იტალიური საცხობისა და კაფე-რესტორნის კონცეფცია - რას სთავაზობს La Panetteria მომხმარებლებს
La Panetteria არის იტალიური საცხობისა და კაფე-რესტორნის კონცეფცია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ადგილზე წარმოებას, იტალიურ სამზარეულოსა და იტალიიდან იმპორტირებულ ნედლეულს.
La Panetteria-ს წარმომადგენელი Business Insider Georgia-სთან კომპანიის საქმიანობაზე და განვითარების სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
La Panetteria არის იტალიური საცხობისა და კაფე-რესტორნის კონცეფცია თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ადგილზე წარმოებას, იტალიურ სამზარეულოს და უშუალოდ იტალიიდან იმპორტირებულ ნედლეულს.

ჩვენი საქმიანობის საფუძველი საცხობია - ყოველდღიურად ადგილზე ვამზადებთ პურს ბუნებრივ საფუარზე, კრუასანებსა და სხვა ფუნთუშეულს. ამ მიმართულებასთან ერთად გვაქვს პიცა, პასტა, სენდვიჩები, დესერტები და იტალიური ყავა. შესაბამისად, La Panetteria აღარ არის მხოლოდ საცხობი - მომხმარებელს შეუძლია დილით მოვიდეს ყავასა და კრუასანზე, შეიძინოს ახალი პური, ხოლო დღის განმავლობაში მიირთვას პიცა, პასტა ან სხვა იტალიური კერძები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს მიმართულებები ერთმანეთისგან განცალკევებული არ იყოს და ერთი კონცეფციის ნაწილს წარმოადგენდეს - თანამედროვე იტალიური საცხობისა და კვების სივრცის, რომელიც ყოველდღიურ, ხარისხიან და მარტივ იტალიურ გასტრონომიაზეა დაფუძნებული.
როგორ ჩამოყალიბდა La Panetteria-ის კონცეფცია და რა არის ის მთავარი განსხვავება, რაც თქვენს შეთავაზებას გამოარჩევს ბაზარზე?
La Panetteria-ს შექმნისას ჩვენი მიზანი არ ყოფილა საქართველოში უკვე არსებული იტალიური რესტორნის კიდევ ერთი ვერსიის გაკეთება. გვინდოდა შეგვექმნა თანამედროვე იტალიური საცხობი და კაფე - ადგილი, სადაც ახლად გამომცხვარი პური და საკონდიტრო ნაწარმი, პიცა, პასტა და კარგი ყავა ერთი გასტრონომიული კულტურის ნაწილია.

ჩვენთვის მთავარი განსხვავება იწყება არა მენიუდან, არამედ ნედლეულიდან. თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ იმ პროდუქტებზე, რომლებიც საბოლოო გემოსა და ხარისხს განსაზღვრავს, კომპრომისი არ გაგვეკეთებინა და მაქსიმალურად უშუალოდ იტალიელ მწარმოებლებთან გვემუშავა.
La Panetteria საქართველოში წარმოადგენს იტალიურ Molino Pasini-ს, რომლის პროფესიონალურ ფქვილსაც ვიყენებთ ჩვენს წარმოებაში, და Olearia San Giorgio-ს, რომლის უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთიც ჩვენი სამზარეულოს მნიშვნელოვანი ნაწილია. ასევე ვიყენებთ იტალიურ San Marzano DOP პომიდორს ანდოლფოს ოჯახიდან და Caffè Vergnano-სყავას.
ჩვენი ფილოსოფია სამ სიტყვაშია გაერთიანებული - Arte • Caffè • Tradizione.
Arte - ხელოვნება ჩვენთვის ნიშნავს ხელობას, ცოდნას და დეტალებისადმი დამოკიდებულებას - სწორად მომზადებული ცომიდან და ფერმენტაციიდან დაწყებული, საბოლოო პროდუქტით დასრულებული. გვჯერა, რომ კარგი პური, კრუასანი, პიცა თუ პასტა მხოლოდ რეცეპტი არ არის - ეს არის ნედლეულის, ტექნიკისა და ადამიანის ოსტატობის ერთობლიობა.
Caffè - ყავა იტალიური ყოველდღიური კულტურის განუყოფელი ნაწილია. გვინდა La Panetteria იყოს ადგილი, სადაც დილის ესპრესო და კრუასანი ისეთივე ბუნებრივი გამოცდილებაა, როგორც ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად სადილი.

Tradizione - ტრადიცია კი ნიშნავს იმ საფუძვლების პატივისცემას, რომლებზეც იტალიური გასტრონომია დგას - მარტივი კერძები, ხარისხიანი ნედლეული და სწორი მომზადების მეთოდი. ჩვენ არ ვცდილობთ ტრადიციის უბრალოდ კოპირებას; გვინდა მისი არსი შევინარჩუნოთ და თანამედროვე თბილისის ყოველდღიურობას ბუნებრივად მოვარგოთ.
სწორედ ამ სამი ელემენტის ერთობლიობა ქმნის La Panetteria-ს.
როგორია მომხმარებლის მოთხოვნა თქვენს პროდუქტებზე და რომელ მიმართულებებზე - საცხობი პროდუქცია, პიცა, პასტა, დესერტები თუ სხვა ფიქსირდება ყველაზე დიდი ინტერესი?
მომხმარებლის მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დღის მონაკვეთზე. დილის საათებში განსაკუთრებით აქტიურია საცხობი მიმართულება - კრუასანები, ახალი პური და ყავა. დღის მეორე ნახევრიდან კი მოთხოვნა უფრო მეტად პიცასა და პასტაზე გადადის.
ამ ეტაპზე ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მზარდ მიმართულებად სწორედ პიცა და პასტა გვესახება და, შესაბამისად, მენიუს განვითარებაშიც ამ კატეგორიებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. თუმცა საცხობი La Panetteria-ს იდენტობის საფუძვლად რჩება და ყოველდღიური მომხმარებლის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ პურის, კრუასანისა და ყავის გამო გვაკითხავს.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაჩვენებელია მუდმივი მომხმარებელი — როდესაც ადამიანი La Panetteria-ს არა მხოლოდ სადილის ან ვახშმის ადგილად აღიქვამს, არამედ ის მისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება: დილის ყავისთვის, ახალი პურისთვის, საყვარელი კრუასანისთვის ან ოჯახთან ერთად პიცისა და პასტისთვის.
სწორედ ამაზე გვინდა ავაშენოთ კონცეფციის შემდეგი ეტაპიც - La Panetteria გახდეს ადგილი, რომელსაც მომხმარებელი დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა საჭიროებისთვის სტუმრობს.
როგორია კომპანიის განვითარების მთავარი გეგმები და რა მიმართულებების გაძლიერებას ან ახალი შესაძლებლობების დამატებას განიხილავთ მომავალში?
ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია არა სწრაფი გაფართოება, არამედ La Panetteria-ს არსებული კონცეფციის კიდევ უფრო გაძლიერება.
ვაგრძელებთ ინვესტირებას წარმოების ხარისხში, პროფესიონალურ აღჭურვილობაში, გუნდის განვითარებასა და სამუშაო პროცესების დახვეწაში. პარალელურად ვმუშაობთ საცხობის, პიცისა და პასტის მიმართულებების განვითარებაზე და გვინდა მომხმარებელს ეტაპობრივად შევთავაზოთ უფრო მრავალფეროვანი იტალიური გამოცდილება.
ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია იმ იტალიელ მწარმოებლებთან ურთიერთობების განვითარება, რომლებთანაც უკვე ვთანამშრომლობთ, და ზოგადად იტალიიდან მაღალი ხარისხის პროდუქციის მიმართულების გაძლიერება.
გვაქვს რამდენიმე ახალი პროექტი და განვითარების იდეაც, თუმცა ამ ეტაპზე მათ დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებთ - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჯერ რეალურად განვახორციელოთ და შემდეგ გავუზიაროთ მომხმარებელს.
გრძელვადიანად გვინდა La Panetteria ჩამოყალიბდეს ძლიერ და ცნობად ბრენდად, რომელსაც ექნება მკაფიო იდენტობა, სტაბილური ხარისხი და საკუთარი სტანდარტები. შესაბამისად, დღეს ჩვენი მთავარი ყურადღება სწორედ ამ საფუძვლის შექმნას ეთმობა.
სხვა სიახლეები
იტალიური საცხობისა და კაფე-რესტორნის კონცეფცია - რას სთავაზობს La Panetteria მომხმარებლებს
30.09.2026.10:00