მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7195.6
0.0057
flag
AZN 1.5566
-0.0006
flag
CNY 38.915
-0.0011
flag
EUR 3.0177
0.0144
flag
GBP 3.498
0.0127
flag
KZT 54.55
-0.0001
flag
TRY 0.0568
-0.0001
flag
USD 2.6462
-0.0006
news banner

IT სექტორის წილი საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 8%-ზე მეტს შეადგენს, რაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია - თემო მაღრაძე

news image
mbc image

„აღსანიშნავია, რომ დღეს IT სექტორის წილი საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 8%-ზე მეტს შეადგენს, რაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია“, -  ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარემ თემო მაღრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, IT სექტორის მხარდასაჭერად სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის IT ბინადრობის შესახებ კანონი, დადებით შედეგს იძლევა, თუმცა ამ კანონის პრაქტიკული აღსრულების მარეგულირებელი მექანიზმები შემდგომ დახვეწას საჭიროებს.

„ეს შედეგი დღეს არ გაჩენილა და მას საფუძვლად საინტერესო საგადასახადო შეღავათები და სხვადასხვა ინიციატივები უდევს. ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა გამოვყო GITA-სა და „აწარმოე საქართველოში“-ს როლი, რადგან ისინი თავის მხრივ უამრავ რამეს აკეთებენ ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებისთვის.

განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა გასულ წელს მიღებულ კანონს, რომელიც IT ბინადრობას ეხება და ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს მნიშვნელოვან შეღავათებს სთავაზობს. თუმცა, მეორე მხრივ, ის რეგულაციები, რომლებიც ამ მართლაც უმნიშვნელოვანესი კანონის აღსრულებას უზრუნველყოფს ქართულ ბაზარზე, გარკვეულ დახვეწასა და კორექტირებას საჭიროებს“, - განმარტა ასოციაციის თავმჯდომარემ. 

თემო მაღრაძის განცხადებით, საქართველოს ტექნოლოგიური ინვესტიციების მოზიდვისთვის უკვე აქვს მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობები, თუმცა ამ პოზიციების შესანარჩუნებლად რეგულაციების მუდმივი გაუმჯობესებაა საჭირო, რათა ქვეყანამ საერთაშორისო კონკურენციაში ლიდერობა შეინარჩუნოს.

„ერთი მხრივ, ეს დიდი კომპანიები მუდმივად იზრდებიან, საქართველოში მართლაც საუკეთესო საცხოვრებელი გარემო და საგადასახადო პირობებია - გვაქვს მულტინაციონალური მიდგომა, რაც ყველასთვის უმნიშვნელოვანესია. ამასთანავე, გადამწყვეტი ფაქტორია სტაბილურობა  იქნება ეს ეროვნული ვალუტის კურსი თუ საერთო განვითარება - ქვეყანა წინ მიდის და ამ მიმართულებით პრობლემები არ გვაქვს. თუმცა, იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტურები გავხდეთ, საერთაშორისო ბაზარზე უნდა ვაჯობოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ახლა ცდილობენ ჩვენი ანალოგიური ან კიდევ უკეთესი რეგულაციების შემოღებას“, - აღნიშნა თემო მაღრაძემ

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image რაც მეტი უცხოელი, მაღალპროფესიონალი კადრი შემოვა საქართველოში, ეს ერთიორად დააჩქარებს ქართულ ბაზარზე ტალანტების განვითარებას - თემო მაღრაძე

29.06.2026.11:40

მაღალკვალიფიციური უცხოელი IT სპეციალისტების საქართველოში შემოსვლა ადგილობრივი ტალანტების განვითარებას მნიშვნელოვნად აჩქარებს, - ამის შესახებ ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარემ, თემო მაღრაძემ განაცხადა. მისი თქმით, უცხოელი პროფესიონალები ქართულ ბაზარზე ცოდნასა და საერთაშორისო გამოცდილებას აზიარებენ, მენტორობას უწევენ ადგილობრივ კადრებს და მათ უკეთ დასაქმებასა და უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაოს მიღებაში ეხმარებიან.

„რაც მეტი უცხოელი, მაღალპროფესიონალი და კვალიფიციური კადრი შემოვა საქართველოში, ჩათვალეთ, რომ ეს ერთიორად დააჩქარებს ქართულ ბაზარზე ტალანტების განვითარებას. როდესაც მხოლოდ საკუთარ წრეში ვართ ჩაკეტილნი და ერთმანეთს ვეხმარებით, ეს ერთია, მაგრამ როდესაც ბაზარზე სხვა მაღალკვალიფიციური პროფესიონალები შემოდიან, ისინი ადგილობრივებს მენტორობას უწევენ, ეხმარებიან, სამუშაო ჯგუფებს ქმნიან და უზიარებენ იმ გამოცდილებას, რომელიც სხვადასხვა, უფრო დიდ და მასშტაბურ პროექტებზე მუშაობისას მიიღეს. ეს ერთიორად ზრდის ჩვენი ახალგაზრდების შანსებსა და პოტენციალს, რომ უფრო მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმდნენ“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.

მისი განცხადებით, ბოლო წლებში ახალგაზრდების მხრიდან სამშენებლო სექტორისა და პროფესიის დაუფლებისადმი ინტერესი გაიზარდა. მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ გავრცელებული მოლოდინი, რომ მოკლე დროში მაღალი შემოსავლის მიღება მარტივად იყო შესაძლებელი, რეალობას არ შეესაბამებოდა, თუმცა დღეს ამ მიმართულებით დამოკიდებულება იცვლება.

„ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა ამ პროფესიის დაუფლება. ბევრი მათგანი წარმატებულია, ბევრმა დასახულ მიზანს მიაღწია, კარგად შრომობს და მუშაობს. თუმცა, თავდაპირველ ბუმთან შედარებით, ყოველწლიურად იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ამ მიმართულებაზე აბარებს, ოდნავ შემცირდა, მაგრამ ტენდენცია ცალსახად შესუსტებული არ არის. ამ სფეროს კვლავ ბევრი ირჩევს; იხსნება მრავალი ტექნიკური უნივერსიტეტი და სასწავლებელი, უმაღლეს სასწავლებლებში კი არსებული მიმართულებები ძლიერდება. გარდა ამისა, კომპანიები, როგორიცაა, მაგალითად, ჩვენი Making Science საქართველო, ყოველწლიურად მინიმუმ 100 ადამიანს იყვანენ სტაჟირებაზე  ამ პროგრამას ჩვენ აქსელერაციას ვეძახით. პროგრამის ფარგლებში, 6 თვის განმავლობაში, მათ განვითარებას, ასე ვთქვათ, ხელს ვუწყობთ ანაზღაურებადი, ინდივიდუალური მენტორინგით“, - აღნიშნა მაღრაძემ.

IT სექტორში კადრების დეფიციტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად პრაქტიკული გამოცდილების ნაკლებობა სახელდება. თემო მაღრაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების ინტერესი სფეროს მიმართ იზრდება, ტექნიკურ სასწავლებლებში სწავლება რეალურ პროექტებზე მუშაობის პრაქტიკულ კომპონენტს მეტად უნდა მოიცავდეს, რათა ბაზრის მოთხოვნებს უკეთ უპასუხო

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა