ისარგებლე ერთგული ბარათის 50%-იანი ქეშბექ შეთავაზებით ვილოუში
22 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით, თიბისის მომხმარებლებს ვილოუს შოურუმში ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, თანხის 50%, ჯამში მაქსიმუმ 300 ლარი, ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაუბრუნდებათ.
შეთავაზება გავრცელდება მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიაში, თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდისას. შეთავაზებით სარგებლობა, მომხმარებლებს რამდენჯერმე შეუძლიათ, თუმცა ჯამში მაქსიმუმ 300 ლარი დაუბრუნდებათ. შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად, ეწვიეთ ბმულს.
ერთგული საკრედიტო ბარათის ლიმიტის დამტკიცება და აღება უკვე თიბისის მობაილბანკიდან, რამდენიმე წუთში, ფილიალში მისვლის გარეშე, არის შესაძლებელი.
თიბისის მობაილბანკიდან ერთგული საკრედიტო ბარათის აღება, 30 სექტემბრის ჩათვლით, სრულიად უფასოა და არ გადაიხდით პირველი ერთი წლის საკომისიოს (წლიური საკომისიო განსხვავდება ბარათის ტიპების მიხედვით). ასევე, თუ დახარჯულ თანხას 55 დღემდე საშეღავათო პერიოდში დააბრუნებთ, არც დამატებითი გადასახადი დაგერიცხებათ.
ერთგული ბარათის მაქსიმალური ლიმიტი 20,000 ლარია, საშეღავათო პერიოდი კი, მაქსიმუმ 55 დღე. დამატებით თანხას ხარჯავთ ყველგან და საქართველოში ნებისმიერი ბანკის ტერმინალზე აგროვებთ მეტ ერთგულ ქულას. 4000-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში კი, 12%-მდე ქეშბექს იბრუნებთ.
იყავი მიზანსწრაფული, უერთგულე სურვილებს და აიღე, ერთგული საკრედიტო ბარათი უფრო სწრაფად!
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.