მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ირაკლი გილაური Georgia Capital-ს 2028 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს

news image
mbc image

Georgia Capital-ის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ირაკლი გილაურს აღმასრულებელი დირექტორის კონტრაქტი 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაუხანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. 

ირაკლი გილაურს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე კონტრაქტი 2025 წლის 31 დეკემბერს ეწურებოდა, თუმცა დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით ის წლით 2028 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.

„საბჭო მოხარულია, რომ ირაკლი დათანხმდა თავისი როლის კიდევ სამი წლით გაგრძელებას. მისი საქმიანობის შედეგები ზუსტად რომ გამორჩეულია. საბჭო ერთხმად თანხმდება, რომ Georgia Capital-მა უნდა გააგრძელოს მისი გამოცდილების, ადგილობრივი გარემოს შეუდარებელი ცოდნისა და ურყევი ენთუზიაზმის გამოყენება. ჩვენ ძალიან გვახარებს, ის ფაქტი რომ ის მზად არის დარჩეს თავმჯდომარის და გენერალური დირექტორის პოზიციებზე“, - განაცხადა Georgia Capital-ის უფროსმა დამოუკიდებელმა დირექტორმა, დევიდ მორისონმა.

„მოხარული ვარ, რომ ვაგრძელებ Georgia Capital-ის სტრატეგიის განვითარებას. კომპანიამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა, როგორც სტრატეგიულად, ისე ოპერაციულად. ჩვენი დიდი პორტფელის კომპანიები გამოირჩევიან ზრდით და მაღალი მომგებიანობით, ხოლო საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს ძლიერ განვითარებას“, - განმარტავს ირაკლი გილაური.

ირაკლი გილაური Georgia Capital-ის აღმასრულებელ დირექტორად და თავმჯდომარედ 2018 წლის 24 თებერვალს დაინიშნა. ის ასევე არის ნომინაციისა და საინვესტიციო კომიტეტების წევრი.

ცნობისთვის, 2011 წლიდან 2018 წლამდე ის BGEO Group-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა