იშოპინგეთ SOLO-სთან ერთად - გაეცანით Black Friday-ს შეთავაზებებს
SOLO მომხმარებლებზე მორგებული შეთავაზებების შექმნას განაგრძობს. შოპინგის ყველაზე დიდ დღეს - Black Friday-ს კი SOLO Mastercard World Elite-ის ბარათის მფლობელები საქართველოს ბანკის პოსტერმინალზე გადახდისას SOLO Boutique-ში და პარტნიორ მაღაზიებში სპეციალურ შეთავაზებებს მიიღებენ. კერძოდ, ისარგებლებენ 50%-იანი ქეშბექით SOLO Boutique-ში და დაიბრუნებენ მაქსიმუმ 500 ლარს.
ქეშბექი მოქმედებს ბუტიკის სრულ კოლექციასა და ყველა კატეგორიაზე, მათ შორის ისეთ ბრენდებზე, როგორებიცაა: CRASH BAGGAGE, GAGGIA, BANGLE UP-სა თუ PHILLIPE V-ზე.
დაათვალიერეთ კატალოგი: SOLO Boutique
ქეშბექის მისაღებად გადახდა უნდა განხორციელდეს SOLO Mastercard World Elite ბარათით საქართველოს ბანკის პოსტერმინალზე. შეთავაზების ფარგლებში, თანხა 3 დღის ვადაში დაგიბრუნდებათ.
ისარგებლეთ ქეშბექით პარტნიორ მაღაზიებშიც:
*Amazon-ზე გადახდის შემთხვევაში, აირჩიეთ სადებეტო ბარათით გადახდის გზა.
28 ნოემბერს, გადაიხადეთ აღნიშნულ მაღაზიებში SOLO Mastercard World Elite ბარათით საქართველოს ბანკის ტერმინალზე ან საქართველოს ბანკის გადახდის არხით და ისარგებლეთ თქვენზე მორგებული შეთავაზებით. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებგვერდს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.