ისარგებლე შენთვის შექმნილი განათლების პროგრამებით - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
გსურს, მიიღო უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსება, განვითარდე ტექნოლოგიების მიმართულებით ანშეისწავლო ხელოვნური ინტელექტი? საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივები სხვადასხვაინტერესისა და მიზნის მქონე ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ხარისხიანი განათლება დააღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, 40-ზე მეტსაგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.
აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები - საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზეგანაცხადების მიღება დაიწყო:
თუ ბაკალავრიატზე სწავლობ - გაეცანი საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამას
საქართველოს ბანკი 23 პარტნიორ უნივერსიტეტში ბაკალავრიატის სტუდენტებს სწავლის სრული ანნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. თუ სწავლის გაგრძელება და აკადემიურიმიზნების მიღწევა გსურს, გაეცანი პროგრამის პირობებს და შეავსე განაცხადი. დეტალური ინფორმაციახელმისაწვდომია ბმულზე.
თუ არქიტექტურა გაინტერესებს - აღმოაჩინე გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია
მომავალი არქიტექტორებისთვის შექმნილი პროგრამა სტუდენტებს ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლისსრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს. პროგრამაზე რეგისტრაციაუკვე დაიწყო. მონაწილეობის პირობების გასაცნობად ეწვიე ვებგვერდს.
თუ ხელოვნური ინტელექტი გაინტერესებს - გაეცანი AI სტიპენდიას გოგოებისთვის
ტექნოლოგიები ახალ პროფესიულ შესაძლებლობებს ქმნის. საქართველოს ბანკი პარტნიორორგანიზაციებთან და აკადემიებთან ერთად გოგოებისთვის სპეციალურ AI სასტიპენდიო პროგრამასახორციელებს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნის მიღებასა და განვითარებასუწყობს ხელს. პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს.
თუ ახალი პროფესიის შესწავლა ან პრაქტიკული უნარების განვითარება გსურს - გაეცანი პროფესიულიგანათლების პროგრამებს
საქართველოს ბანკი პროფესიული განათლების მიმართულებითაც ქმნის შესაძლებლობებს. პროფესიულიაკადემიების სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს პარტნიორ აკადემიებშიახალი პროფესიების სრული დაფინანსებით შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ. პროგრამაზე რეგისტრაციამალე დაიწყება.
ამასთან, სკოლის მოსწავლეებს პარტნიორ აკადემიებში სხვადასხვა მიმართულების კურსებზე სწავლისსაფასურის 100%-იანი დაფინანსების მიღება შეუძლიათ. მიმართულებებს შორისაა ვებპროგრამირება, გრაფიკული და UI/UX დიზაინი, IT პროექტების მართვა, პროგრამირების საფუძვლები და ხელოვნურიინტელექტი. განაცხადის პირობების გასაცნობად ეწვიე საქართველოს ბანკის საგანმანათლებლოპროექტების გვერდს.
თუ ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიების აღმოჩენა გსურს - აღმოაჩინე TUMO ქუთაისი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გახსნილი TUMO ქუთაისი 12-18 წლის ახალგაზრდებს ტექნოლოგიებისადა კრეატიული ინდუსტრიების მიმართულებით ცოდნის მიღების შესაძლებლობას აძლევს. ცენტრშიახალგაზრდებს შეუძლიათ, ისწავლონ პროგრამირება, რობოტიკა, გრაფიკული დიზაინი, 3D მოდელირება დასხვა მიმართულებები.
საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ადამიანებისთვის საკუთარი ინტერესებისაღმოჩენისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს. ბანკის მიერ შექმნილიშესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ვებგვერდს ganatleba.bog.ge
სხვა სიახლეები
„ლაგაზი ბეიქერი“ წარმოების გაფართოებას გეგმავს
15.10.2026.16:00
საცხობი „ლაგაზი ბეიქერი“ მომხმარებლებს ქართული ხორბლისგან დამზადებულ პურს სთავაზობს. კომპანია მოთხოვნის ზრდის პარალელურად წარმოების გაფართოებას, ენდემური ხორბლის ჯიშების დამატებასა და ხორბლის დამუშავებისთვის საჭირო პროცესების ადგილზე გაერთიანებას გეგმავს. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა ნათია მაჭარაშვილმა განუცხადა.
როგორ აფასებთ „ლაგაზი ბეიქერის“ მიმდინარე შედეგებს და როგორ შეიცვალა მომხმარებლების მოთხოვნა ბოლო პერიოდის განმავლობაში?
მომხმარებლების ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ვფიქრობ, ამ მხრივ ქართული ხორბლისა და პურის კულტურის UNESCO-სთან დაკავშირებულმა აღიარებამაც ითამაშა თავისი როლი.
პურის ცხობა უკვე მესამე წელია, რაც ჩვენი საქმიანობის სტაბილური მიმართულებაა. ამჟამად ექვს-შვიდი სახეობის პურს მუდმივად ვაცხობთ. მომხმარებლები უკვე კარგად არჩევენ წითელ დოლს, ლომთაგორას და სხვა სახეობებს - იციან, რომელი პური რომელი ხორბლისგან მზადდება. მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება და ახალი მომხმარებლებიც გვემატება, რასაც ჩვენი სტატისტიკაც ადასტურებს.

აგვისტოში საცხობის დროებით დაკეტვა გვიწევს, რადგან ამ პერიოდში ალვანში გადავდივართ. წელს, ამინდის გამო, მკა დაგვიანდა და მოსავალიც წინა წლებთან შედარებით ნაკლები გვქონდა. ჩვენი მეურნეობა ორგანულია, ამიტომ ბუნებრივ პირობებზე ვართ დამოკიდებული.
მახა საკმაოდ დიდი რაოდენობით გვაქვს. ეს ენდემური ხორბალი გამორჩეულია თავისი მახასიათებლებით, არომატითა და მინერალების შემცველობით, თუმცა მისი დამუშავება სირთულეებთან არის დაკავშირებული. ხუთი ენდემური სახეობიდან ოთხი კილიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მარცვალს გარე გარსის მოსაცილებლად სპეციალური დანადგარები სჭირდება.
კილის მოსაცილებელი დანადგარი გასულ წელს შევიძინეთ, თუმცა ხორბლის საბოლოო გასუფთავებისთვის საჭირო ვიმორი ჯერ არ გვაქვს. ამ სისტემის სრულად გამართვა დამატებით ინვესტიციას მოითხოვს, რის გამოც ხორბლის დამუშავებასა და მისთვის სასაქონლო სახის მიცემას საკუთარი სახსრებით ჯერ ვერ ვახერხებთ.
ასორტიმენტის გაფართოების მიმართულებით რა ახალი პროდუქტების დამატებას განიხილავთ და რა ეტაპზეა ეს გეგმები?
გასულ წელს 12 სხვადასხვა სახეობისა და ჯიშის ხორბალი გვქონდა დათესილი, მათ შორის - დიკა, მახა, კოლხური ასლი და სხვა. გვინდოდა, მოსავლის ნაწილი პურის ცხობისთვის გამოგვეყენებინა, ნაწილი კი მომავალი წარმოებისთვის დაგვეტოვებინა. თუმცა, ამ ეტაპზე მოსავლის კვლავ სათესლედ გადადება გვიწევს, რის გამოც ამ სახეობების პურის წარმოებაში გამოყენება კიდევ ერთი წლით გადაიდება.

ცალკე გვქონდა დათესილი კორბოულის დოლი და შავფხაც. შავფხისა და წითელი დოლის პურებს საცხობის გახსნის პირველი წლიდან ვაცხობთ და მათი მარაგიც სტაბილურად გვაქვს. შავფხის ცალკე მოყვანა და ასორტიმენტისთვის ახალი სახეობების დამატებაც გვინდოდა, თუმცა მიღებული მოსავლის ნაწილის კვლავ დათესვა გვიწევს, რათა ხორბლის მარაგი გავზარდოთ და მომავალში მათი პურის წარმოებაში გამოყენება შევძლოთ.
ამ გამოწვევის დასაძლევად ვფიქრობთ, წარმოების მასშტაბი გავზარდოთ, დამატებითი მიწები ვიქირაოთ და მომავალ წელს მეტი მოსავალი მოვიყვანოთ, თუ ბუნებრივი პირობებიც ხელს შეგვიწყობს. ამ ეტაპზე პურის სახეობების რაოდენობის გაზრდას სწორედ მოსავლის მოცულობა და ხორბლის დამუშავების სირთულე აფერხებს.

რა გეგმები აქვს „ლაგაზი ბეიქერს“ წლის ბოლომდე და 2027 წლისთვის?
წარმოების გასაზრდელად და ხორბლის დამუშავების პროცესის გასამარტივებლად მცირე სესხის აღებას განვიხილავთ. გვინდა, მოვაწყოთ ხორბლის ბეღლის ტიპის სივრცე, შევიძინოთ საჭირო დანადგარები და დამუშავების ყველა ეტაპი ადგილზე გავაერთიანოთ.
ამჟამად ხორბალი და კილის მოსაცილებელი დანადგარი ალვანში გვაქვს განთავსებული, გასუფთავების დანადგარი კი მატანში. შესაბამისად, მახას დამუშავებისას ხორბლის ერთი სოფლიდან მეორეში გადატანა რამდენჯერმე გვიწევს, რაც პროცესს ართულებს, დიდ დროს მოითხოვს და დამატებით შრომას საჭიროებს.

მახა უკვე გვაქვს იმ რაოდენობით, რომ მისგან პურის გამოცხობა შეგვიძლია. ვფიქრობთ, საქართველოში ერთ-ერთი პირველი საცხობი ვიქნებით, რომელსაც ამ მოცულობის ენდემური მახა აქვს. თუმცა, არსებული დანადგარები ძირითადად ჩვეულებრივი ხორბლისთვისაა განკუთვნილი, მახას კილი კი ხშირად იჭედება მათში. ამის გამო მისი მცირე მოცულობით დამუშავება სხვა ობიექტებისთვისაც არარენტაბელურია და შესაბამისი მომსახურების მიღება გვიჭირს.
2027 წლის იანვრიდან გვინდა, ამ მიმართულებას მეტი ყურადღება დავუთმოთ, შესაბამისი სივრცე მოვაწყოთ და ყველა საჭირო პროცესი ადგილზე გადავიტანოთ.
რაც შეეხება გაყიდვებს, წითელი დოლისა და შავფხა-წითელის პურების რეალიზაცია გავაორმაგეთ და წარმოებაც მოთხოვნის შესაბამისად გავზარდეთ. პარალელურად, აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ობიექტთან, რომლებმაც ჩვენი პურები საკუთარ მენიუში დაამატეს.

თავდაპირველად გვინდოდა, ბიზნესი საკუთარი ძალებით განგვევითარებინა და დიდი ფინანსური ვალდებულებები თავიდან აგვეცილებინა. თუმცა, მცირე ზომის საცხობისთვის ყველა საჭირო ინვესტიციის დამოუკიდებლად დაფინანსება რთულია. ამიტომ მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც განვითარების გასაგრძელებლად სესხის აღება აუცილებელი ხდება.