მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ისარგებლე განსაკუთრებული შეთავაზებებით და მოემზადე ზამთრისთვის - „თეგეტა მოტორსში“ Black Friday -ს კვირეული იწყება

news image
mbc image

„თეგეტა მოტორსი“, კომპანია, რომელსაც საავტომობილო სერვისებისა და პროდუქტების ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი, მომსახურების მაღალი ხარისხი და ფილიალების ფართო ქსელი აქვს, black friday-ს კვირეულისთვის ემზადება. 25 ნოემბრიდან ერთი კვირის განმავლობაში მსუბუქი ავტომობილების მფლობელებს განსაკუთრებული შეთავაზებები ელოდებათ. „თეგეტა მოტორსის“ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მსოფლიო ბრენდების პროდუქცია დიდი ფასდაკლებით შეიძინონ და ზამთრის სეზონს სათანადოდ მომზადებულები შეხვდნენ.

ელენე კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „მომხმარებლის საჭიროებაზე ზრუნვა „თეგეტა მოტორსის“ საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელია. ჩვენი მთავარი მიზანია - მაღალი ხარისხის მომსახურებით მომხმარებელს ავტომობილის ფლობის გამოცდილება მაქსიმალურად გავუმარტივოთ. ამ კონცეფციით დავგეგმეთ შეთავაზებების წლევანდელი კვირეულიც. მასშტაბური აქციის ფარგლებში ავტომფლობელები შეძლებენ, „თეგეტა მოტორსის“  პარტნიორი ბრენდების პროდუქცია მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეიძინონ. იქნება ეს აკუმულატორები, ზეთები, სამუხრუჭე სისტემები თუ საბურავები.

„თეგეტა მოტორსი“ პირველი იყო, ვინც მსოფლიო ბრენდთან, Bridgestone-თან ერთად, ქართულ ბაზარზე ზამთრის საბურავების ცნება დაამკვიდრა და ამით საგზაო კულტურაში მეტი უსაფრთხოების დანერგვას შეუწყო ხელი. მუდმივად ვცდილობთ, ჩვენი შეთავაზებებით საუკეთესო ხარისხის საავტომობილო პროდუქცია - მეტად ხელმისაწვდომი, სერვისები კი მრავალფეროვანი გავხადოთ და მომხმარებელს უფრო სწრაფად და კომფორტულად, ერთი ფანჯრის პრინციპით მოვემსახუროთ“. 

25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით შეთავაზებებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება, როგორც „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, ისე ონლაინპლატფორმებზე, მათ შორის არის „თეგეტა მოტორსის“ აპლიკაციაც, რაც პროცესს დამატებით ამარტივებს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, საჭირო პროდუქცია სასურველ დროს, მისთვის მოსახერხებელ გარემოში შეიძინოს. სხვადასხვა ტიპის აქციები „თეგეტა მოტორსის“ სრულ საავტომობილო ასორტიმენტს შეეხება. კომპანია საქართველოში წარმოადგენს 300-ზე მეტ მსოფლიო ბრენდს.

black friday-ს კვირეული საუკეთესო დროა ავტომფლობელებისთვის, საერთაშორისო მასშტაბით ყველაზე სანდო მწარმოებლების პროდუქცია ხელსაყრელ ფასად შეიძინონ და უსაფრთხო ზამთრისთვის სათანადოდ მოემზადო

 თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა