ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე ახალი შესაძლებლობაა. ყველა მომხმარებელი, რომელიც 1–დან 31 ოქტომბრის ჩათვლით ივაჭრებს კრიპტოთი და შეასრულებს კამპანიის პირობებს, ბიტკოინით დასაჩუქრდება. ბონუსი ტრანზაქციის მიხედვით განისაზღვრება და ყიდვა-გაყიდვის ჯამური მოცულობის 0.5%-ს შეადგენს.
მაგალითად, თუ $15,000 დოლარის კრიპტოს იყიდი, შემდეგ $10,000 დოლარს გაყიდი, შენი ჯამური სავაჭრო მოცულობა $25,000 იქნება. შედეგად, ბონუსად 125 დოლარის ბიტკოინი დაგერიცხება.
ბონუსის მისაღებად საჭიროა:
- კამპანიის ფარგლებში შეასრულო კრიპტოს ყიდვის ან გაყიდვის სულ მცირე ერთი წარმატებული ტრანზაქცია
- 31 ოქტომბრის 23:59 საათისთვის შენს კრიპტო ანგარიშზე აქტივების ჯამური ღირებულება უნდა იყოს მინიმუმ $10,000
კამპანია ვრცელდება მომხმარებლებზე, რომლებიც:
ბონუსი კრიპტო ანგარიშზე ბიტკოინის სახით კამპანიის დასრულებიდან მაქსიმუმ 10 სამუშაო დღეში ჩაგერიცხება. შესაბამის შეტყობინებას SMS-ით მიიღებ.
კამპანიაში მონაწილეობა ავტომატურია და დამატებით რეგისტრაციას არ საჭიროებს.
გაეცანი კამპანიის სრულ წესებსა და პირობებს
დაიწყე კრიპტოთი ვაჭრობა თიბისის მობაილბანკში: https://app.tbcbank.ge/YiId/ln9hbzco
ეს არ არის ფინანსური რჩევა. გაითვალისწინე, რომ კრიპტოაქტივების ღირებულება ცვალებადია და ინვესტირება დაკავშირებულია რისკებთან.
სხვა სიახლეები
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე „წლის კომპანიად" დასახელდა
08.10.2026.17:42
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელმა, წამყვანმა საერთაშორისო კომპანია Aqualia-მ, iAgua Awards 2026-ის საზეიმო ცერემონიაზე „წლის კომპანიის" ჯილდო მოიპოვა. დაჯილდოება წყლის სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების - Smart Water Summit 2026-ის ფარგლებში გაიმართა. კონგრესმა 500-ზე მეტი დელეგატი და 141 სპიკერი გააერთიანა წყლის რესურსების მართვის თანამედროვე გამოწვევებისა და განვითარების გზების განსახილველად.
აღნიშნული ჯილდო განსაკუთრებით სიმბოლურია, რადგან წელს Aqualia-ს ბრენდი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სანტიაგო ლაფუენტემ, მიღებული ჯილდო Aqualia-ს 15,000-ზე მეტ თანამშრომელს მიუძღვნა, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ მსოფლიოს მასშტაბით 45 მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სერვისის მიწოდებაზე.
„უკვე მეოთხედი საუკუნეა, ეს ბრენდი ჩვენს მთავარ ღირებულებებს - მაღალ პასუხისმგებლობას, ინოვაციასა და მდგრადობას აერთიანებს", - აღნიშნა სანტიაგო ლაფუენტემ.
iAgua-ს აღიარება Aqualia-სთვის გამორჩეულად წარმატებულ წელს მოჰყვა. კომპანიამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ნაბიჯი გადადგა და 30-წლიანი კონტრაქტებით იაპონიის ბაზარზე შევიდა - ეს ესპანური წყლის ოპერატორებისთვის პრეცედენტული შემთხვევაა. ამასთანავე, მიმდინარე წელს Aqualia-მ პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცა ესპანეთში, საფრანგეთსა და პერუში.
Aqualia წყლის მენეჯმენტის საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელთა რაოდენობით ევროპაში მეოთხე, ხოლო მსოფლიოში მეცხრე ადგილს იკავებს. კომპანია მსოფლიოს 19 ქვეყანაში 45 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება.