ივნისის თვეში გალფის ავიაკომპანიები აქტიურად ბრუნდებიან საქართველოს საავიაციო ბაზარზე l Voyager-ის დირექტორი
გალფის ქვეყნების ავიაკომპანიები საქართველოს საავიაციო ბაზარს სრულად უბრუნდებიან“,- ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს Voyager-ის დირექტორმა სოფო აზარაშვილმა განუცხადა.
„Voyager საქართველოს საავიაციო ბაზარზე ამჟამად ხუთ საერთაშორისო ავიაკომპანიას წარმოადგენს. პარტნიორი ავიაკომპანიების უმრავლესობა ბაზარზე დაბრუნდა და ოპერირებას აქტიურად აგრძელებს.
• Flynas - ავიაკომპანიამ უკვე აღადგინა რეისები და თბილისი-ჯედას მიმართულებით კვირაში ოთხი სიხშირით ოპერირებს. ასევე, აღდგენილია ფრენები დამამისა და რიადის მიმართულებით, რომლებიც საშუალოდ კვირაში ოთხჯერ სრულდება;
• Jazeera Airways - ავიაკომპანია საქართველოს ბაზარს დაუბრუნდა და ქუვეითი–თბილისის მიმართულებით კვირაში ოთხ რეისს ასრულებს. ივნისიდან კი ფრენების ყოველდღიურ რეჟიმში შესრულებას გეგმავს;
• Gulf Air - 4 ივნისიდან ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე ოპერირებას განაახლებს და საწყის ეტაპზე კვირაში ორი სიხშირით იფრენს;
• Flydubai - ავიაკომპანია ზრდის ოპერირების მასშტაბს. ივნისიდან სიხშირეები გაიზრდება და გარკვეულ დღეებში რეისები დღეში ორჯერ, ხოლო სხვა დღეებში დღეში სამჯერაც შესრულდება.
ზოგადად, გალფის ბაზარი საქართველოს უმნიშვნელოვანეს სამიზნე ბაზარს წარმოადგენს. ფრენების გაზრდა, ავტომატურად მგზავრთნაკადის გაზრდასთანაა დაკავშირებული. მომავალ თვეებში გალფის ქვეყნებიდან მზარდ დინამიკას ველოდებიათ“, – განმარტავს სოფო აზარაშვილი.
სხვა სიახლეები
2019-25 წლებში IT და ფინანსური სერვისების სექტორებში დასაქმების სწრაფმა ზრდამ ხელი შეუწყო ახალი ოფისების დატვირთვას, თუმცა მომდევნო წლებში ტემპის შენელებაა მოსალოდნელი - Galt & Taggart
27.05.2026.17:00
Galt & Taggart - გალტ & თაგარტი ახალ პუბლიკაციას ,,საოფისე უძრავი ქონება თბილისში”აქვეყნებს, სადაც ბაზრის ტენდენციები, მოლოდინები და სამომავლო პერსპექტივები დეტალურადაა გაანალიზებული. ,,2025 წელს თბილისის საოფისე ბაზრის ჯამურმა მოცულობამ 1.9 მლნ კვ.მ შეადგინა, სადაც ყველაზე დიდი წილი - 55% - კორპუსებში განთავსებულ ოფისებზე მოდის. მათი დიდი ნაწილი ძველ შენობებშია, რაც ბიზნეს ცენტრებს ზრდის და მოიჯარეთა გადმოყვანის პოტენციალს უტოვებს. გასაქირავებელი ბიზნეს ცენტრების მიწოდება კი 19%-იანი წილით, 358 ათასი კვ.მ. იყო. თბილისში გამოკვეთილი ცენტრალური ბიზნეს უბანი არ არის, ბიზნეს ცენტრები კი რამდენიმე უბანშია კონცენტრირებული.
2020 წლამდე მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრების მიწოდება შეზღუდული იყო, თუმცა 2020-25 წლებში ამ კლასის ბიზნეს ცენტრების მიწოდება გასამმაგდა. 2026-28 წლებში, დაგეგმილი პროექტების მიხედვით, ბაზარს 100 ათ. კვ.მ დაემატება, ძირითადად მაღალი კლასის მიმართულებით. მოთხოვნას მაღალ კლასში ძირითადად უცხოური კომპანიები, განსაკუთრებით უცხოური ფინანსური და IT სექტორები ქმნის. 2019-25 წლებში IT-ში დასაქმება 120%-ით, ფინანსურ სექტორში კი 29%-ით გაიზარდა. თუმცა 2028-მდე ამ ზრდის შენელებაა მოსალოდნელი, მაშინ როცა მიწოდება სწრაფად იზრდება.
2019-25 წლებში მოთხოვნა მიწოდებაზე სწრაფად იზრდებოდა, რის შედეგადაც ვაკანტურობა 10%-დან 6.6%-მდე შემცირდა. 2026-28 წლებში სურათი შეიცვლება: მიწოდება მოთხოვნაზე ორჯერ სწრაფად გაიზრდება და მოსალოდნელი ვაკანტურობა 16.8%-მდე მოიმატებს. ვაკანტურობის 10%-მდე დასაბრუნებლად ახალი მიწოდების დაპაუზება 2029-31 წლებში იქნება საჭირო. ქირები ბოლო წლებში სტაბილურად იზრდებოდა, თუმცა სამომავლოდ ვაკანტურობის ზრდის ფონზე მცირე კორექცია შესაძლებელია. მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრები კორპუსებში განთავსებულ ოფისებზე ორჯერ ძვირია, ამიტომ მათი ზრდა უფრო მეტად ახალი უცხოური IT კომპანიების მოზიდვაზე იქნება დამოკიდებული. საშუალო კლასის ბიზნეს ცენტრებს კი ფასის, მენეჯმენტის, პარკინგის, უსაფრთხოებისა და საერთო სივრცეების გამო კორპუსებიდან მოიჯარეთა გადმოყვანის რეალური პოტენციალი აქვთ”, - აღნიშნულია ანგარიშში.