ისარგებლე თიბისის ახალი ფუნქციონალით- გადარიცხე თანხა სხვა ქვეყნის საკუთარ ბარათზე საკომისიოს გარეშე
1 ოქტომბრიდან თიბისი მობაილბანკის მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ Visa და Mastercard ბარათებით, შესაძლებლობა აქვთ, ქართული ბარათის საკუთარი ანგარიშიდან უცხოური ბარათის საკუთარ ანგარიშზე ან პირიქით, დოლარი და ევრო მომენტალურად, 24/7-ზე გადარიცხონ.
ევროსა და დოლარში (მინიმუმ $5-ზე ან € 5-ზე) გადმორიცხვა/გადარიცხვის საკომისიო უცხოურ ბანკებში 1%-ია, თუმცა ოქტომბრის თვის ბოლომდე, 0% იქნება.
ფუნქციონალის დამატებითი დეტალები, ასევე ის, თუ რომელი ქვეყნების ბარათებზე შეგიძლიათ ისარგებლოთ მომენტალური გადარიცხვებით, იხილეთ ბმულზე.
იმისათვის, რომ ფუნქციონალით ისარგებლოთ, iOS და Android მოწყობილობაზე, აქტიური უნდა გქონდეთ მობაილბანკის მომსახურება ვერსიით 8.15.0 ან უფრო ზევით.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.