მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7183.2
0.0034
flag
AZN 1.537
0
flag
CNY 38.931
0
flag
EUR 3.0374
0.001
flag
GBP 3.5377
0.0018
flag
KZT 57.52
0.0018
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6128
0.0002
news banner

ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!

news image
mbc image

მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის სითი მოლთან ერთად! 15 სექტემბრის ჩათვლით შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ მრავალფეროვანი შეთავაზებებით საყვარელი ბრენდებისგან, ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით და ისიამოვნოთ შოპინგით.

12-13 სექტემბერს მხოლოდ სითი მოლში, გადაიხადეთ 50-ზე მეტ მაღაზიაში SOLO Visa ბარათით და დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 20%, 25%, 30% ან 40%, მაქსიმუმ 400 ლარი

40% ქეშბექი

  • 40% ქეშბექი, მაქს. 400 ლარი თითოეულ მაღაზიაში ცალ-ცალკე: Sergent Major, Ollivander's Store, Lee Cooper, Regalia, MAC, Tresor, Pendant, Dropbox, Atelier Rebul, Bagatt
  • 40% ქეშბექი, მაქს. 400 ლარი ჯამურად ICR ჯგუფის შემდეგ მაღაზიებში: AW LAB, Bata, Bambino, Jacadi, Okaidi, Scarpiera, Studio By Shoes Gallery, Replay, Corso Italia,
  • 40% ქეშბექი, მაქს. 400 ლარი ჯამურად სპორტულ მაღაზიებში: Top Sport, Crocs, Puma, Giordano
  • 40% ქეშბექი, მაქს 200 ლარი: Biblusi

30% ქეშბექი

  • 30% ქეშბექი, ულიმიტოდ: BOSS, HUGO, Paul & Shark
  • 30% ქეშბექი, მაქს. 400 ლარი თითოეულ მაღაზიაში ცალ-ცალკე: More Beauty, GMT, Voulez-Vous, Toreli, Franco Fontana, Manamo/TAC, Collectors, JYSK, Felino Milano, Lutecia
  • 30% ქეშბექი, მაქს. 400 ლარი ჯამურად Dressarium-ის მაღაზიებში: Dan John, Dressarium Kids, Marc O'Polo, Shoes Loft, Karl Lagerfeld, Hackett, Corner, Lion of Porches
  • 30% ქეშბექი, მაქს. 400 ლარი ჯამურად Megasport-ის მაღაზიებში: The North Face, Diesel, Timberland, Napapijri, Scotch & Soda, Magellan
  • 30% ქეშბექი, მაქს 200 ლარი: Sulakauri

25% ქეშბექი

  • 25% ქეშბექი, მაქს. 400 ლარი: Jo Malone London

20% ქეშბექი

  • 20% ქეშბექი, მაქს. 400 ლარი თითოეულ მაღაზიაში ცალ-ცალკე: Aromateque, iSPACE, Kontakt Home, Elite Electronics, Mistore

გაითვალისწინეთ

  • Regalia-ში შეთავაზება არ ვრცელდება ციკოლიას ბრენდზე
  • GMT-ში შეთავაზება არ ვრცელდება Ronius-ის ბრენდზე
  • Kontakt Home-ში შეთავაზება ვრცელდება საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ტელევიზორებზე
  • Lutecia-ში შეთავაზება არ ვრცელდება: Chanel, Dior, Tiziana Terenzi, Giardino Benessere, V Canto, სასაჩუქრე და ლოიალობის ბარათებზე
  • Voulez-Vous-ში შეთავაზება არ ვრცელდება: Chanel, Dior, Guerlain, Essential parfums-სა და სასაჩუქრე ბარათებზე
  • Aromateque-ში შეთავაზება არ ვრცელდება: Marc-Antoine Barrois, Amouage, Clive Christian, Maioson Francis Kurkdjian, Ex Nihilo, Matiere Premiere

გაითვალისწინეთ, შეთავაზებით სარგებლობისთვის გადახდა საქართველოს ბანკის ტერმინალით უნდა შეასრულოთ, თანხას კი მიიღებთ მომენტალურად. ასევე, აქციის დროს შეძენილი ნივთები უკან არ ბრუნდება.

ასევე, დაგხვდებათ განსაკუთრებული შეთავაზება ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ბრენდებში. 12-13 სექტემბერს ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას 40%, მაქსიმუმ 150 ლარს დაიბრუნებ Cenomi-ს ბრენდებში: parfois, ipekyol, mango, Kiko milano, flormar, la vien rose, us polo, Charles &keith, zippy, sunglasses hut, aldo. ხოლო, Gtex-ის შემდეგ ბრენდებში: OVS, Penti, Matalan.

თიბისი კონცეპტის მომხმარებლები ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით მაქსიმუმ 300 ლარს დაიბრუნებენ.

რა უნდა იცოდეთ?

  • შეთავაზებით სარგებლობისთვის გადაიხადეთ თიბისის ტერმინალზე;
  • აქციით დაგროვებული თანხა დაგერიცხებათ ტრანზაქციის დადასტურებისთანავე, ერთგულის ყულაბაში;
  • ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ნებისმიერ ანგარიშზე და მისი განკარგვა ხდება ნებისმიერი მიზნობრიობით;
  • ბანკი იტოვებს უფლებას, საეჭვო ტრანზაქციის აღმოჩენის შემთხვევაში, არ დაარიცხოს მომხმარებელს თანხა.

გარდა ამისა, Silkbank-ისა და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზებით, 14-20 სექტემბერს სითი მოლის ნებისმიერ ობიექტში, მერე ბარათით შოპინგისას შესაძლებლობა გაქვთ, გადაანაწილოთ თანხა 12 თვეზე, ეფექტურ 0%-ად.

დამატებითი პირობები:

  • შეთავაზება ვრცელდება სრულ პროდუქციაზე, მათ შორის ფასდაკლებულზე;
  • შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ მერე ბარათით კომერციული ბანკების POS-ტერმინალებზე გადახდისას. გადახდისას შეგიძლია გამოიყენო როგორც ფიზიკური, ასევე ციფრული ბარათი;
  • შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ მერე ბარათის დამტკიცებულ საკრედიტო ლიმიტზე;
  • შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია მრავალჯერადად;   
  • შეთავაზების პირობა არ ვრცელდება სითი მოლების სასაჩუქრე ბარათის შეძენისას;
  • შეთავაზება ვრცელდება, როგორც არსებულ მომხმარებლებზე, ასევე მათზე, ვინც სააქციო პერიოდში აიღებს მერე ბარათს. 
  • სითი მოლ საბურთალოში მერე ბარათის აღება შეგიძლია ელიტის მაღაზიაში განთავსებულ გაყიდვების წერტილშიც;
  • შეთავაზების პირობით შეძენილი ნივთების/სერვისების დაბრუნება არ ხდება, შესაძლებელია მხოლოდ გადაცვლა.

ეწვიეთ სითი მოლს 15 სექტემბრის ჩათვლით, ისარგებლეთ თქვენთვის შექმნილი შეთავაზებებით, გაეცანით ახალ საბავშვო კოლექციებს და მიიღეთ შოპინგის საუკეთესო გამოცდილება.

მისამართი: სითი მოლი საბურთალო, ვაჟა-ფშაველას N70

სითი მოლი გლდანი, ი.ვეკუას N1

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image INEOS Automotive ქართულ ბაზარზე - ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი „ავტო გალერი“ გახდა

08.09.2026.16:46

„თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ბრიტანული ავტომწარმოებლის, INEOS Automotive-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა საქართველოში. პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა. თანამშრომლობის ფარგლებში „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე INEOS-ის ავტომობილების მიწოდებასა და მომხმარებლებისთვის გაყიდვების შემდგომ მომსახურებას უზრუნველყოფს.

„ავტო გალერის“ მულტიბრენდულ შოურუმში მალე მომხმარებლებს INEOS Automotive-ის ფლაგმანი მოდელი Grenadier-იც დახვდება,  რომელიც კლასიკური 4x4-ის კონცეფციას ეფუძნება და გამძლეობაზე, ფუნქციურობასა და რთულ პირობებში გადაადგილებაზეა ორიენტირებული. მისი სამოდელო ხაზი რამდენიმე ვერსიასა და კონფიგურაციას აერთიანებს, მათ შორის Station Wagon-სა და Quartermaster-ის პიკაპს.

ნოდარ ჭირაქაძე, „ავტო გალერის“ დირექტორი: „INEOS Automotive ძალიან საინტერესო ახალი ბრენდი, რომელმაც პოპულარობა მოკლე დროში მოიპოვა. ვფიქრობთ, მისი პროდუქტი საქართველოს ბაზარს განსაკუთრებით კარგად ერგება ქვეყნის მთაგორიანი რელიეფისა და ადგილობრივი მომხმარებლების მხრიდან მაღალი გამავლობის ავტომობილების მიმართ დიდი ინტერესის გათვალისწინებით.

ასევე შთამბეჭდავია თავად ბრენდის ისტორიაც. Grenadier-ის შექმნის წინაპირობად კლასიკური Land Rover Defender-ის წარმოების შეწყვეტა იქცა, ხოლო ავტომობილის განვითარებაში INEOS-მა ავტოინდუსტრიის გლობალური ლიდერების საუკეთესო გამოცდილება გამოიყენა. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ახალი ბრენდები და მოდელები, რომლებიც მათ ინტერესესა და საჭიროებებზეა მორგებულისწორედ ამიტომ, როგორც კი INEOS Automotive-თან თანამშრომლობის შესაძლებლობა მოგვეცა, ეს შანსი ხელიდან არ გავუშვით“.

2017 წელს კომპანიის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ბრიტანელმა ბიზნესმენმა სერ ჯიმ რეტკლიფმა კლასიკური Land Rover Defender-ის წარმოების შეწყვეტის შესახებ შეიტყო. Grenadier-ის კონცეფცია სწორედ ამ ცნობილ ბრიტანულ 4x4 ავტომობილს დაეფუძნა. Defender-ის შთაგონებითრეტკლიფმა გადაწყვიტა, შეექმნა ავტომობილი, რომელიც კლასიკური ოფროუდერის გამძლეობასა და ფუნქციურობას თანამედროვე ტექნოლოგიებთან, უსაფრთხოებასა და კომფორტთან გააერთიანებდა. Grenadier-ის სახელწოდება კი ლონდონში, ბელგრავიაში მდებარე პაბს The Grenadier-ს უკავშირდება - ადგილს, სადაც რეტკლიფი, მეგობრებთან ერთად, ახალი ავტომობილის იდეას განიხილავდა.

INEOS-მა ახალი ავტომობილი ავტოინდუსტრიის წამყვან ბრენდებთან პარტნიორებით, მათტექნოლოგიებსა და საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნა. Grenadier-ში გამოიყენა გერმანული ავტომწარმოებლის BMW-ს 3.0-ლიტრიანი, რიგითი ექვსცილინდრიანი B57 დიზელისა და B58 ბენზინის ძრავები და ZF-ის 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფები. ავტომობილის საინჟინრო განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი Magna Steyr-ს მიუძღვის, ხოლო მისი კომპონენტების ნაწილს ისეთი მწარმოებლები უზრუნველყოფენ, როგორებიცაა Carraro, Brembo, Bosch, Eibach, Tremec, Dana Spicer და RECARO. სერიული წარმოებისთვის კი, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, INEOS-მა Mercedes-Benz-ისგან საფრანგეთში ჰამბახის ქარხანა შეიძინა.

დენ ბალმერი,  INEOS-ის რეგიონული დირექტორი: „საქართველო ჩვენთვის კავკასიის რეგიონში პირველი ბაზარი იქნება. ეს არის რეგიონი, რომელიც ულამაზესი მთებით, მდინარეებითა და ოფროუდისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობებით გამოირჩევა. Grenadier სწორედ ასეთ გარემოში საუკეთესო გამოცდილების მისაღებად შეიქმნა. პირველ რიგში, მიზანი საქართველოში მომხმარებლების ნდობის მოპოვება, რის შემდეგაც კავკასიის სხვა ბაზრებზე გაფართოების შესაძლებლობებსაც განვიხილავთ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს არ არის დიდი მოცულობის წარმოებაზე გათვლილი ბრენდი. Grenadier არის გამორჩეული ხასიათის ავტომობილი, რომელსაც ერთგული და მოტივირებული მომხმარებლები ჰყავს.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც გულისხმობს საუკეთესო მომსახურებისა და გამოცდილების შეთავაზებას, ასევეგრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ამავე პრინციპებს იზიარებს „თეგეტა“რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი დისტრიბუტორი, რომელიც პარტნიორად ავირჩიეთ. პრემიუმ და სპეციალიზებული ბრენდების ფართო სპექტრის წარმომადგენლობის გამოცდილება, რომელიც ამ კომპანიას აქვს, ჩვენს სამიზნე მომხმარებელს იდეალურად შეესაბამება“.

დღეს მსოფლიოს გზებზე 36 000-ზე მეტი Grenadier დადის. მის სამოდელო ხაზში შედის Station Wagon, კლასიკური ხუთკარიანი 4x4 ავტომობილი, ხუთადგილიანი პიკაპი Quartermaster, პროფესიულ გამოყენებაზე ორიენტირებული Utility Wagon და სპეციალიზებული დანიშნულებისთვის შექმნილი Quartermaster Chassis Cab. სხვადასხვა ვერსია განსხვავებულ საჭიროებებს პასუხობს – Trialmaster უფრო რთული ოფროუდ პირობებისთვისაა განკუთვნილი, Fieldmaster კი დამატებით კომფორტსა და სათავგადასავლო-სამოგზაურო მიმართულებას აერთიანებს.

საქართველოში INEOS Automotive-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენლის, „ავტო გალერის“ მეშვეობით მომხმარებლები შეძლებენ როგორც ბრენდის ავტომობილების შეძენას, ისე გაყიდვების შემდგომი მომსახურებისა და სრული საგარანტიო სერვისის მიღებას.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე წლებია  ოპერირებს. მულტიბრენდული შოურუმი მომხმარებელს ერთ სივრცეში სთავაზობს როგორც ახალ, ისე მეორადი ავტომობილების ფართო არჩევანს. კომპანიის შოურუმები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმშია განთავსებული. გარდა ავტომობილებისა, „ავტო გალერი“ Polaris-ისა და Indian-ის, ასევე Segway-სა და Club Car-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ახლა კი ამ ბრენდების ჩამონათვალს INEOS Automotive-იც შეუერთდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა