„ივრის ფერმებში“ მოსავლის აღების დროა - ბაზისბანკი საქართველოში ნუშის კულტურის დანერგვის მხარდამჭერია
ბაზისბანკი, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი, განაგრძობს აგროსექტორში ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას, როგორიც „ივრის ფერმების“ ნუშის ბაღებია.
„ივრის ფერმები“ 1,200 ჰექტარს მოიცავს, ამჟამად 350 ჰექტარზე ნუშის ბაღია გაშენებული, სადაც 150 000-ზე მეტი ნუშის ხეა დარგული. რამდენიმე წლის წინ აღნიშნულ ტერიტორია აუთვისებელი იყო, დღეს კი ესპანელ ექსპერტებთან თანამშრომლობითა და ივრის ზეგანის კლიმატის გათვალისწინებით შერჩეული ნუშის ჯიშები წარმატებით ვითარდება. ბაღებს ყოველდღიურად ადგილობრივი გუნდი უვლის, სამუშაო პროცესში კი აქტიურად ინერგება ევროპული გამოცდილება და თანამედროვე ცოდნა.
„ივრის ფერმები“ განაგრძობს გაფართოებას, ახალი ტექნოლოგიების ათვისებასა და თანამედროვე სტანდარტებთან ფეხის აწყობას. ამ მასშტაბური გეგმებისა და უხვი მოსავლის მიღწევაში მნიშვნელოვან როლს ბაზისბანკთან მჭიდრო და საიმედო პარტნიორობა ასრულებს, რომელიც მხარს უჭერს საქართველოში ისეთი სტრატეგიული კულტურის დანერგვას, როგორიც ნუშია.
ბაზისბანკისთვის ადგილობრივი ბიზნესების გაძლიერება და მაღალტექნოლოგიური აგროპროექტების ხელშეწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ბანკი კვლავაც აქტიურად განაგრძობს ქართული ბიზნესის მხარდაჭერასა და ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაში წვლილის შეტანას.
ბაზისბანკის და ივრის ფერმების პარტნიორობის ვიდეო ისტორია
სხვა სიახლეები
როგორ ვითარდება „ივრის ფერმები“ და რა გეგმები აქვს კომპანიას საერთაშორისო ბაზარზე
10.11.2026.12:00
„ივრის ფერმები“ კახეთში 2022 წელს შეიქმნა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ამ ეტაპზე ნუშის წარმოებაა. ფერმების ტერიტორია 1 200 ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 350 ჰექტარზე ნუშის ბაღებია გაშენებული. „ივრის ფერმების“ პროექტის მენეჯერმა და აგრონომმა ნიტა ერისთავმა Business Insider Georgia-სთან კომპანიის საქმიანობის სპეციფიკაზე, წარმოების პროცესზე, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ პოტენციალსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებელს?
„ივრის ფერმები“ 2022 წელს კახეთში დაარსდა, ფერმების ტერიტორია სრულად 1200 ჰექტარს მოიცავს, ამჟამად 350 ჰექტარზე გაშენებულია ნუშის ბაღი. ჩვენი ძირითადი საქმიანობა ნუშის წარმოებაა, რომელსაც ევროპული სტანდარტებისა და ხარისხის მოთხოვნების გათვალისწინებით ვახორციელებთ. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მცენარეთა დაცვის საშუალებების/პესტიციდებისა და სასუქების სწორად გამოყენებას, ამ პროცესში ვხელმძღვანელობთ ჩვენი ესპანელი კონსულტანტების რეკომენდაციებით, რაც ბაღების მოვლისა და წარმოების პროცესების სწორად წარმართვას უწყობს ხელს.

დღეს კომპანია 350 ჰექტარზე გაშენებულ ნუშის ბაღებს მართავს.
როგორია წარმოების პროცესი - ბაღების მოვლიდან მოსავლის აღებამდე და რეალიზაციამდე?
ნუშის წარმოება მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. ბაღებში აქტიურ სამუშაოებს თებერვლიდან ვიწყებთ და მოსავლის აღებისა და რეალიზაციის ეტაპების დასრულებამდე ვაგრძელებთ.
მნიშვნელოვანი პერიოდი ყვავილობიდან იწყება, როდესაც ნაყოფი ფორმირდება, ამ დროს ცენარის სათანადო განვითარებისთვის ოპტიმალური პირობების შექმნას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. სეზონის მომდევნო საპასუხიმსგებლო ეტაპი მოსავლის აღება და მისი შემდგომი გადამუშავებაა, რადგან სწორედ ამ პროცესების სწორად წარმართვა განაპირობებს საბოლოო პროდუქტის ხარისხისს.

სამუშაო პროცესის მაქსიმალური ეფექტიანობისთვის სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი მექანიზებულია. წარმოების ყველა ძირითად ეტაპზე ჩართულია ადგილობრივი გუნდი, რომელიც ბაღების მოვლასა და მოსავლის აღებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს ახორციელებს.
რა უპირატესობები აქვს ქართულ ნუშს საერთაშორისო ბაზარზე და როგორია მასზე მოთხოვნა? ამ ეტაპზე ვის აწვდით პროდუქციას და რა მიმართულებით ავითარებთ გაყიდვებს?
ნუშის საერთაშორისო ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი კალიფორნიის წარმოებას უკავია. თუმცა ბოლო წლებში კლიმატურმა ცვლილებებმა ნუშის მწარმოებლებს ახალი გამოწვევები შეუქმნა, რის გამოც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ნუშის წარმოებისთვის სხვა რეგიონების პოტენციალის შეფასებაც.
საქართველო ამ თვალსაზრისით საინტერესოა, რადგან ჩვენი რეგიონის კლიმატური პირობები ნუშის წარმოებისთვის ხელსაყრელია, ხოლო სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი ფაქტორია ბაღების ეფექტიანად მართვისთვის.

ამ ეტაპზე ჩვენს პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით, თუმცა მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში ექსპორტზე გასვლას ვგეგმავთ. ამისთვის აუცილებელია, რომ წარმოების პროცესები და პროდუქტის ხარისხი საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნებს შეესაბამებოდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება GLOBALG.A.P.-ის სტანდარტის დანერგვის გეგმა, რომელიც მომავალი წლისთვის გვაქვს განსაზღვრული. შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებას ვგეგმავთ როგორც ბაღების მოვლის, ისე გადამუშავების პროცესებში, რათა საექსპორტო ბაზრებზე გასვლისთვის სათანადოდ მოვემზადოთ.
როგორია „ივრის ფერმების“ განვითარების სტრატეგია და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? იგეგმება თუ არა წარმოების გაფართოება, ახალი მიმართულებების დამატება ან საექსპორტო ბაზრების ათვისება?
ჩვენი განვითარების სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტებია სტაბილური და მაღალი ხარისხის ნუშის მოსავლის მიღება, ოპერაციული პროცესების დახვეწა და წარმოების მაღალი სტანდარტების შენარჩუნება.
ამასთანავე, ახალი მიმართულებების განვითარების შესაძლებლობებსაც ვიკვლევთ. გასულ წელს გავაშენეთ საცდელი მეურნეობა, სადაც დაახლოებით 15-მდე სახეობის კაკლოვან კულტურას ვცდით. ჩვენი მიზანია, შევაფასოთ, რომელი კულტურები და ჯიშები შეესაბამება ყველაზე მეტად ადგილობრივ კლიმატურ და ნიადაგობრივ პირობებს.

საცდელი მეურნეობის შედეგების საფუძველზე შევიმუშავებთ დივერსიფიკაციის გეგმას, რომელიც დაგვეხმარება, უკეთ განვსაზღვროთ სამომავლო შესაძლებლობები და განვითარების მიმართულებები.