ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის სითი მოლთან ერთად! 15 სექტემბრის ჩათვლით შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ მრავალფეროვანი შეთავაზებებით საყვარელი ბრენდებისგან, ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით და ისიამოვნოთ შოპინგით.
12-13 სექტემბერს მხოლოდ სითი მოლში, გადაიხადეთ 50-ზე მეტ მაღაზიაში SOLO Visa ბარათით და დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 20%, 25%, 30% ან 40%, მაქსიმუმ 400 ლარი
40% ქეშბექი
30% ქეშბექი
25% ქეშბექი
20% ქეშბექი
გაითვალისწინეთ
გაითვალისწინეთ, შეთავაზებით სარგებლობისთვის გადახდა საქართველოს ბანკის ტერმინალით უნდა შეასრულოთ, თანხას კი მიიღებთ მომენტალურად. ასევე, აქციის დროს შეძენილი ნივთები უკან არ ბრუნდება.
ასევე, დაგხვდებათ განსაკუთრებული შეთავაზება ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ბრენდებში. 12-13 სექტემბერს ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას 40%, მაქსიმუმ 150 ლარს დაიბრუნებ Cenomi-ს ბრენდებში: parfois, ipekyol, mango, Kiko milano, flormar, la vien rose, us polo, Charles &keith, zippy, sunglasses hut, aldo. ხოლო, Gtex-ის შემდეგ ბრენდებში: OVS, Penti, Matalan.
თიბისი კონცეპტის მომხმარებლები ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით მაქსიმუმ 300 ლარს დაიბრუნებენ.
რა უნდა იცოდეთ?
გარდა ამისა, Silkbank-ისა და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზებით, 14-20 სექტემბერს სითი მოლის ნებისმიერ ობიექტში, მერე ბარათით შოპინგისას შესაძლებლობა გაქვთ, გადაანაწილოთ თანხა 12 თვეზე, ეფექტურ 0%-ად.
დამატებითი პირობები:
ეწვიეთ სითი მოლს 15 სექტემბრის ჩათვლით, ისარგებლეთ თქვენთვის შექმნილი შეთავაზებებით, გაეცანით ახალ საბავშვო კოლექციებს და მიიღეთ შოპინგის საუკეთესო გამოცდილება.
მისამართი: სითი მოლი საბურთალო, ვაჟა-ფშაველას N70
სითი მოლი გლდანი, ი.ვეკუას N1
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.