ისწავლე ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს.
ინიციატივის ფარგლებში, ბანკი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ ხელოვნური ინტელექტი და დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში, საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით.
რას ისწავლი?
მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სხვადასხვა კურსი, მათ შორის:
• AI აგენტები და ავტომატიზაცია;
• ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი;
• კონტენტის შექმნა AI-ის დახმარებით;
• AI და მეწარმეობა.
კურსების საშუალებით მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ გამოყენებას და გაიუმჯობესონ ციფრული უნარები.
სად შეძლებ სწავლას?
მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პროგრამები ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის პარტნიორ აკადემიებში, მათ შორის IT აკადემია STEP-ში, სქილვილში (Skillville), Edutech Academy-ში, დიზაინის ინსტიტუტში, Re:educate-სა და ელექტრონულ აკადემიაში. კურსების არჩევანი აკადემიის მიხედვით განსხვავდება.
როგორ შეგიძლია გახდე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი?
სტიპენდიის მისაღებად კანდიდატების შერჩევა სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდება. ზოგიერთი აკადემიის შემთხვევაში კი დამატებითი ტესტირებაც იქნება გათვალისწინებული.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და მხარს უჭერს, რათა ადამიანებს სხვადასხვა ასაკსა და ეტაპზე ჰქონდეთ ახალი ცოდნის მიღებისა და საკუთარი შესაძლებლობების განვითარების შესაძლებლობა.
საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ganatleba.bog.ge
სხვა სიახლეები
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
22.10.2026.10:38
თიბისი ბიზნესი მეწარმეებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს და შესაძლებლობას აძლევს, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთონ და 20 000 ₾-დან 70 000 ₾-მდე სესხი სრული სუბსიდირებით, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით მიიღონ.
მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც საკუთარი საქმიანობის წამოწყებას ან უკვე არსებულის გაფართოებას და განვითარებას გეგმავს. პროგრამაში მონაწილეობისას, ქონების უზრუნველყოფა საჭირო არ არის. სესხის ძირი თანხის 80%-ს სახელმწიფო გარანტია უზრუნველყოფს.
იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სესხს თიბისიში აიღებს, 6 თვის განმავლობაში, დამატებითი უპირატესობებით შეძლებს სარგებლობას:
• უფასო ბიზნესნაკრები;
• თიბისის ტერმინალით სარგებლობისას, 0%-იანი საკომისიო გადასახადი
ამასთანავე, პროგრამაში მონაწილეობისას, მეწარმეები, თიბისი ბიზნესის გუნდის მხარდაჭერით, შეძლებენ, სწორად დაგეგმონ და მართონ დაფინანსების მიღების მთლიანი პროცესი - წინასწარი კონსულტაციით გაიგონ, აკმაყოფილებენ თუ არა პროგრამის პირობებს, განსაზღვრონ დაფინანსების ოპტიმალური მოცულობა, მოამზადონ საჭირო დოკუმენტაცია და სწრაფად და მარტივად მართონ დაფინანსების თითოეული ეტაპი.
პროგრამისა და მასში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა