მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.9
0.0001
flag
AZN 1.5459
-0.0004
flag
CNY 38.834
0.0027
flag
EUR 2.9955
0.0024
flag
GBP 3.5027
0.0002
flag
KZT 55.27
0.0016
flag
TRY 0.0555
0
flag
USD 2.6281
-0.0004
news banner

ჯანსაღი ცხოვრების სრულყოფილი გამოცდილება ბათუმში - Element Fitness

news image
mbc image

თანამედროვე ცხოვრების ტემპში ჯანმრთელობაზე ზრუნვა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. თუმცა, ჯანსაღი ცხოვრების წესი მხოლოდ ვარჯიშს ან მხოლოდ სწორ კვებას არ გულისხმობს - საუკეთესო შედეგი მაშინ მიიღწევა, როდესაც ეს ორი მიმართულება ერთმანეთთან ჰარმონიულად არის დაკავშირებული. სწორედ ამ მიდგომას ეფუძნება ბათუმში მოქმედი ორი სივრცე - Element Fitness და Element Meals, რომლებიც მომხმარებლებს ჯანსაღი ცხოვრების სრულყოფილ გამოცდილებას სთავაზობენ", - აცხადებს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი, ანა ზოიძე.

Element Fitness თანამედროვე სტანდარტების ფიტნეს სივრცეა, რომელიც სხვადასხვა ასაკისა და მიზნის მქონე ადამიანებისთვის არის შექმნილი. პროფესიონალი მწვრთნელების მხარდაჭერა, მრავალფეროვანი სავარჯიშო პროგრამები და თანამედროვე ინფრასტრუქტურა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საკუთარი საჭიროებების შესაბამისად შეარჩიონ აქტივობა და ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაზე იზრუნონ. ორივე სივრცე ბათუმში, ტბელ აბუსერიძის 22-ში მდებარეობს.

ფიზიკური აქტივობის პარალელურად, ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი დაბალანსებული კვებაა. სწორედ ამ მიმართულებაზე ზრუნავს Element Meals - სერვისი, რომელიც მომხმარებლებს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ, კალორიულად გათვლილ და დაბალანსებულ კვების რაციონს სთავაზობს.

დროის დეფიციტი თანამედროვე ადამიანებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ხშირად სწორედ დატვირთული გრაფიკი ხდება მიზეზი იმისა, რომ ადამიანები ჯანსაღ კვებასა და აქტიურ ცხოვრებაზე უარს ამბობენ. Element Meals ამ პრობლემას ამარტივებს - ყოველდღიური მენიუ წინასწარ არის დაგეგმილი, ხოლო კერძები პროფესიონალების მიერ შერჩეული ინგრედიენტებით მზადდება. მომხმარებლებს რაციონების შეძენა შეუძლიათ ვებგვერდის - emeals.ge-ის მეშვეობით, ხოლო შეკვეთების მიწოდება პირდაპირ სახლის კართან ხდება, რაც ჯანსაღი კვების რეჟიმის დაცვას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. გარდა ინდივიდუალური კვების პროგრამებისა, Element Meals მომხმარებლებს მრავალფეროვან ლანჩ ბოქსებსაც სთავაზობს, რაც აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის პრაქტიკულ და მოსახერხებელ გადაწყვეტას წარმოადგენს.

ჯანსაღი ცხოვრების კულტურა საქართველოში ეტაპობრივად უფრო პოპულარული ხდება, ხოლო მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ეძებენ ისეთ სივრცეებს, რომლებიც მათ ყოველდღიურობაში პრაქტიკულ და კომფორტულ გადაწყვეტილებებს შესთავაზებენ. Element Fitness და Element Meals სწორედ ამ თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობენ - ქმნიან გარემოს, სადაც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ცხოვრების ბუნებრივ ნაწილად იქცევა.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Normox-მა ონლაინ გაყიდვები და სახლში მიტანის სერვისი აამოქმედა

27.07.2026.18:00

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და სამკურნალო წყალი Normox-ი მომხმარებელს უკვე ონლაინ გაყიდვებისა და სახლში მიტანის სერვისსაც სთავაზობს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა, ბესიკ კაციტაძემ, განუცხადა.

„უკვე დავიწყეთ ონლაინ გაყიდვები და მომხმარებლებს სახლში მიტანის სერვისსაც ვთავაზობთ, რაც ჩვენი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

მაისის თვეში, Strongman-ის ევროპის ჩემპიონატში პარტნიორის სტატუსით მივიღეთ მონაწილეობა. ამ თანამშრომლობამ დიდი გამოხმაურება და პატივისცემა გამოიწვია. მსოფლიო ჩემპიონებმა თავად დაიწყეს „ნორმოქსზე“ საუბარი და მისი აქტიური მომხმარებლებიც გახდნენ. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი აღიარებაა და გვაძლევს მოტივაციას, რომ განვითარება იმავე ტემპით გავაგრძელოთ.

ონლაინ გაყიდვების ამოქმედებამ ჩვენი ცნობადობა მნიშვნელოვნად გაზარდა. აქამდე მომხმარებლებს სახლში მიტანის სერვისი არ ჰქონდათ და პროდუქციის შეძენა ვებგვერდის საშუალებითაც შეუძლებელი იყო, რაც გარკვეულ დისკომფორტს ქმნიდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროდუქცია რამდენიმე ლოკაციაზე უკვე იყიდებოდა. დღეს უკვე ფუნქციონირებს განახლებული ვებგვერდი, სადაც ონლაინ გაყიდვები და მიტანის სერვისია ინტეგრირებული. შესაბამისად, მომხმარებლისთვის პროდუქციის შეძენა გაცილებით მარტივი გახდა, რაც ბრენდის ცნობადობის ზრდაზეც დადებითად აისახა“, - აცხადებს ბესიკ კაციტაძე.

კომპანია სამომავლოდ საკუთარი ჩამომსხმელი ხაზის შექმნას გეგმავს.

„რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი საკუთარი ჩამომსხმელი ხაზის შექმნაა. მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა არსებული წარმოების მოდელი გარკვეულ შეფერხებებს იწვევს, რადგან სხვა საწარმოზე ვართ დამოკიდებული და რიგების გამო წარმოების პროცესიც ხშირად ფერხდება. სწორედ ამიტომ, ვმუშაობთ იმაზე, რომ გრანტის მოპოვების გზით საკუთარი ჩამომსხმელი ხაზი შევქმნათ და წარმოების პროცესში სრულად დამოუკიდებლები გავხდეთ.

გარდა „ნორმოქსის“ წყლისა, უკვე ორ წელიწად-ნახევარია ბაზარზე წარმოდგენილი გვაქვს ეკოლოგიურად სუფთა, ორგანული საწვავის დანამატი, რომელიც „გალფის“ ავტოგასამართ სადგურებზე იყიდება. ჩვენი კვლევების მიხედვით, ეს პროდუქტი ბენზინისა და დიზელის ძრავებიდან მავნე გამონაბოლქვს დაახლოებით 70%-ით ამცირებს. დანამატი დაპატენტებულია და მისი ეფექტიანობა მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო ლაბორატორიების დასკვნებითაც არის დადასტურებული. პროდუქტი გამოცდილია როგორც ლონდონის, ისე ჰაიფის და სხვა საერთაშორისო კვლევით ცენტრებში, რომლებიც CO-ს, NOx-ისა და სხვა მავნე ემისიების შემცირებას იკვლევენ.

შეიძლება ამბიციურად ჟღერდეს, თუმცა გვჯერა, რომ ეს ქართველი გამომგონებლების მიერ შექმნილი უნიკალური პროდუქტია, რომელსაც მსოფლიო ბაზარზე ანალოგი არ გააჩნია. ჩვენი მიზანია, მომავალში ორივე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი „ნორმოქსის“ წყალი და საწვავის დანამატი ერთიანი საწარმოო სივრციდან ვაწარმოოთ. თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა სწორედ საკუთარი ჩამომსხმელი ხაზის შექმნაა, რათა წარმოებაში აღარ ვიყოთ სხვებზე დამოკიდებული“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, სამკურნალო წყალი Normox-ი ახდენს ნებისმიერი წარმოშობის ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) კომპენსირებას, როგორც ჰემოგლობინის ნაკლებობის, გულ-სისხლძარღვთა, ფილტვების დაავადებების, ფსორიაზის, ასევე ფიზიკური ან გონებრივი დატვირთვის დროს, აიოლებს ორსულობის პერიოდს და სხვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა