იტალიური ლეგენდის 80 წელი: Vespa ექსკლუზიურ და ლიმიტირებულ მოდელს „Edizione Ottantesimo“-ს წარადგენს
მსოფლიოში არსებობს ბრენდები, რომლებიც უბრალოდ ტრანსპორტს კი არ ქმნიან, არამედ ეპოქასა და ცხოვრების სტილს განსაზღვრავენ.
ზუსტად ასეთია იტალიური თავისუფლების სიმბოლო Vespa, რომელიც წელს საოცარ საიუბილეო თარიღს - არსებობის 80 წელს აღნიშნავს!
ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად, ბრენდმა რომის დიდებულ „ფორო იტალიკოზე“ სრულიად განსაკუთრებული, საკოლექციო მოდელი - Vespa Edizione Ottantesimo (Vespa 80th Edition) წარადგინა.
თუ თქვენ თავისუფლების, სტილისა და იტალიური „ტკბილი ცხოვრების“ (La Dolce Vita) მოყვარული ხართ, ეს სიახლე თქვენს გულს აუცილებლად ააჩქარებს.

1946 ერთეული ნამდვილი კოლექციონერებისთვის
ეს მოდელი თავიდანვე იშვიათობად არის ჩაფიქრებული. ვესპას დაბადების წლის (1946) პატივსაცემად, მსოფლიოში სულ რაღაც 1,946 დანომრილი ერთეული დამზადდება.
თითოეულ სკუტერს სავარძლის ქვეშ ექნება სპეციალური საიუბილეო დაფა თავისი უნიკალური ნომრით.
შეგახსენებთ, რომ ვესპას ბრენდის მოდელები ხელმისაწვდომია მოტო მაღაზია “პიტსტოპ მოტოს” შოურუმში.
მოდელის დიზაინი
Edizione Ottantesimo-ს მთავარი შთაგონების წყარო თავად ვესპას საფირმო ნიშანი - სუფთა, მყარი და ავთენტური ფოლადის კორპუსია. მოპედის უნიკალური შეფერილობა ნედლი ლითონის ეფექტს იმეორებს, თუმცა ეს სიმკაცრე იდეალურადაა დაბალანსებული დახვეწილი ფერებით.
სავარძელსა და დისკებზე გამოყენებულია სპეციალური მწვანე ფერი, რომელიც ბრენდის პირველ, კლასიკურ მოდელებს გვახსენებს.
უკანა სავარძელს აქვს მყარი კაპოტი, რომელიც იხსნება. ეს სპორტული, ერთადგილიანი მოტოციკლის ილუზიას ქმნის, თუმცა, სინამდვილეში სავარძელი ორ მგზავრზეა გათვლილი და წარმოუდგენლად კომფორტულია.
დისკები 1946 წლის პირველი მოდელის დიზაინს იმეორებს თანამედროვე, ალმასისებრი ჭრილის ფინიშით.
კორპუსის გვერდებზე კი ამაყად აწერია ციფრი „80“, რომლის კონტურებიც ქანჩის ფორმას მოგვაგონებს - ეს არის ერთგვარი პატივისცემა ხელით მუშაობისა და იტალიური ტრადიციისა, რომელმაც ვესპა მსოფლიოში წამყვან ბრენდად აქცია.

ყველაზე მძლავრი ძრავი ვესპას ისტორიაში
ვიზუალურ სრულყოფილებასთან ერთად, ეს მოდელი ტექნიკურადაც მოწოდების სიმაღლეზეა. იგი შექმნილია უახლესი Vespa GTS 310-ის ბაზაზე და აღჭურვილია 25 ცხენის ძალის მქონე 310 hpe ძრავით. ის არის ყველაზე მძლავრი მოპედი, რომელიც ბრენდ ოდესმე შეუქმნია!
მოდელის სტანდარტულ აღჭურვილობაში შეხვდებით უახლეს ტექნოლოგიებს:
● სრულ LED განათებას;
● 5-ინჩიან ფერად TFT დისპლეის;
● სმარტფონთან დაკავშირების სისტემა “VESPA MIA”-ს;
● უგასაღებო დაქოქვის სისტემას;
● მუხრუჭების დაბლოკვის საწინააღმდეგო (ABS) და მოცურების საწინააღმდეგო ელექტრონული სისტემას (ASR).
ექსკლუზიური საჩუქარი: Assouline-ის საკოლექციო წიგნი
ვინაიდან ეს მოდელი იტალიური სტილს იდეალურად ასახავს, თითოეულ მფლობელს საჩუქრად გადაეცემა ცნობილი ლუქს-გამომცემლობის, Assouline-ის მიერ სპეციალურად შექმნილი წიგნი.
წიგნში თავმოყრილია იშვიათი მასალები პიაჯოს (Piaggio) არქივებიდან, რომლებიც ბრენდის 80-წლიან გავლენას ასახავს მსოფლიო კულტურაზე.
როგორ შევუკვეთოთ?
Vespa Edizione Ottantesimo-ს შეკვეთა დღეიდან უკვე შესაძლებელია, თუმცა ექსკლუზიურად ონლაინ, ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე.
თუ გსურთ ფლობდეთ თავისუფლებისა და დიზაინის 80-წლიანი ისტორიის ნაწილს, იჩქარეთ - ლიმიტირებულ სერიებს კოლექციონერები წამებში ყიდულობენ!
სხვა სიახლეები
დეფიციტური თვეების განმავლობაში ქარის სადგურების მაჩვენებელი დაახლოებით 64-65%-ია - მარიამ ჩახვაშვილი
29.06.2026.15:30
ზამთრის დეფიციტის შემცირების თვალსაზრისით, რეზერვუარიანი ჰესების შემდეგ ყველაზე ეფექტიანი ქარის ელექტროსადგურებია. Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსის, მარიამ ჩახვაშვილის განცხადებით, კვლევამ აჩვენა, რომ დეფიციტურ თვეებში ქარის სადგურების გენერაციის პროფილი მზისა და მოდინებაზე მომუშავე ჰესების მაჩვენებლებს აღემატება, რაც მათ ენერგოსისტემის მდგრადობისთვის მნიშვნელოვან წყაროდ აქცევს.
„ერთ-ერთი მასშტაბური კვლევის ფარგლებში, ჩვენ შევადარეთ დეფიციტური და პროფიციტური თვეები, რათა დაგვედგინა, თუ გენერაციის რომელი ტიპის სადგურებს აქვთ უკეთესი პროფილი. კვლევამ აჩვენა, რომ ამ 8 დეფიციტური თვის განმავლობაში ქარის სადგურების მაჩვენებელი დაახლოებით 64-65%-ია, მაშინ როცა მზისა და მოდინებაზე მომუშავე ჰიდროსადგურების (ჰესების) წილი 60%-ს შეადგენს. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 65-66% რეზერვუარიან ჰიდროსადგურებს აქვთ.
შესაბამისად, საუკეთესო მოცემულობა სწორედ რეზერვუარიან ჰესებს გააჩნიათ. მიუხედავად იმისა, რომ მათ საკუთარი გამოწვევები აქვთ, სისტემისთვის. კერძოდ, ზამთრისა და დღე-ღამური დეფიციტის დასაბალანსებლად ისინი ყველაზე ეფექტური სადგურებია. სეზონური დეფიციტის დაძლევის კუთხით, მეორე ადგილზე ქარის სადგურები მოდის, და მხოლოდ ამის შემდგომ მოდინებაზე მომუშავე ჰესები და მზის სადგურები.
ეს რიგითობა წმინდა ტექნიკური საჭიროებიდან გამომდინარეობს, თორემ, რა თქმა უნდა, გენერაციისთვის და სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით, ყველა ტიპის სადგური თანაბრად აუცილებელია. ამ შემთხვევაში, მე უბრალოდ ჩამოვთვალე პრიორიტეტები ზამთრის დეფიციტის აღმოფხვრისა და სისტემის მდგრადობის თვალსაზრისით“, - აღნიშნა Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა.
მისივე თქმით, მზისა და რეზერვუარიანი ჰიდროელექტროსადგურების კომბინაცია ენერგოსისტემისთვის იდეალურ მოდელად მიიჩნევა, თუმცა საქართველოში ასეთი პროექტების განვითარებას გარემოსდაცვითი და სოციალური ფაქტორები ართულებს.
„რეზერვუარიან ჰიდროსადგურებს როგორც ზამთრის სეზონური დეფიციტის, ისე დღე-ღამური დისბალანსის შევსება შეუძლიათ. მაგალითად, მზის სადგურები ენერგიას მხოლოდ დღის განმავლობაში გამოიმუშავებენ, ღამით კი ეს ნაკლოვანება სხვამ უნდა შეავსოს, რის გამოც რეზერვუარიანი ჰესებისა და მზის სადგურების კომბინაცია იდეალურია. როდესაც მზის აქტივობა მაღალია, რეზერვუარიანი ჰესი არ მუშაობს, აგროვებს წყალს და მას უკვე ღამის საათებში, მოთხოვნის პიკის დროს გამოიმუშავებს.
თუმცა, რეზერვუარიან ჰიდროსადგურებს საკუთარი გამოწვევები ახლავს. ეს არის გარემოზე ზემოქმედების ფაქტორი და ისეთი ლოკაციის მოძებნის სირთულე, სადაც მოსახლეობასთან შეხება არ ექნება. საქართველო გეოგრაფიულად ისეა დასახლებული, რომ თითქმის ყველა სოფელი თუ დასახლება მდინარეების ხეობებშია გაშენებული. სწორედ ამიტომ არის რთული ისეთი ადგილის პოვნა, სადაც დაინტერესებული მხარეების (სთეიქჰოლდერების) რაოდენობა მცირე იქნება და პროექტს ადგილობრივ მოსახლეობაზე ნაკლები სოციალური გავლენა ექნება“, - აღნიშნა მან.