მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169.7
-0.0013
flag
AZN 1.5339
-0.0003
flag
CNY 38.933
0.0061
flag
EUR 2.9911
-0.0016
flag
GBP 3.4815
-0.0135
flag
KZT 58.32
-0.0022
flag
TRY 0.0534
-0.0002
flag
USD 2.6071
-0.0005
news banner

JBL გაფართოებას აგრძელებს – ბრენდმა ახალი შოურუმი გახსნა

news image
mbc image

2 აგვისტოს, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი აუდიოტექნიკის ბრენდის JBL-ის შოურუმი სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი გლდანში“ ოფიციალურად გაიხსნა.

JBL-ის ახალი სივრცის გახსნა საქართველოში ბრენდის განვითარების სტრატეგიის ნაწილია და მიზნად ისახავს პრემიუმ აუდიოტექნიკა მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. ახალ შოურუმში წარმოდგენილია JBL-ისა და Harman Kardon-ის პროდუქციის ფართო ასორტიმენტი - პორტატული დინამიკები, ყურსასმენები, სახლის აუდიოსისტემები და სხვა აუდიოგადაწყვეტილებები. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე გაეცნონ პროდუქციას, გამოსცადონ სხვადასხვა მოდელი და თავად შეაფასონ JBL-ისა და Harman Kardon-ის გამორჩეული ჟღერადობის აუდიოსისტემები.

,,საქართველოში პრემიუმ აუდიოტექნიკის მიმართ მომხმარებლების ინტერესი მზარდია და ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტირებას ახალი შოურუმების განვითარებაზე, რათა JBL-ისა და Harman Kardon-ის პრემიუმ ტექნიკა მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ“, - აცხადებს საქართველოში JBL-ის ოფიციალური დისტრიბუტორის, „ჯეოტეკ დისტრიბუციის“ დირექტორი კახაბერ კობაივანოვი.

JBL თითქმის რვა ათწლეულია ქმნის ინოვაციურ აუდიოტექნოლოგიებს, რომლებიც მუსიკის, გართობისა და პროფესიონალური აუდიოს სფეროში ხარისხისა და ინოვაციის ტრენდის შემქმნელია. სწორედ ამიტომ, ბრენდი მსოფლიო მასშტაბით მუსიკის მოყვარულების, კონტენტშემქმნელებისა და პროფესიონალების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ არჩევანად რჩება.

დღეისათვის საქართველოში JBL ოთხი ოფიციალური შოურუმით არის წარმოდგენილი, შემდეგ სავაჭრო ცენტრებში:

• სითი მოლი საბურთალო - ვაჟა-ფშაველას გამზ. #70, I სართული;
• სითი მოლი გლდანი - ი. ვეკუას ქ. #1, LG სართული;
• ისთ ფოინთი - ა. თვალჭრელიძის ქ. #2, ახალი სივრცე, II სართული;
• გალერია თბილისი - შ. რუსთაველის გამზ. #2/4, 0 სართული.

JBL-ისა და Harman Kardon-ის პროდუქციის შეძენა ასევე შესაძლებელია ,,ჯეოტეკ დისტრიბუციის“ პარტნიორ ტექნიკის მაღაზიებში.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით, გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია - პრემიერი

19.09.2026.16:42

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ფერმერის დღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული ჩვენგანისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფერმერის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფერმერის შრომაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული საქართველოში.

„ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ეკონომიკური განვითარება, სასურსათო უსაფრთხოება, სოციალური სტაბილურობა და, რა თქმა უნდა, ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ძლიერი სოფელი და ძლიერი სოფლის მეურნეობა. აქედან გამომდინარე, თითოეულ თქვენგანს, ფერმერებს მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი შრომისთვის. ეს შრომა არის ნამდვილად პატრიოტიზმის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება.

ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით. ამ წინსვლას ადასტურებს კონკრეტული შედეგები. გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია. სოფლის მეურნეობაში შექმნილი მშპ 5.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა და ეროვნული ეკონომიკის თითქმის 6%-ს შეადგენს დღეისათვის. სოფლად დასაქმებულთა რაოდენობამ 577 ათასს გადააჭარბა, ხოლო უმუშევრობა 11.2%-მდე შემცირდა. ეს შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივი წინსვლა, თუმცა სოფლის მეურნეობას სჭირდება მუდმივი ზრუნვა, მუდმივი განვითარება. ამისათვის სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებ

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა