ივნისის ბოლოს სეტყვამ აჩვენა, რომ დაახლოებით 80% ავტომობილების, რომელიც დაისეტყვა დაზღვეული საერთოდ არ იყო - მიხეილ ჯაფარიძე
ივნისის ბოლოს სეტყვამ აჩვენა, რომ დაახლოებით 80% ავტომობილების, რომელიც დაისეტყვა დაზღვეული საერთოდ არ იყო - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „არდის" გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჯაფარიძემ, ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ცნობადობა უფრო არის ვიდრე შემდგომში ობიექტური შესყიდვა იმიტომ რომ ჯერ-ჯერობით ქვეყანაში, მოსახლეობაში მაინც ითვლება, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა სხვა პროდუქტებისთვის, მოდი ჯერ სხვა რამეს მივხედავ და მერე დაზღვევას ვიყიდი. მაინც უფრო გადის ფუფუნების საგნად არ ვიხმარ, მაგრამ დაახლოებით იმ კლასში როცა რეალურად ახლა ეგ არ მიჭირდება სხვა რაღაცა მაქვს მისახედი.
სინამდვილეში მთელი დაზღვევის სისტემა ესე მუშაობს, რომ რაც უფრო მაღალია ადამიანის ეკონომიკური მოწყვლადობის ხარისხი უფრო მეტად საჭიროა დაზღვევა და არა პირიქით. ჩვენთან კი მოთხოვნა არის პირიქით, რაც უფრო ნაკლებია მოწყვლადობის ხარისხი კონკრეტული ადამიანისთვის ან ბიზნესისთვის ის უფრო მეტად ყიდულობს, ვიდრე ის ვისაც უფრო მეტად სჭირდება. აქედან გამომდინარე, ეს მომენტი არის. ახლაც ბოლოს, ივნისის ბოლოს სეტყვა რაც იყო ამანაც მარტივად აჩვენა როგორი მოწყვლადი იყო სისტემა იმ კუთხით რომ შემთხვევა იყო, თუმცა 80% ალბათ ავტომობილების, რომელიც დაისეტყვა დაზღვეული საერთოდ არ იყო.
მეორე დღეს ოფისში რომ დავბრუნდით ჩვენც და ჩვენი კოლეგა სადაზღვევო კომპანიებიც მოთხოვნა იყო დაზღვევაზე გაზრდილი ათმაგად ანუ ათჯერ მეტი ზარი შემოდიოდა კომპანიაში ავტომობილის დაზღვევაზე, ვიდრე სხვა თანაბარ პირობებში შემოდიოდა ხოლმე. თუმცა ეს მერე მინელდება ხოლმე, მზე გამოვა, ამინდი უკეთესია და მერე ცხადია გვავიწყდება რომ სეტყვა შეიძლება კიდევ მოვიდეს. ასე რომ სეტყვიდან სეტყვამდე არის ხოლმე ეს ამინდი.
არის ხოლმე ემოციური რეაგირებაც. ეს სეტყვა იმიტომ იყო რომ ბოლო ფაქტი იყო და ბევრი ავტომობილი ხო დაუზღვეველი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა სადაზღვევო კომპანიებს დაახლოებით 25 მილიონ ლარამდე, შეიძლება ცოტა მეტიც ზარალი ჰქონდათ მარტო ამ სეტყვის გამო იმ ორ საათში თუ რამდენიც იყო და 10 000-მდე შემთხვევა იყო. ასე რომ 10 000 ავტომობილს შეეხო ჩვენს დაზღვეულს და რამდენი იყო რომელიც დაზღვეული საერთოდ არ იყო.
აქედან გამომდინარე, მასშტაბს რომ შევხედოთ ანუ აბსოლუტურად მეტის კონტრიბუცია შეუძლია სადაზღვევო კომპანიას სისტემისთვის და მოსახლეობისთვის, მაგრამ რეალურად რადგან რამდენიც არის დაზღვეული იმ პროპორციით მონაწილეობს ანაზღაურებაში.
შარშან მაგალითად სადაზღვევო კომპანიებმა აანაზღაურეს 800 მილიონ ლარამდე ზარალი. ეს რას ნიშნავს რომ ოჯახებმა, ბიზნესებმა მიიღეს კონკრეტული ანაზღაურება, რომელიც მათ ხარჯის სახით დაუდგათ სადაზღვევო კომპანიამ დაუკომპენსირა. ეს უფრო მეტი შეიძლება იყოს. ეს ხომ სტაბილურობას უზრუნველყოფს მერე სისტემისთვის. წელს შეიძლება ეს იყოს 850 ან 900 მილიონი და მილიარდისკენ მიდის უკვე. მომავალ წელს შეიძლება არა მაგრამ 2 წლის მერე მილიარდ ლარისკენ იქნება ზარალი ანუ მილიარდი ლარი უბრუნდება ეკონომიკას ანაზღაურების კუთხით, GDP იქმნება, რაც განადგურებულს, გაფუჭებულს აღდგენს.
სადაზღვევო კომპანიების ანაზღაურების კუთხით შეიძლება სადაზღვევო კომპანიები უფრო სხვანაირი სისტემით ანაზღაურებდნენ იმიტომ რომ იქ არის ინსტიტუციური ანაზღაურების ლოგიკა, მაგრამ როცა ადამიანს არ აქვს დაზღვევა ის მაქსიმალურად ბიუჯეტურად ცდილობს რომ გამოვიდეს. სადაზღვევო კომპანია უფრო სხვანაირად, იმიტომ რომ კონკრეტულ ცენტრში უნდა მოგემსახუროთ, მაქსიმალურად კომფორტი უნდა შემოგთავაზოთ და აქედან გამომდინარე, აქ გამიჯვნა ხდება. აბსოლუტურად სწორი ხართ თუ 25 მილიონი დაზღვეული იყო იქ რა ხდებოდა? მოწყვლადობის ხარისხი ხომ იყო, ხომ არსებობდა. თან ეს 25 მილიონი არ არის ყველა კომპანია, ეს არის კომპანია, რომელიც ამას ვაზიარებთ ერთმანეთში, იმათი რეპორტია ეს“, - აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.
სხვა სიახლეები
ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით, გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია - პრემიერი
19.09.2026.16:42
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ფერმერის დღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული ჩვენგანისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფერმერის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფერმერის შრომაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული საქართველოში.
„ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ეკონომიკური განვითარება, სასურსათო უსაფრთხოება, სოციალური სტაბილურობა და, რა თქმა უნდა, ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ძლიერი სოფელი და ძლიერი სოფლის მეურნეობა. აქედან გამომდინარე, თითოეულ თქვენგანს, ფერმერებს მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი შრომისთვის. ეს შრომა არის ნამდვილად პატრიოტიზმის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება.
ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით. ამ წინსვლას ადასტურებს კონკრეტული შედეგები. გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია. სოფლის მეურნეობაში შექმნილი მშპ 5.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა და ეროვნული ეკონომიკის თითქმის 6%-ს შეადგენს დღეისათვის. სოფლად დასაქმებულთა რაოდენობამ 577 ათასს გადააჭარბა, ხოლო უმუშევრობა 11.2%-მდე შემცირდა. ეს შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივი წინსვლა, თუმცა სოფლის მეურნეობას სჭირდება მუდმივი ზრუნვა, მუდმივი განვითარება. ამისათვის სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებ