IT პროექტების მენეჯმენტის სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
ნებისმიერი წარმატებული ტექნოლოგიური პროექტის უკან არა მხოლოდ ძლიერი იდეა და ტექნიკური გუნდი, არამედ სწორად დაგეგმილი და ორგანიზებული სამუშაო პროცესიც დგას. სწორედ ამ პროცესს მართავს IT პროექტების მენეჯერი - ადამიანი, რომელიც გუნდს საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს და პროექტს იდეიდან საბოლოო შედეგამდე მიჰყვება.
Skillwill-ში, IT პროექტების მენეჯმენტის პროფესიულ სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ადგილების რაოდენობა კი შეზღუდულია.
Skillwill-ის პროფესიული პროგრამებით დაინტერესებულ პირებს წინასწარი რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ამ ბმულზე.
ვინ არის IT პროექტების მენეჯერი?
IT პროექტების მენეჯერი ტექნიკურ გუნდს, ბიზნესსა და დამკვეთს შორის დამაკავშირებელი რგოლია. ის განსაზღვრავს პროექტის მიზნებსა და სამუშაო ეტაპებს, ანაწილებს პასუხისმგებლობებს, აკონტროლებს ვადებს, მართავს რესურსებსა და შესაძლო რისკებს.
მისი ამოცანაა, გუნდის თითოეულ წევრს ზუსტად ესმოდეს, რა უნდა გააკეთოს, რა ვადაში უნდა შეასრულოს დავალება და როგორ უკავშირდება მისი სამუშაო პროექტის საერთო მიზანს.
ამ პროფესიისთვის მხოლოდ ტექნოლოგიების ცოდნა არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია ორგანიზებულობა, ეფექტიანი კომუნიკაცია, ანალიტიკური აზროვნება, პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილებების დროულად მიღების უნარი.
SKILLWILL SWISS COLLEGE | სადიპლომო პროგრამები
როგორია სწავლა Skillwill-ში?
Skillwill-ში სასწავლო პროცესი პრაქტიკული უნარების განვითარებასა და თანამედროვე სამუშაო გარემოსთან მიახლოებულ დავალებებზეა ორიენტირებული.
სტუდენტები შეისწავლიან, როგორ იგეგმება IT პროექტი, როგორ ნაწილდება სამუშაო გუნდში, როგორ კონტროლდება ვადები და როგორ უნდა იმოქმედოს პროექტის მენეჯერმა გაუთვალისწინებელი ცვლილებებისა თუ სირთულეების დროს.
პროგრამის ფარგლებში შეისწავლიან:
• IT პროექტების დაგეგმვა;
• პროექტის განხორციელების პროცესის მართვა;
• Agile და ტრადიციული პროექტის მართვის მეთოდოლოგიები;
• რისკების და ცვლილებების მართვა;
• კომუნიკაცია და სტეიკჰოლდერების მართვა;
• ხარისხისა და შედეგების შეფასება;
• დამკვეთის მოთხოვნების შეგროვება, დამუშავება და ტექნიკური დავალების შექმნა.
პრაქტიკული დავალებების საშუალებით სტუდენტები გაეცნობიან იმ სამუშაო პროცესებს, რომლებიც რეალურ ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ციფრული პროდუქტების გუნდებში გამოიყენება.
პროფესია ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის გადაკვეთაზე
IT პროექტების მენეჯმენტი კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც ტექნოლოგიური სფერო აინტერესებს, თუმცა საკუთარი პროფესიული განვითარება მხოლოდ პროგრამირებასთან არ სურს და ადამიანებთან, პროცესებსა და ბიზნესამოცანებთან მუშაობა უფრო იზიდავს.
ეს მიმართულება განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც შეუძლია:
• რამდენიმე პროცესის ერთდროულად მართვა;
• გუნდის წევრებთან ეფექტიანი კომუნიკაცია;
• პრობლემის სწრაფად შეფასება და გადაწყვეტის გზის მოძიება;
• პრიორიტეტების განსაზღვრა;
• პასუხისმგებლობის აღება და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა.
Skillwill-ის პროფესიული სადიპლომო პროგრამებით დაინტერესებულ პირებს წინასწარი რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ამ ბმულზე.
დასაქმებისა და განვითარების შესაძლებლობები
დღეს ტექნოლოგიური პროექტები მხოლოდ IT კომპანიებში აღარ იქმნება. ციფრული პროდუქტებისა და სერვისების განვითარებაზე მუშაობენ ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები, სტარტაპები, ონლაინპლატფორმები და საერთაშორისო კომპანიები.
შესაბამისი ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შემდეგ კურსდამთავრებულს პროფესიული განვითარება შეუძლია ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა:
• IT პროექტების კოორდინატორი;
• Junior IT Project Manager;
• პროექტის ადმინისტრატორი;
• Agile გუნდის წევრი;
• ციფრული პროდუქტების განვითარების გუნდის კოორდინატორი.
დასაქმების შესაძლებლობა დამოკიდებულია მიღებულ ცოდნაზე, პრაქტიკულ უნარებზე, პროფესიულ გამოცდილებასა და მუდმივი განვითარების სურვილზე. პროგრამა კი მსმენელებს ამ სფეროში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად საჭირო საფუძვლის შექმნაში დაეხმარება.
დაიწყე პროფესიული განვითარება Skillwill-თან ერთად
პროგრამა განკუთვნილია როგორც მათთვის, ვისაც ტექნოლოგიურ სფეროში კარიერის დაწყება სურს, ისე ადამიანებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ სამუშაო გამოცდილება და IT პროექტების მართვის მიმართულებით განვითარება აინტერესებთ.
Skillwill-ის IT პროექტების მენეჯმენტის პროფესიულ პროგრამაზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
გაიარე წინასწარი რეგისტრაცია და გადადგი პირველი ნაბიჯი ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის დამაკავშირებელი პროფესიისკენ.
Skillwill-ის პროფესიული პროგრამებით დაინტერესებულ პირებს წინასწარი რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ამ ბმულზე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.