ისტორიული საწარმო მაღალტექნოლოგიურ ოაზისად გადავაქციეთ - რატი ღოლიჯაშვილი
ისტორიული საწარმო მაღალტექნოლოგიურ ოაზისად გადავაქციეთ - ამის შესახებ, „ბიოქიმფარმის“ გენერალურმა მენეჯერმა, რატი ღოლიჯაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„პირველი ექვსი თვე და, ალბათ, ბოლო წლებიც რომ შევაჯამოთ, ფაგების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ძვრებია და მსოფლიო ბაზარზე ძალიან კარგი სიგნალები. გამომდინარე იქედან, რომ ფაგებზე ცალკე, ანტიბიოტიკებისა და ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის გარეშე, ვერ ვისაუბრებთ, უნდა აღინიშნოს, რომ ეს პრობლემა მზარდია და ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება.
ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი ხელმისაწვდომი გზა დღეს ფაგების ტექნოლოგია და ფაგოთერაპიაა. საკითხს ორი მხარე აქვს. ბრიტანული, მაღალხარისხიანი კვლევების მიხედვით, თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდება, 2050 წლისთვის ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობას 10 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლება.
ასევე აქვს ეკონომიკური მხარე. ამავე კვლევების თანახმად, ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის გამო, კაცობრიობისთვის ეკონომიკური ზარალი 100 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს. ეს დათვლილია თანხაში და შესაბამისად, როდესაც ფაგებზე ვსაუბრობთ, სწორედ ამ უზარმაზარი პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ.
საქართველოს ფაგებისა და ფაგოთერაპიის მიმართულებით ამ პრობლემის ნაწილობრივ მოგვარების რეალური შესაძლებლობა აქვს და მსოფლიო უკვე აქტიურად მიდის ამ გზით. ევროპასა და დასავლეთის ქვეყნებში ფაგების ტექნოლოგიის განვითარებისა და მისი კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვისთვის ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია იდება.
ამ თვალსაზრისით საქართველო წინ არის. თქვენც იყავით ჩვენთან ვიზიტით და ნახეთ ეს ისტორიული საწარმო, რომელიც 1934 წელს აშენდა. ჩვენ ეს ისტორია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მაღალტექნოლოგიურ ოაზისად ვაქციეთ. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ფაგების ტექნოლოგიისთვის მომენტუმია“, - აცხადებს რატი ღოლიჯაშვილი.
სხვა სიახლეები
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
30.07.2026.12:32
სილქნეტის სპეციალური საზაფხულო აქცია რჩეულ ინტერნეტ და მიქს პაკეტებზე გავრცელდება. მომხმარებლები გაიაქტიურებენ როგორც ცალკეულ ინტერნეტ პაკეტებს, ისე მიქს პაკეტებს, რომლებიც აერთიანებს ინტერნეტ მოცულობას, სასაუბრო წუთებსა და SMS - ებს.
ინტერნეტ პაკეტები:
• 10 000 MB - 15 ₾
• 40 000 MB - 20 ₾
• 80 000 MB - 25 ₾
მიქს პაკეტები:
• 100 წუთი + 1 000 MB + ულიმიტო SMS - 10 ₾
• 200 წუთი + 3 000 MB + ულიმიტო SMS - 15 ₾
• 300 წუთი + 5 000 MB + ულიმიტო SMS - 20 ₾
• 500 წუთი + 7 000 MB + ულიმიტო SMS - 25 ₾
• ულიმიტო წუთები + 10 000 MB + ულიმიტო SMS - 30 ₾
• ულიმიტო წუთები + 20 000 MB + ულიმიტო SMS - 35 ₾
პაკეტების შეძენა შესაძლებელია კოდით *033# ან აპლიკაციაში MySilknet.
ჩაერთე სილქნეტის საზაფხულო აქციაში და გაიაქტიურე რჩეული მობილური პაკეტები საუკეთესო პირობით!