ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს Skillwill-ის ტექნოლოგიურ კურსებზე სრული დაფინანსებით სწავლისა და პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა აქვთ. თბილისის მერიის პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში რეგისტრაცია 21 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მინიმუმ 16 წლისაა. შერჩეული მონაწილეების სწავლის საფასურს თბილისის მერია სრულად დაფარავს, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კი ისინი ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.
Skillwill პროგრამის მონაწილეებს ოთხ თანამედროვე მიმართულებას სთავაზობს:
• Power BI & SQL: ბიზნესი ციფრებში AI-ის გამოყენებით
• ციფრული მარკეტინგი AI-ის დახმარებით
• Vibe Coding ხელოვნური ინტელექტით
• კონტენტის შექმნა AI-ის დახმარებით
კურსები პასუხობს იმ ცვლილებებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ შრომის ბაზარზე უკვე გამოიწვია. კომპანიებს სულ უფრო მეტად სჭირდებათ თანამშრომლები, რომლებსაც მონაცემების დამუშავება, ციფრული მარკეტინგი, AI ინსტრუმენტების გამოყენება და თანამედროვე ციფრული პროდუქტების შექმნა შეუძლიათ.
Power BI & SQL-ის კურსზე მონაწილეები შეისწავლიან მონაცემების დამუშავებას, ანალიზსა და ვიზუალიზაციას, რათა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გასაგებად წარმოადგინონ და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გამოიყენონ.
ციფრული მარკეტინგის მიმართულება აერთიანებს თანამედროვე მარკეტინგულ ინსტრუმენტებსა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს. მონაწილეები გაეცნობიან ციფრული კამპანიების დაგეგმვას, აუდიტორიასთან კომუნიკაციას, შედეგების ანალიზსა და AI ინსტრუმენტების პრაქტიკულ გამოყენებას.
Vibe Coding-ის კურსი მონაწილეებს საშუალებას მისცემს, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იმუშაონ ციფრული პროდუქტების შექმნაზე და თანამედროვე ტექნოლოგიური ინსტრუმენტები პრაქტიკულ ამოცანებში გამოიყენონ.
კონტენტის შექმნის კურსი კი მოიცავს AI ინსტრუმენტების გამოყენებას იდეის დამუშავების, კონტენტის დაგეგმვისა და სხვადასხვა ციფრული პლატფორმისთვის მასალის შექმნის პროცესში.
პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი ანაზღაურებადი სტაჟირებაა. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიღებულ ცოდნას რეალურ სამუშაო გარემოში გამოიყენებენ, პროფესიულ გამოცდილებას დააგროვებენ და მომავალ დამსაქმებლებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას მიიღებენ.
რეგისტრაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა 21 ოქტომბრის ჩათვლით უნდა შეავსონ განაცხადი ვებგვერდზე dasakmdi.ge და აირჩიონ Skillwill-ის სასურველი კურსი.
სხვა სიახლეები
ნახე სად შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით
16.10.2026.10:47
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და განვითარებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, 100%-იანი დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას ქმნის.
ამ მიზნით, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორისაა პროგრამები, რომლებიც მონაწილეებს სწავლის საფასურის სრულად დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
საქართველოს ბანკის სტიპენდიები ადგილობრივ უნივერსიტეტებში
საქართველოს ბანკი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის 23 პარტნიორ უნივერსიტეტში სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება
პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და განაცხადის პირობების გასაცნობად ეწვიეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიების გვერდს.
გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია მომავალი არქიტექტორებისთვის
საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ავტორის, გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია არქიტექტურისა და მასთან დაკავშირებული სფეროების სტუდენტებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტში სტუდენტებს სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღება შეუძლიათ.
პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
AI სტიპენდია გოგოებისთვის
ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, საქართველოს ბანკმა პარტნიორ ორგანიზაციებთან და აკადემიებთან ერთად გოგოებისთვის სპეციალური AI სტიპენდია შექმნა. პროგრამა მონაწილეებს მომავლის ტექნოლოგიების შესწავლას და ახალი პროფესიული შესაძლებლობების შექმნას სთავაზობს. პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო, დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
სტიპენდია პროფესიულ აკადემიებში - ახალი უნარებისა და შესაძლებლობებისთვის
იმ ადამიანებისთვის კი, რომლებსაც პროფესიის შეცვლა, ახალი უნარების შეძენა ან კვალიფიკაციის ამაღლება სურთ, საქართველოს ბანკი პროფესიული განათლების სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, სრული დაფინანსებით შეისწავლონ ახალი პროფესიები 20-მდე პარტნიორ აკადემიაში. პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია მალე დაიწყება. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ პროგრამის გვერდს.
საქართველოს ბანკის სტიპენდია მოსწავლეებისთვის პროფესიულ აკადემიებში - შეისწავლეთ თქვენთვის საინტერესო მიმართულება სრული დაფინანსებით
პროფესიულ აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკი სკოლის მოსწავლეებსაც აძლევს შესაძლებლობას, დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიებსა და ახალ უნარებს. ინიციატივის ფარგლებში, მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი კურსი ბანკის პარტნიორ აკადემიებში და მიიღონ სწავლის საფასურის 100%-იანი დაფინანსება. მიმართულებები მოიცავს ვებპროგრამირებას, გრაფიკულ და UI/UX დიზაინს, IT პროექტების მართვას, პროგრამირების საფუძვლებს, ხელოვნურ ინტელექტსა და სხვა საინტერესო სფეროებს. დეტალური ინფორმაციისა და განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ვებგვერდს.
TUMO ქუთაისი - ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისში TUMO-ს ცენტრი გაიხსნა, რომელიც 12-18 წლის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ცოდნა ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიის მიმართულებით, 11 კურსიდან ერთ-ერთზე. ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, დაეუფლონ პროგრამირებას, რობოტიკას, გრაფიკულ დიზაინს, 3D მოდელირებას და სხვა.TUMO ქუთაისში უკვე 600-მა ახალგაზრდამ დაიწყო სწავლა.
თბილისის წიგნის დღეები - ცოდნა წიგნებიდან იწყება
განათლება მხოლოდ ფორმალურ სწავლებას არ გულისხმობს. ახალი იდეების აღმოჩენა, განსხვავებული პერსპექტივების გაცნობა და ახალი სამყაროების აღმოჩენა წიგნებითაც შეიძლება.
სწორედ ამიტომ, 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Expo Georgia-ში თბილისის წიგნის დღეები გაიმართება. ღონისძიება მკითხველებს წიგნებისა და ახალი იდეების გარშემო გაერთიანების შესაძლებლობას აძლევს.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ თბილისის წიგნის დღეების გვერდს.
ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. დამატებითი ინფორმაციისა და სხვა შესაძლებლობების აღმოსაჩენად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge.