ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
საქართველოს ბანკი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს, რისთვისაც ახლახან SUPER ნაკრები და სუპერ PLUS Visa შექმნა. ნაკრების ფარგლებში, სხვადასხვა უპირატესობების გარდა, სუპერ PLUS Visa ბარათით გადახდისას, მომხმარებლებებს ყოველდღიური შეთავაზებებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ.
ქეშბექ შეთავაზებები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ყოველდღიურად იზრდება - მომხმარებლებს PLUS ქულების დაგროვების შესაძლებლობა სხვადასხვა პარტნიორ ობიექტში ეძლევათ.
კვირის განმავლობაში მომხმარებლებს შემდეგი შეთავაზებები ელოდებათ:
• ორშაბათი - Carrefour: 5% PLUS ქულების ქეშბექი, მაქსიმუმ 50 ლარის;
• სამშაბათი - ვოლტი: 10% PLUS ქულების ქეშბექი, მაქსიმუმ 50 ლარის;
• ოთხშაბათი - GPC Online: 20% PLUS ქულების ქეშბექი, მაქსიმუმ 50 ლარის;
• ხუთშაბათი - extra & extra market: 30% PLUS ქულების ქეშბექი, მაქსიმუმ 200 ლარის;
• პარასკევი - ოქტოპუსი (Oktopus): 40% PLUS ქულების ქეშბექი, მაქსიმუმ 200 ლარის.
შეთავაზებებით სარგებლობისთვის საჭიროა მისი მობილბანკიდან გააქტიურება.
SUPER ნაკრები, სუპერ PLUS Visa ბარათთან ერთად, მოიცავს სხვადასხვა უპირატესობას: ნაკრების ფარგლებში შესაძლებელია გადარიცხვების, გადმორიცხვებისა და თანხის განაღდების საკომისიოს გარეშე შესრულება, ასევე ასევე რეზიდენტებისთვის SUPER ნაკრების ფარგლებში ვრცელდება სტანდარტულზე უკეთესი კურსი.
გაააქტიურე SUPER ნაკრები, მიიღე სუპერ PLUS Visa ბარათი უფასოდ და ისარგებლე ყოველდღიური მზარდი ქეშბექ შეთავაზებებით.
სხვა სიახლეები
საერთაშორისო აღიარება ობლიგაციებისა და სავალუტო ბაზრებზე - პაატა მახარაძე თიბისის Euromoney-ს ჯილდოებზე
26.10.2026.18:58
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ Euromoney-მ თიბისი 2026 წლის ორ ნომინაციაში გამოარჩია - წლის საუკეთესო ბანკი საქართველოში ობლიგაციების ბაზარზე და საუკეთესო სავალუტო ბანკი საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციების ბაზრის მიმართულებით აღნიშნული ჯილდო საქართველოში პირველად გაიცა.
საერთაშორისო აღიარება უკავშირდება თიბისის მიღწევებს სავალუტო ოპერაციების, ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებისა და კაპიტალის ბაზრების განვითარების მიმართულებით. 2025 წელს საქართველოში განხორციელებული სავალუტო ოპერაციების დაახლოებით 42% თიბისიზე მოდიოდა, ხოლო Bloomberg-ის პლატფორმის საშუალებით საერთაშორისო პარტნიორებთან განხორციელებული სავალუტო ოპერაციების მოცულობამ 5.6 მილიარდი დოლარი შეადგინა.
რა დგას Euromoney-ს ორი საერთაშორისო ჯილდოს უკან, რა შედეგებით გამოირჩეოდა თიბისი და რა მნიშვნელობა აქვს ამ აღიარებას ბანკის შემდგომი განვითარებისთვის - ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia თიბისის გლობალური ბაზრებისა და ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პაატა მახარაძეს ესაუბრა.
რას ნიშნავს Euromoney-ს ჯილდოები თიბისი ბანკისთვის და კონკრეტულად გლობალური ბაზრებისა და ხაზინის დეპარტამენტის გუნდისთვის?
პირველ რიგში, ეს არის ჩვენი გუნდის მრავალწლიანი შრომისა და იმ სტრატეგიული განვითარების აღიარება, რომელიც თიბისიმ გლობალური ბაზრებისა და ხაზინის მიმართულებით განახორციელა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო აღიარება ერთდროულად ორ მიმართულებაში მივიღეთ - როგორც სავალუტო, ისე ობლიგაციების ბაზარზე. ეს ორი განსხვავებული, თუმცა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული მიმართულებაა და ორივე ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
ბოლო წლებში გლობალური ბაზრებისა და ხაზინის დეპარტამენტმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია გაიარა. ტრადიციულ სახაზინო ფუნქციებთან ერთად, მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ სავაჭრო საქმიანობა, განვავითარეთ ახალი პროდუქტები და გავაძლიერეთ ჩვენი როლი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე.
ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს ფინანსურ ბაზრებზე წვდომა გავუმარტივოთ, შევთავაზოთ სწრაფი, კომფორტული და მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურება. ამავდროულად, ხელი შევუწყოთ საქართველოში უფრო განვითარებული, ლიკვიდური და საერთაშორისო სტანდარტების ფინანსური გარემოს შექმნას.
გუნდისთვის ეს ჯილდოები მნიშვნელოვანი მოტივაციაა, გავაგრძელოთ განვითარება და კიდევ უფრო მეტი ღირებულება შევქმნათ როგორც ჩვენი მომხმარებლებისთვის, ისე საქართველოს ფინანსური ბაზრისთვის.
რა იყო მთავარი მიზეზები და ნაჩვენები შედეგები, რისთვისაც თიბისიმ ეს ჯილდოები დაიმსახურა?
სავალუტო მიმართულებით თიბისი საქართველოს ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი მონაწილეა. 2025 წელს ქვეყანაში განხორციელებული სავალუტო ოპერაციების ჯამური მოცულობის დაახლოებით 42% თიბისიზე მოდიოდა.
თუმცა, ჩვენთვის მთავარი მხოლოდ მასშტაბი არ არის. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მომსახურების ხარისხს, ტექნოლოგიურ განვითარებასა და მომხმარებლის გამოცდილებას.
ჩვენ შევქმენით შესაძლებლობა, რომ მომხმარებელმა სავალუტო ოპერაციები ციფრულ არხებში, თითოეულ მომხმარებელზე მორგებული ფასებით, რეალურ დროში განახორციელოს. მათ შორის, თავად მოითხოვოს მისაღები გაცვლითი კურსი და პასუხი მყისიერად მიიღოს. ის, რასაც ადრე დამატებითი კომუნიკაცია და დრო სჭირდებოდა, დღეს მომხმარებელს დამოუკიდებლად, რამდენიმე წამში შეუძლია გააკეთოს.
ასევე ვთავაზობთ სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტებს/დერივატიულ პროდუქტებს, რომლებიც მათ სავალუტო რისკების მართვასა და ფინანსური საქმიანობის უკეთ დაგეგმვაში ეხმარება.
რაც შეეხება ობლიგაციების მიმართულებას, აქ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში შეტანილი წვლილია.
თიბისი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ერთ-ერთი წამყვანი პირველადი დილერი და მეორად ბაზარზე ლიკვიდურობის მნიშვნელოვანი მიმწოდებელია. აქტიურად ვცდილობთ, ქართულ ბაზარზე დავამკვიდროთ საერთაშორისო სტანდარტები და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა ინვესტორებისთვის უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გავხადოთ.
ამავდროულად, აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ ქართული ფასიანი ქაღალდების ცნობადობა და ხელმისაწვდომობა საერთაშორისო ბაზრებზე, მოვიზიდოთ მეტი უცხოელი ინვესტორი და გავზარდოთ მათი მონაწილეობა საქართველოს კაპიტალის ბაზარზე.
2025 წელს ასევე მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ საქმიანობა საერთაშორისო ობლიგაციების ბაზრებზე და განვავითარეთ საინვესტიციო პორტფელი. ამან გააძლიერა ჩვენი საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურობა და გაამყარა ურთიერთობები გლობალურ ფინანსურ ინსტიტუტებთან.
ამ სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო საქართველოში პირველი სპეციალიზებული ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებისა და ფულადი ბაზრების სავაჭრო გუნდის შექმნაც.
საბოლოო ჯამში, ორივე მიმართულებით ჩვენი ამოცანა ერთია - მომხმარებლებს მეტი შესაძლებლობა შევთავაზოთ და ამავდროულად ხელი შევუწყოთ საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარებას.
რატომაა მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით საერთაშორისო აღიარება ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური გამოცემისგან?
Euromoney პრესტიჟული საერთაშორისო ფინანსური გამოცემაა და მისი ჯილდოები ფინანსურ სექტორში მნიშვნელოვან აღიარებად ითვლება.
ჩვენთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი მიზეზით.
პირველ რიგში, ეს არის ჩვენი საქმიანობის დამოუკიდებელი საერთაშორისო შეფასება. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ აღიარება მივიღეთ როგორც მომსახურების ხარისხისა და ტექნოლოგიური განვითარების, ისე ფინანსური ბაზრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
მეორე მხრივ, ასეთი აღიარება მხოლოდ თიბისისთვის არ არის მნიშვნელოვანი. ის ხელს უწყობს საქართველოს ფინანსური ბაზრის ცნობადობის ზრდას და საერთაშორისო ინვესტორებისა და ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან ინტერესის გაძლიერებას.
ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია, თიბისი იყოს დამაკავშირებელი რგოლი საქართველოსა და საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებს შორის. გვინდა, ჩვენი შესაძლებლობებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ხელი შევუწყოთ ქართული ფინანსური ინსტრუმენტების მიმართ ინტერესის ზრდას.
რაც უფრო მეტი საერთაშორისო ინვესტორი დაინტერესდება ქართული ბაზრით და რაც უფრო განვითარებული და ლიკვიდური იქნება ადგილობრივი ფინანსური ბაზარი, მით მეტი შესაძლებლობა შეიქმნება როგორც ინვესტორებისთვის, ისე ქართული ბიზნესისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის.
რა ახალ შესაძლებლობებს ქმნის Euromoney-ს საერთაშორისო აღიარება თიბისისთვის და რა მიმართულებით გეგმავს ბანკი ობლიგაციებისა და სავალუტო მომსახურების განვითარებას სამომავლოდ?
საერთაშორისო აღიარება კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს პოზიციებს პარტნიორებთან ურთიერთობაში და ზრდის თიბისის ცნობადობას გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული მიზნისთვის - განვავითაროთ რეგიონში წამყვანი გლობალური ბაზრების მიმართულება, რომელიც საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს საქართველოსა და რეგიონის ბაზრებთან დააკავშირებს.
სავალუტო მიმართულებით ჩვენი პრიორიტეტია ციფრული შესაძლებლობების შემდგომი განვითარება, რათა მომხმარებლებისთვის სავალუტო ოპერაციები კიდევ უფრო სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომი გახდეს. ამასთან, ვგეგმავთ უფრო კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტების განვითარებასაც, განსაკუთრებით ბიზნესებისთვის, რათა მათ უკეთ შეძლონ სავალუტო რისკების მართვა.
ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტების მიმართულებით ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ მარკეტმეიკინგი და ლიკვიდურობის მიწოდება ადგილობრივ ბაზარზე, გავაფართოოთ საერთაშორისო ინვესტორებთან თანამშრომლობა და განვავითაროთ საქმიანობა საერთაშორისო ობლიგაციების ბაზრებზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულებაა საპროცენტო დერივატივების განვითარება. გვინდა, ჩვენს კლიენტებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, მართონ და საჭიროების შემთხვევაში დაიზღვიონ არა მხოლოდ სავალუტო, არამედ საპროცენტო განაკვეთების ცვლილებით გამოწვეული რისკებიც. ეს ბიზნესებს დაეხმარება დაფინანსების ხარჯების უკეთ პროგნოზირებასა და ფინანსური საქმიანობის უფრო ეფექტიანად დაგეგმვაში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მომხმარებლებისთვის ეტაპობრივად ხელმისაწვდომი გახდეს ყველა ის ფინანსური ინსტრუმენტები და მომსახურება, რომლებიც განვითარებულ საერთაშორისო ბაზრებზე უკვე ფართოდ გამოიყენება.
რამდენად ასახავს Euromoney-ს ჯილდოები თიბისის კონკურენტულ უპირატესობას საქართველოს ფინანსურ ბაზარზე და რა როლს ასრულებს ამ წარმატებაში ბანკის მიერ დანერგილი ფინანსური პროდუქტები და მომსახურება?
ვფიქრობ, ეს ორი ჯილდო კარგად ასახავს თიბისის გლობალური ბაზრებისა და ხაზინის მიმართულების ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას - ჩვენ ვაერთიანებთ ბაზარზე მნიშვნელოვან მასშტაბს, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, საერთაშორისო პარტნიორულ ქსელსა და პროფესიულ გამოცდილებას.
სავალუტო ბაზარზე ჩვენი მასშტაბი და ლიკვიდურობა საშუალებას გვაძლევს, მომხმარებლებს შევთავაზოთ კონკურენტული ფასები და საიმედო მომსახურება. ამავდროულად, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებით მომხმარებელს ვაძლევთ შესაძლებლობას, დამოუკიდებლად, სწრაფად და მის საჭიროებებზე მორგებული პირობებით განახორციელოს სავალუტო ოპერაციები.
ობლიგაციების ბაზარზე ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ეფუძნება ბაზრის სიღრმისეულ ცოდნას, ლიკვიდურობის მიწოდების შესაძლებლობასა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ჩვენ მხოლოდ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობაში არ ვმონაწილეობთ - აქტიურად ვმუშაობთ ბაზრის განვითარებაზე, ახალი ინვესტორების მოზიდვასა და საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვაზე.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ მუდმივად ვაფართოებთ პროდუქტების სპექტრს და ვავითარებთ როგორც სავალუტო, ისე საპროცენტო რისკების მართვის შესაძლებლობებს.
ჩვენი უპირატესობა სწორედ ამ კომპონენტების ერთობლიობაშია. მიზანი მხოლოდ ბაზარზე ლიდერობის შენარჩუნება არ არის - გვინდა, ეს ლიდერობა მომხმარებლებისთვის უკეთეს მომსახურებად, მეტი შესაძლებლობის შექმნად და საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარებაში რეალურ წვლილად გარდავქმნათ.