მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„იონას საფუტკრემ“ თბილისში პირველი მაღაზია გახსნა - როგორია კომპანიის გაფართოების გეგმები

news image
mbc image

კომპანია „იონას საფუტკრე“, რომელიც თაფლსა და ფუტკრის პროდუქტებს აწარმოებს უკვე 6 წელია ბაზარზე ოპერირებს. კომპანია მომხმარებლებს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia „იონას საფუტკრეს“ დამფუძნებელს გიორგი იონათამიშვილს ესაუბრა. 

„ჩვენ გვაქვს ფუტკრის თითქმის ყველა პროდუქტი. საწარმო მდებარეობს დუშეთის რაიონში, სოფელ ახატანში. საწარმოში მზადდება მურაბები, კომპოტები, ჩურჩხელა, გოზინაყი და სხვა ტრადციული ქართული ტკბილეული. დაახლოებით 5-6 წელია, რაც გვაქვს ონლაინ მაღაზია. თვენახევრის წინ კი საბურთალოზე, კერძოდ, ბუდაპეშტის 11 ნომერში გავხსენით პირველი, პატარა მაღაზია, რათა ჩვენს მომხმარებლებს ადგილზე ვიზიტის, პროდუქციის დაგემოვნებისა და შეძენის შესაძლებლობა ჰქონოდათ“, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი იონათამიშვილმა.

კომპანია აქტიურად ცდილობს ცნობადობის გაზრდას - ბაზარზე პროდუქციისადმი მოთხოვნა მზარდია.

„ჩვენი ერთგული მომხმარებელი ბევრი გვყავს, რომელიც ამ წლების განმავლობაში დავაგროვეთ. მეეჭვება საქართველოში ვინმე ფუტკრის ამდენი ნაირსახეობის პროდუქტს ამზადებდეს. ამ შემთხვევაში, ალტერნატიულ პროდუქტებს ვგულისხმობ და არა უშუალოდ თაფლს, რომელსაც ბევრი კომპანია აწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ მაღაზიის გახსნის შემდეგ ნელ-ნელა გვემატება მომხმარებელი. ჩვენ კი მაქსიმალურად ვცდილობთ ბრენდის ცნობადობის გაზრდას“, - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.

გიორგი იონათამიშვილის შეფასებით, 2024 წელი წარმატებული წელი იყო კომპანიისთვის. იქედან გამომდინარე, რომ იონას საფუტკრემ გეგემების შესრულება სრულად მოახერხა.

„ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელი იყო ჩვენთვის. წინა წლებში რა გეგმებიც გვქონდა 2024-ში შესრულდა.  ავაშენეთ საწარმო, გავხსენით მაღაზია, მონაწილეობა მივიღეთ გარკვეულ პროექტებში. ჯერჯერობით ექსპორტზე არ ვფიქრობთ, რადგან შიდა ბაზარიც საკმაოდ ასათვისებელია. ფასების კუთხითაც საქართველოში საკმაოდ ნორმალური ფასებია, ამიტომაც  არ ვფიქრობთ ექსპორტზე. მოგეხსენებათ, ევროკავშირში სხვა სტანდარტებია. ჩვენ, რადგან ბუნებაზე ვართ დამოკიდებული ხშირია გამოწვევები.  შესაბამისად,  ერთგვაროვანი პროდუქცია ხშირად არ გვაქვს საკმარისი რაოდენობით. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ვფიქრობთ, რომ საქართველოში განვვითარდეთ. მომავალში, გვსურს ერთი მაღაზია კიდევ დავამატოთ.  სტატისტიკის მიხედვით,  ძირითადი მოთხოვნა  არის საბურთალოს, გლდანის, ვარკეთილისა და დიდი დიღმის ლოკაციებიდან.  წელს დაგეგმილი გვაქვს, რომ სრულად დავასრულოთ საწარმოს აღჭურვა“, - განმარტა გიორგი იონათამშვილმა.

კომპანიის ერთ-ერთი მიმართულება აგროტურიზმია. კონკრეტულად კი აპი სახლი. აპი სახლებზე დიდი მოთხოვნაა ევროპაში. საქართველოში კი ეს ბიზნესი ახლა იწყებს განვითარებას.

„ჩვენი ერთ-ერთი მიმართულებაა აგრო ტურიზმი.  კონკრეტულად, აპი სახლი, რომელიც საკმაოდ საინტერესოა. ძირითადად, უცხოელები არიან დაინტერესებულნი. ეს არის სპეციალური ხის კოტეჯი, სადაც ტარდება აპი თერაპიის პროცედურები. ნერვული სისტემისთვის, ფილტვებისთვის და ა.შ ერთგვარი გამაჯანსაღებელი, თერაპიული სეანსები მიმდინარეობს, რომელიც გახლავთ არომათერაპიის  ერთ-ერთი მიმართულება. ადგილზე სადემონსტრაციო საფუტკრეც გვაქვს, სადაც განთავსებულია მისაღები ოთახი,  ასევე ფუტკართან დაკავშირებული ძველი ნივთები და თანამედროვე აღჭურვილობა. სკოლებიც დაინტერესებულები არიან. პერიოდულად ბავშვები მოჰყავთ. გარდა ამისა, აპი სახლით  უცხოელებიც აქტიურად არიან დაინტერესებულნი“, -  განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი იონათამშვილმა.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა