JAMBO-ს დიდი სიახლე - ახლად მოხალული ყავა უკვე ნიკორას სუპერმარკეტების დახლებზეა
JAMBO-ს მომხმარებლებისთვის კიდევ ერთი დიდი სიახლე გვაქვს - ჩვენი ახლად მოხალული ყავის შეძენა უკვე ნიკორას სუპერმარკეტების ქსელშია შესაძლებელი.
JAMBO აგრძელებს ზრდასა და განვითარებას. დღეს ბრენდი საქართველოს მასშტაბით უკვე 270 ლოკაციაზეა წარმოდგენილი ნიკორას სუპერმარკეტების ქსელში და ყოველდღიურად კიდევ უფრო მეტი მომხმარებლისთვის ხდება ხელმისაწვდომი.

ახლა კი JAMBO კიდევ უფრო ახლოს მოდის მომხმარებელთან - ყავა, რომელსაც აქამდე ჩვენს თვითმომსახურების ყავის აპარატებში აგემოვნებდით, უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ და სახლში მოამზადოთ.
ნიკორას სუპერმარკეტების დახლებზე წარმოდგენილი იქნება JAMBO-ს ყავის მარცვლები 250 გრამიან და 1 კილოგრამიან შეფუთვებში, ასევე თურქული ყავა.
ასორტიმენტი შექმნილია განსხვავებული გემოვნების მომხმარებლისთვის და აერთიანებს როგორც ყოველდღიურ, დაბალანსებულ და კლასიკურ ყავებს, ისე გამორჩეულ მიმართულებებს - უკოფეინო ყავას, მაღალი ხარისხის Specialty Coffee-ს და მაღალშეფასებულ ეთიოპიურ Specialty Coffee-ს.
JAMBO-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყავის ხარისხი. სწორედ ამიტომ ყავის მარცვლები ადგილობრივად, საქართველოში იხალება, რაც საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს სუპერმარკეტის დახლებზეც ახლად მოხალული პროდუქტი შევთავაზოთ.

ეს ქართული რითეილისთვის ახალი მიმართულებაა - მომხმარებელს ერთ სივრცეში ექნება შესაძლებლობა აირჩიოს როგორც მისთვის ნაცნობი, კლასიკური გემოს ახლად მოხალული ყავა, ასევე მაღალი ხარისხის Specialty Coffee და სახლში მომზადებისასაც მიიღოს ხარისხიანი ყავის გამოცდილება.
JAMBO-ს მიზანი უცვლელია - კარგი ყავა იყოს მარტივად ხელმისაწვდომი ყოველდღე, ყველგან: გზად, სუპერმარკეტში და ახლა უკვე სახლშიც.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.