მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჯანსაღი სასმელების მწარმოებელი კომპანია „ჰენკა“ ისრაელის ბაზარზე გასვლას გეგმავს

news image
mbc image

ჯანსაღი სასმელების მწარმოებელი კომპანია „ჰენკა“ -სთვის პრიორიტეტი ექსპორტზე გასვლაა. ამის შესახებ Business Insider Georgia - ს კომპანიის დირექტორმა გიორგი ჯირკვალიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ამ მიმართულებით სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

„რა თქმა უნდა მოლოდინი კიდევ უფრო მეტის გვქონდა, თუმცა რომ შევაჯამოთ გარკვეულწილად იყო წარმატებული ვინაიდან, 2024 წელს, სექტემბერში შეიქმნა ახალი პროდუქტი, რომელიც არის წყალი D ვიტამინით. შესაბამისად, ეს საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო კომპანიისთვის ასორტიმენტის ზრდის თვალსაზრისით და 2025 წელს ველოდებით შესაბამის შედეგებს ამ გადადგმული ნაბიჯების შესაბამისად", - ამბობს კომპანიის დირექტორი გიორგი ჯირკვალიძე.

"ჰენკა" ახალი მიმართულების  და გემოების დამატებასაც გეგმავს. 

"ახალი მიმართულების და არსებულ პროდუქტზე კიდევ ახალი გემოების დამატებაც, გამრავალფეროვნებაც იგეგმება. ასორტიმენტის თვალსაზრისით, გეგმა გვაქვს და მოვიაზრებთ ახალი მიმართულების დამატებას, ასევე დაგეგმილია ექსპორტი ისრაელში და მიმდინარეობს ახალი მოლაპარაკებებიც სხვა საექსპორტო ქვეყნებთან“, - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა