JAMBO-ს ახლად მოხალული, გამორჩეული ყავა უკვე სუპერმარკეტებშიც შეგიძლიათ შეიძინოთ
24 სექტემბერს JAMBO-ს ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ბრენდმა ყავის ახალი ასორტიმენტი წარადგინა. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ JAMBO-ს მიერ შერჩეული და ახლად მოხალული ყავა Nikora-ს სუპერმარკეტების ქსელში შეიძინონ — როგორც მარცვლის, ისე დაფქული სახით.
JAMBO ქართულ ბაზარზე 1.5 წლის წინ გამოჩნდა და ამ პერიოდში ყავის ყოველდღიური მოხმარების კულტურაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა. ბრენდის ყავის ბოქსები დღეს უკვე 300-ზე მეტ ლოკაციაზეა წარმოდგენილი, ახლა კი JAMBO მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მის მიერ შერჩეული ყავა სახლში მოსამზადებლადაც შეიძინოს. ახლად მოხალული ყავა Nikora-ს სუპერმარკეტებში ხელმისაწვდომია როგორც მარცვლის, ისე დაფქული სახით.
პრეზენტაციაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ JAMBO-ს მიერ ეთიოპიიდან, კოლუმბიიდან და ბრაზილიიდან შერჩეული გამორჩეული ყავის მარცვლები, რომლებიც საქართველოში, JAMBO-ს საწარმოში იხალება. ღონისძიებაზე ყავა 7 განსხვავებული მეთოდით მომზადდა, რამაც სტუმრებს საშუალება მისცა აღმოეჩინათ, როგორ შეიძლება ერთი და იმავე მარცვლის გემო და არომატული პროფილი მომზადების მეთოდის მიხედვით შეიცვალოს.
„JAMBO-მ 1.5 წლის განმავლობაში შეძლო ეჩვენებინა, რომ კარგი ყავა არ არის ფუფუნება — ის შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი როგორც ფასით, ისე ლოკაციით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ხარისხიანი ყავა კიდევ უფრო ახლოს ჰქონდეს. ახლა უკვე შესაძლებელია არა მხოლოდ JAMBO-ს ყავის დაგემოვნება ჩვენს ყავის ბოქსებში, არამედ ახლად მოხალული ყავის შეძენა სუპერმარკეტში და სახლში, საკუთარი გემოვნებით მომზადებაც“, — განაცხადა JAMBO-ს გენერალურმა მენეჯერმა თათია ზარქუამ.
JAMBO-სთვის სახლში მოსამზადებელი ყავის მიმართულების განვითარება ბრენდის ბუნებრივი გაგრძელებაა. კომპანიის მიზანია, ხარისხიანი და გამორჩეული ყავა ყოველდღიურ არჩევანად აქციოს და მომხმარებელს ის სხვადასხვა ფორმით შესთავაზოს — სწრაფი და ხელმისაწვდომი takeaway გამოცდილებიდან დაწყებული, სახლში მოსამზადებელი ახლად მოხალული ყავით დასრულებული.
ბრენდი განვითარებას განაგრძობს და მომხმარებლებს კიდევ უფრო მრავალფეროვან პროდუქტებს, ახალ გემოებსა და ყავის განსხვავებულ გამოცდილებებს შესთავაზებს.
JAMBO-ს მთავარი იდეა უცვლელია — კარგი ყავა არ უნდა იყოს ფუფუნება, ის უნდ იყოს ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და ყოველდღიური.

სხვა სიახლეები
უნივერსიტეტის ქუჩაზე ანტრეს მეჩვიდმეტე კაფე გაიხსნა
28.09.2026.12:00
ბრენდი, რომელიც ქართულ, ფრანგულ და ხმელთაშუა ზღვის კულინარიულ კულტურებს აერთიანებს, ახალ ბაზრებზე შესვლას კვლავ საკუთარი რესურსით გეგმავს და არ განიხილავს ფრანშიზის მოდელს. სტრატეგია ეფუძნება ხარისხის კონტროლის სრულ შენარჩუნებას, ლოკალურ კულტურაზე მორგებულ კონცეფციას და თითოეულ ქალაქში შეზღუდული რაოდენობის - 15-20 ობიექტის - განვითარებას.
ანტრეს ფილიალების სრული სია:
თბილისი
ბაქო
ლონდონი