მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

IT მიმართულებაზე „სქილვილში“ მოთხოვნა ორჯერაა გაზრდილი - ლანა ჩხარტიშვილი

news image
mbc image

Business Insider Georgia-სთან „სქილვილ საქართველოს“ დირექტორი ლანა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ გაზაფხულის სეზონზე „სქილვილში“ IT მიმართულებაზე მოთხოვნა ორჯერაა გაზრდილი.

„თუ შევადარებთ წინა თვეებში სტუდენტების მიღების მაჩვენებელს აპრილში, „სქილვილში“ სწავლების მსურველი სამჯერ მეტი ადამიანი დარეგისტრირდა. ონლაინ ნეო უნივერსიტეტში მიღება ზაფხულის სეზონზეც კი დავამატეთ.  აპრილში IT მიმართულებაზე 680 ადამიანი მივიღეთ. ტექნოლოგიების სექტორში დასაქმების მაჩვენებელი მაღალია.

მოთხოვნადია დიგიტალ მარკეტინგი, სოციალური ქსელის მართვა, პროგრამირება, ვებდეველოპმენტი, რომელიც უფრო სიღრმისეული IT პროფესიებია. ეს არის მომავლის პროფესიები და ყველა ორგანიზაციისთვის ამ მიმართულებით კადრების მოზიდვა პრიორიტეტია“, - ამბობს ლანა ჩხარტიშვილი.

„სქილვილ საქართველოს“ დირექტორი ამბობს, რომ ნეო უნივერსიტეტის საქმიანობა და სამომავლო გეგმები კვლევებზეა დაფუძნებული, რადგან სტატისტიკას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს.

„2020-2024 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები Forbes მიხედვით, არის ხელოვნური ინტელექტი, ვებ დეველოპმენტი, მონაცემთა ანალიზი, ციფრული მარკეტინგი და IT პროექტების მენეჯმენტი. ეს არის TOP პროფესიების ჩამონათვალი, რომელზეც გლობალურად არის მოთხოვნა“, - ამბობს ლანა ჩხარტიშვილი. „სქილვილ

საქართველოს“ დირექტორი  Business Insider Geopgia-სთან IT სფეროს Galt & Taggart-ის კვლევას აფასებს, რომლის თანახმადაც 2020-2023 წლების მონაცემებით, ამ დარგის შემოსავლები 2 მილიარდ ლარზე ავიდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

„მეორე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, IT სერვისების ექსპორტიც გაიზარდა. ამას გავლენა აქვს იმ ძალიან ბევრ ადამიანზე, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე შემოვიდნენ საქართველოში და ხდება IT სერვისების ექსპორტი საქართველოდან. 1,77 მილიარდი ლარის გენერირება ხდება აქედან, რომელშიც თავისი წავლილი აქვს ქართულ IT კომპანიებს. წილობრვად რომ ავიღოთ, 2019 წელს ბაზარზე უცხოური კაპიტალით დაფუძნებული კომპანიების წილი 18% იყო, 2023 წელს 60%-ია IT სფეროში და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სტატისტიკაა“, - ამბობს „სქილვილის წარმომადგენელი.

ლანა ჩხარტიშვილის შეფასებით, 2022-2023 წლების სტატისტიკით IT სფეროში ხელფასები გაზრდილია. მაგალითად, საშუალო ხელფასი საქართველოში საქსტატის მონაცემებით თუ სხვა სექტორებში $685-ია, IT სფეროში $1700 -მდე მერყეობს. რაც აჩვენებს, რომ ამ სფეროში დასაქმებულების საშუალო ხელფასი სამჯერ მეტია.

„საქართველოში IT პროფესიებზე მოთხოვნა მაღალია და ყოველწლიურად ზრდა 34%-ია“, - ამბობს ლანა ჩხარტიშვილი. .

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა