მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.9
0.0051
flag
AZN 1.5572
-0.0003
flag
CNY 38.926
0.0055
flag
EUR 3.0033
0.0007
flag
GBP 3.4853
0.0015
flag
KZT 54.56
0.0015
flag
TRY 0.0569
0
flag
USD 2.6468
-0.0005
news banner

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით iPlus-ში და მიიღეთ 150 ლარიანი ქეშბექი

news image
mbc image

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს. ამჯერად ბანკმა ერთგულ მომხმარებლებს, ნაწილ-ნაწილ გადახდისას, ახალი შეთავაზება მოუმზადა.

შეთავაზების ფარგლებში, ის მომხმარებლები, რომლებიც 2 და 3 მარტს iPlus-ის ფიზიკურ მაღაზიაში ნაწილ-ნაწილ გადახდით მინიმუმ 1,000 ლარის შენაძენს განახორციელებენ, 150 ლარიან ქეშბექს მიიღებენ.

შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში და მოქმედებს თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში მდებარე iPlus - ის ფილიალებში. ქეშბექი ერთჯერადია და მომხმარებლებს ტრანზაქციის განხორციელებიდან 3 სამუშაო დღეში ჩაერიცხებათ.

ნაწილ-ნაწილ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს სასურველი ნივთი შეიძინონ დღესვე, ხოლო თანხა 4 თვეზე თანაბრად გადაანაწილონ ისე, რომ პროდუქტის ჯამური ღირებულება არ გაუძვირდეთ (ეფექტური 0%). ამასთანავე, მომხმარებლებს შეუძლიათ თანხის ნაწილი გადაიხადონ, დარჩენილი კი მომდევნო თვეებზე გადაანაწილონ. ამრიგად, ნაწილ-ნაწილ გადაიხდით ზუსტად იმდენს, რასაც ერთიანად გადაიხდიდით.

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

26.06.2026.10:46

თიბისის მხარდაჭერითა და HT Solutions-ის ორგანიზებით, 1 ივლისს, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026 გაიმართება. კონფერენცია ტექნოლოგიების, ბიზნესისა და ინოვაციების სფეროს წამყვან წარმომადგენლებს გააერთიანებს. ღონისძიება წელს უკვე მეშვიდედ ტარდება და 1000-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლებს.

Change Inspire 2026 რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ტექნოლოგიურ პლატფორმად არის ჩამოყალიბებული. კონფერენცია ყოველწლიურად აერთიანებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებს, ბიზნესის ლიდერებს, ინოვატორებსა და ტექნოლოგიურ პროფესიონალებს, ქმნის ცოდნის გაზიარების, პროფესიული განვითარების და ახალი პარტნიორობების შესაძლებლობებს.

თიბისი, როგორც ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, კონფერენციაში Game Changer Partner-ის სტატუსით მონაწილეობს. სცენაზე წარდგებიან თიბისი ტექის პროფესიონალები, რომლებიც კონფერენციაზე შეკრებილ 1000-ზე მეტ მონაწილეს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ასევე იმას, თუ როგორ ჯერათ და ქმნიან ინოვაციას თიბისიში.

კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით გახსნის თიბისის ტექნოლოგიების მმართველობისა და პროცესების მართვის განყოფილების უფროსი გიორგი ვარამიშვილი.

„თიბისიში გვჯერა, რომ ინოვაციას ძლიერი ტექნოლოგიური გუნდები ქმნიან. სწორედ ამ მიდგომამ მოგვიტანა აღიარება, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ინოვაციურ ბანკს. Change Inspire-ის მსგავსი კონფერენციები გვაძლევს შესაძლებლობას, გავცვალოთ გამოცდილება გლობალურ ტექნოლოგიურ ლიდერებთან, გავაძლიეროთ ადგილობრივი ტექნოლოგიური ეკოსისტემა და იდეები რეალურ ცვლილებებად ვაქციოთ“- გიორგი ვარამიშვილი.

კონფერენციის მთავარ სცენაზე თიბისი ტექის ლიდერებიც წარდგებიან. შოთა იორამაშვილი ისაუბრებს ორგანიზაციაში GitHub Copilot-ის წარმატებული დანერგვის გამოცდილებაზე, ჯუბო ფალელაშვილი - მსხვილ ორგანიზაციებში AI-ის ეფექტიანი მართვის პრაქტიკებზე, ხოლო ნიკა ჟორდანია მონაწილეებს გააცნობს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტესტირების ინოვაციურ მიდგომას - Memory-Driven AI Test Automation-ს.

წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემაა „Big Tech. Global Legends. One Future.“ ღონისძიება თავს მოუყრის მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს, მათ შორის NVIDIA-ს, Google-ის, Amazon-ის, Microsoft-ის, Google Cloud-ისა და AWS-ის ექსპერტებს, რომლებიც ტექნოლოგიური განვითარების უახლეს ტენდენციებსა და გამოცდილებას გაუზიარებენ დამსწრეებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა