 11 ნომერში.
სხვა სიახლეები
Geely-ის ბრენდების ავტომობილები ჩინეთის ფარგლებს გარეთ Google-ის ინტეგრირებული სერვისებით აღიჭურვება
21.10.2026.15:00
ჩინურმა კომპანია Geely Holding Group-მა პარასკევს განაცხადა, რომ მის პორტფელში შემავალი ბრენდების ავტომობილები საერთაშორისო ბაზრებზე Google-ის ინტეგრირებული სერვისებით, მათ შორის Gemini-ით, Google Play-ითა და Google Maps-ით აღიჭურვება.
კომპანიის განცხადების თანახმად, ახალი სერვისების პირველი დანერგვა ავტომობილებში 2027 წლის მეორე ნახევარში, ჩინეთისა და აშშ-ის ფარგლებს გარეთ იგეგმება. ინიციატივის განხორციელება შესაბამისი მარეგულირებელი ნებართვების მიღებასა და ბაზრების მზადყოფნაზე იქნება დამოკიდებული.