ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, გაერთიანებული მსოფლიო სკოლების (UWC) ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს.
პროგრამა 15-17 წლის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაში, 18 პარტნიორ სკოლაში გააგრძელონ სწავლა.
პროგრამაზე მიღება პირველ აგვისტოს დაიწყება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, გაერთიანებული მსოფლიო სკოლები (UWC) წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო მოძრაობას ახალგაზრდებისთვის, რომლის მიზანია, განათლება გამოიყენოს როგორც ძალა სხვადასხვა ერისა და კულტურის დასაახლოებლად და ამ გზით შეუწყოს ხელი მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის შექმნას. UWC მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტის 18 საერთაშორისო სკოლასა და კოლეჯს აერთიანებს. პროგრამის ფარგლებში სწავლება მიმდინარეობს 17 სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის − კანადაში, აშშ-ში, ჩინეთში, იაპონიაში, ტაილანდში, გერმანიასა და იტალიაში.
საქართველოს ბანკმა UWC Georgia-სთან თანამშრომლობა 2025 წელს დაიწყო და უკვე გამოავლინა 2 სტიპენდიატი. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქართველ მოსწავლეებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, დაეუფლონ საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამას და იცხოვრონ მულტიკულტურულ გარემოში თანატოლებთან ერთად.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
მოსწავლეებისთვის შექმნილი სასტიპენდიო პროგრამის შესახებ, დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელ. ფოსტაზე: georgia@uwcnc.org
სხვა სიახლეები
კრედო ბანკმა „მწვანე ანაბრის“ პროექტის ფარგლებში მარნეულში გარემოსდაცვითი და გამწვანების ღონისძიებები განახორციელა
25.06.2026.17:04
კრედო ბანკი გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით აქტიურად აგრძელებს ინიციატივების განხორციელებას. აღნიშნულის ნაწილია „მწვანე ანაბარი“ - პროდუქტი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დანაზოგით არამხოლოდ ფინანსური სარგებელი მიიღონ, არამედ გარემოს დაცვის მიმართულებითაც შეიტანონ წვლილი.
პროექტის ფარგლებში მარნეულში განხორციელდა ტყე-პარკის დასუფთავებისა და „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების აქციები. ადგილობრივი ლანდშაფტისა და გარემო პირობების გათვალისწინებით, ტერიტორიაზე 150-მდე ხის ნერგი დაირგო.
ინიციატივა განხორციელდა „მწვანე ანაბრის“ მფლობელი მომხმარებლების, პარტნიორი კომპანიების, კრედო ბანკის მიერ შექმნილი ფონდისა და გლობალური გარემოსდაცვითი მოძრაობის Let’s Do It საქართველოს მხარდაჭერით.
„მწვანე ანაბრის“ ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში უკვე არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობა განხორციელდა, მათ შორის რეკრეაციული სივრცეების დასუფთავებისა და გამწვანების პროექტები, რომლებიც ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას ემსახურება.
კრედო ბანკი მომავალშიც გააგრძელებს გარემოსდაცვითი ინიციატივების მხარდაჭერას, რათა ხელი შეუწყოს ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებასა, საზოგადოებაში გარემოზე ზრუნვის კულტურის გაძლიერებასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.