მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

იტალიური დღეები გორგიაში

news image
mbc image

30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გორგიაში იტალიური დღეებია დაგეგმილი. კომპანიისთვის  მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებს შესთავაზოს მაღალი ხარისხის იტალიური პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად. ფასდაკლებები იმოქმედებს იტალიური  პროდუქციის თითქმის სრულ ასორტიმენტზე და გავრცელდება,  როგორც გორგიას ყველა ფილიალში, ასევე ონლაინაც GORGIA..GE- ზე.

ჰიპერმარკეტი მომხმარებელს იტალიური პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, რომელიც ყველა ფილიალში არის წარმოდგენილი. იტალიური დღეების ფარგლებში გნსაკუთრებული შეთავაზებები იმოქმედებს არისტონ ჯგუფის ბრენდის Chaffoteaux-ის გათბობის ქვაბებსა და რადიატორებზე. არისტონ ჯგუფის გათბობის ქვაბები მაღალი ხარისხით გამოირჩევა, აქვს ელექტრო ენერგიის დაზოგვის ფუნქცია და სიმძლავრის ელექტრონული კონტროლი. სწრაფად აღიქვამს შეცდომებს, რაც გნაპირობებს უსაფრთხოებას. გორგიაში იტალიურ ქვაბებზე მოქმედებს 5  წლიანი გარანტია.  რაც შეეხება რადიატორებს, მათი წარმოება ენერგოეფექტური და ეკომეგობრულია, რაც გორგიასთვის, როგორც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის მნიშვნელოვანია. იტალიური რადიატორები გამოირჩევა  მაღალი თბოეფექტურობით და აქვს 10 წლიანი გარანტია.

იტალიური დღეების ფარგლებში გორგიაში მოსულ მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ არისტონ ჯგუფის ქვაბები კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ფასად. აქ მათ დახვდებათ - Alixia Ultra C 18kw FF NG საკვამურით 1720 ლარად, Inoa Green 24 KW საკვამურით - 2113 ლარად, PIGMA ULTRA 30KW FF NG საკვამურით - 2150 ლარად, სექციური რადიატორი 30 ლარად. აქცია ვრცელდება გათბობის ქვაბებისა და რადიატორების ნაწილებზეც.

რკო

ახალი კოლექცია

--> banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა