მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7170.5
0.0008
flag
AZN 1.5338
-0.0001
flag
CNY 38.943
0.001
flag
EUR 2.9941
0.003
flag
GBP 3.4895
0.008
flag
KZT 58.1
-0.0022
flag
TRY 0.0534
0
flag
USD 2.6074
0.0003
news banner

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში

news image
mbc image

საქართველოს ბანკი განაგრძობს მომხმარებლებისთვის ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებული, მარტივი და პრაქტიკული შესაძლებლობების შეთავაზებას. სწორედ ამ მიზნით, 21-27 სექტემბერს, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს ოთხ სავაჭრო ცენტრში - City Mall-ში, Telavi Mall-ში, Gori Mall-სა და Grand Mall Batumi-ში - სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა შეეძლებათ.

შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებლები შეძლებენ, 5X MR შეთავაზებით ისარგებლონ და მაქსიმუმ 10,000 MR ქულა დააგროვონ. შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ შოპინგისა და აქსესუარების კატეგორიებზე. აქციით სარგებლობისთვის აუცილებელია კონკრეტული მოლის შეთავაზების გააქტიურება მობილბანკში და საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა.

საკრედიტო Amex ბარათის მიღების პროცესი მარტივია - მომხმარებლებს მისი ციფრული ვერსიის აღება და გამოყენების დაწყება დაუყოვნებლივ, მობილბანკში შეუძლიათ.

შეთავაზების პირობების სანახავად და გასააქტიურებლად, ეწვიეთ საქართველოს ბანკის მობილბანკს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბუტიკური სტილი და ახალი კონცეფცია რაჭაში - რას სთავაზობს Racha Roots Boutique House ვიზიტორებს

21.09.2026.18:00

რაჭა ტურისტებისთვის სულ უფრო მოთხოვნად მიმართულებად ყალიბდება. რეგიონში იზრდება განსხვავებული კონცეფციისა და თანამედროვე დიზაინის განთავსების ობიექტების მიმართ ინტერესიც. ერთ-ერთი ასეთი ახალი ობიექტი Racha Roots Boutique House-ია.

სასტუმროს კონცეფციის, სტუმრების მოთხოვნის, კონკურენტული უპირატესობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს Racha Roots Boutique House-ის დამფუძნებელი ნეიკო პეტრიაშვილი ესაუბრა.

„ჩვენი საოჯახო სასტუმრო ოჯახის სახლის ბაზაზე შეიქმნა - ეს ჩემი მეუღლის მშობლების სახლია, რომლის გადაკეთებაც გადავწყვიტეთ და პატარა საოჯახო სასტუმროდ ვაქციეთ.

ამ ეტაპზე სასტუმრო 4 ნომერს აერთიანებს. ის ბუტიკური სტილისაა და, ვფიქრობ, რაჭაში მსგავსი დიზაინისა და კონცეფციის ობიექტი არც არის. სივრცე თანამედროვე და კომფორტულია, ყველა საჭირო პირობით. თითოეულ ნომერს აქვს საკუთარი აივანი და ულამაზესი ხედები.

რაც შეეხება მოთხოვნას, რაჭა ბოლო პერიოდში საკმაოდ მოთხოვნადი და მიმზიდველი მიმართულება გახდა. ჩვენ სასტუმრო ცოტა გვიან, აგვისტოს ბოლოს გავხსენით, თუმცა აგვისტოში მოთხოვნა ძალიან მაღალი იყო. ამჟამად მოთხოვნა შედარებით შემცირებულია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი მიმართულება უფრო სეზონური იქნება. სტუმრების უმეტესობა ამ ეტაპზე ადგილობრივი ტურისტია.

ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა დიზაინი და კონცეფციაა. ეს არ არის ტრადიციული ხის სახლი - სასტუმრო თანამედროვე, კომფორტული და მყუდრო სივრცეა, რაც სტუმრებმაც არაერთხელ აღნიშნეს. ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტუმრებისთვის მაღალი დონის სერვისის შეთავაზება.

სამომავლოდ სასტუმროს გაფართოება გვსურს და იმედი გვაქვს, რომ ამის განხორციელებასაც შევძლებთ“, - აცხადებს ნეიკო პეტრიაშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა