მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ირაომ“ იანვარ-სექტემბერში 65 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდა - როგორია სადაზღვევო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები

news image
mbc image

სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 65 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდა, რითაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლები 27%-ით გააუმჯობესა.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, კომპანიამ 2023 წლის 9 თვეში სულ 51 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდა. 

მოზიდული პრემიის მიხედვით სადაზღვევო კომპანია „ირაო“ TOP 10-ში მე-6 პოზიციას იკავებს. 

2024 წლის სამივე კვარტალში „ირაომ“ 28 მლნ ლარის სადაზღვევო ზარალი აანაზღაურა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 27 მლნ ლარის. ზრდა 4%-მდეა.

სადაზღვევო კომპანიების რეიტინგში „ირაო“ ანაზღაურებული სადაზღვევო ზარალის მიხედვით მეშვიდე პოზიციაზეა. 

„ირაოს“ მიერ 2024 წლის 9 თვის განმავლობაში გამომუშავებული პრემია 56 მლნ ლარია, ხოლო დამდგარი სადაზღვევო ზარალი 31 მლნ ლარი.

ასევე, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის „ირაოს“ მიერ განმავლობაში ნეტო გამომუშავებული პრემია 42 მლნ ლარია, ხოლო ნეტო დამდგარი სადაზღვევო ზარალის მოცულობა 25 მლნ ლარი. 

ირაოს მიერ 2024 წლის 9 თვის განმავლობაში სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 10,6 მლნ ლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლებით კი სადაზღვევო კომპანია ამ ბაზრის 6%-ს ფლობს.

2024 წლის 9 თვის განმავლობაში „ირაომ“ ქონების დაზღვევის სახეობაში 10 მლნ ლარი მოიზიდა და ბაზრის 9%-საც დაეუფლა.

იანვარ-სექტემბრის განმავლობაში სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიის მიხედვით ირაო ბაზრის 4%-ის მფლობელია და საანგარიშო პერიოდში სადაზღვევო კომპანიამ დაზღვევის აღნიშნული პროდუქტების რეალიზებით 2,9 მლნ ლარი მოიზიდა, 

2024 წლის 9 თვის განმავლობაში სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია „ირაოს“ მაგალითზე 2 მლნ ლარს და შესაბამისად ამ ბაზრის 8%-ს მოიცავს. 

2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

2024 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 983 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 243 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 115 მილიონი ლარი.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 532 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 451 მილიონ ლარს. 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა