იტალიური ქსოვილები, საერთაშორისო ბრენდების სტოკები და გაფართოების გეგმები - რას სთავაზობს La Materia მომხმარებელს და რა გეგმები აქვს კომპანიას
La Materia იტალიური ქსოვილების მაღაზიაა, რომელიც ბაზარზე დაახლოებით ნახევარი წელია ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia La Materia-ს დამფუძნებლებს - ანი იოსავასა და თეონა მაღულარიას ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა იტალიური ქსოვილების რეალიზაციას მოიცავს. თბილისში დაახლოებით 3 თვეა ვოპერირებთ, ხოლო ბათუმში მდებარე მაღაზია ბაზარზე უკვე დაახლოებით 6 თვეა წარმოდგენილია.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
ჩვენთან წარმოდგენილია მხოლოდ იტალიური ქსოვილები, რაც ჩვენი მთავარი ნიშაა. ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა ტიპის მასალას - აბრეშუმს, შალს, ვისკოზას, პოლიესტერს და სხვა. კოლექციას ყოველკვირეულად ვაახლებთ სეზონის შესაბამისად.
გარდა ამისა, ჩვენი განსაკუთრებული მიმართულებაა ე.წ. ბრენდების სტოკები. მაგალითად, Versace, Moschino, Armani, Elie Saab, Zegna და სხვა.

ეს ის ქსოვილებია, რომლებსაც აღნიშნული ბრენდები საკუთარი კოლექციების შექმნისას იყენებენ და მომხმარებლებს სწორედ ამ პრემიუმ ხარისხის ქსოვილებზე წვდომის შესაძლებლობას ვთავაზობთ.
როგორ აფასებთ მოთხოვნას და ინტერესს ზოგადი თვალსაზრისით?
ვინც ეძებს განსხვავებულსა და არა მასობრივ პროდუქციას, ჩვენთან აუცილებლად იპოვის სასურველს. მოთხოვნა უკვე შეინიშნება - მომხმარებელთა ინტერესი მაღალია და ერთგული კლიენტურაც ეტაპობრივად ყალიბდება. საწყის ეტაპზე შედეგებს დადებითად ვაფასებთ, თუმცა გვაქვს კიდევ უფრო დიდი მოლოდინები და ამბიციაც.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?
გვსურს კომპანიის გაფართოება და თბილისში კიდევ ერთი ფილიალის დამატება.
ასევე ვგეგმავთ საკუთარი სამკერვალოს შექმნას, რათა მომხმარებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ჩვენივე ქსოვილებით მათზე მორგებული ტანისამოსი შეიკერონ.
გარდა ამისა, სამომავლო გეგმებში შედის ჩვენი ქსოვილებით შექმნილი, საკუთარი ბრენდის ქვეშ წარმოებული კოლექციების განვითარება.
მაღაზიები მდებარეობს თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის №3-ში და ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას №33-ში.
სხვა სიახლეები
აკაკი ჯინჭარაძის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
30.10.2026.20:43
საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი 2019 წლიდან.
აკაკი ჯინჭარაძის სპორტული ისტორია ხერხემლის დაზიანების შემდეგ დაიწყო. ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერით მან შეძლო მობილიზება, ვარჯიშის დაწყება და პარა ძალოსნობაში, +107 კგ წონით კატეგორიაში, საკუთარი ადგილის პოვნა.
„მინდა, მთელი მსოფლიოს წინაშე ვასახელო საქართველო“, თქვა მან 2015 წელს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. ეს სიტყვები დაპირებად იქცა, რომელიც აკაკიმ შეასრულა.
2024 წელს, პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე, აკაკიმ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2025 წელს, ეგვიპტეში გამართულ მსოფლიო თასზე, ორი მედალი აიღო: ვერცხლი სამი მისვლის ჯამში, 737 კილოგრამით, და ბრინჯაო ინდივიდუალურ ასპარეზობაში, დაძლეული 250 კილოგრამით.
აკაკი ევროპის ჩემპიონატის ორგზის ოქროს მედალოსანი და რეკორდსმენია.
ასე აქცია აკაკი ჯინჭარაძემ 2015 წელს ნათქვამი სიტყვები რეალობად, გახდა მსოფლიო ჩემპიონი და საქართველო მართლაც მთელი მსოფლიოს წინაშე ასახელა.
მაგრამ რამდენად ხშირად ვსაუბრობთ ამ მიღწევებზე?
პარასპორტსმენების ისტორიებს ხშირად მხოლოდ მაშინ ვიხსენებთ, როდესაც ისინი მედალს იგებენ. თუმცა მათი მიღწევები და შესაძლებლობები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. შედეგად, პარალიმპიელი ჩემპიონები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით იბრძვიან, იშვიათად ხდებიან იმ ბრენდებისა და კამპანიების ნაწილი, რომლებიც მათ ცნობადობას მეტად გაზრდიდა.
სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების ჩართვას. კამპანიის მიზანია, რომ პარასპორტსმენებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. ასე გაჩნდა კამპანიის მთავარი კითხვა: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია. ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ბრენდებისთვის გამოწვევად იქცევა: შეავსონ ცარიელი ადგილი და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.
ჩემპიონები მზად არიან.
ახლა ბრენდების ჯერია.