მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჯეჯელატო - იტალიური ნაყინის ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

news image
mbc image

ჯელატო ბედნიერებასა და ცხოვრებით ტკბობასთან ასოცირდება. როგორ განწყობაზეც უნდა ვიყოთ, საკმარისია, იტალიური ნაყინი დავაგემოვნოთ და ყველაფერი იდეალურ ელფერს იძენს. სწორედ ამ იდეას ეფუძნება ჯეჯელატოს კონცეფციაც — „ჯეჯელატო, თქვენი ტკბილი თავგადასავალი“.

თავად ბრენდის თავგადასავალი 2019 წლიდან იწყება, როდესაც შპს დარეგისტრირდა, ხოლო პირველი ფილიალი კი 2020-ში, პანდემიის პირობებში, ფალიაშვილის ქუჩაზე გაიხსნა. მიუხედავად გამოწვევებისა, GeGelato-მ მაინც შეძლო გაფართოება და უკვე რამდენიმე ფილიალს აერთიანებს საქართველოში.

ჯეჯელატოს ყველა ნაყინი იტალიური ტექნოლოგიით და იტალიიდან ჩამოტანილი აპარატურითა თუ პროდუქციით იწარმოება. ასევე, თანამშრომლობენ იტალიელ შეფებთან და მენიუში მუდმივად 25-30 განსხვავებული გემო აქვთ, თუმცა საერთო გემოების რაოდენობა 60-მდეც აღწევს. ჯეჯელატოში თითქმის ყველა ნაყინი უგლუტენოა, როგორც რძიანი ისე ვეგანური. „როცა მომხმარებელი ჩვენს ნაყინს აგემოვნებს და მის თვალებში სიამოვნების ნაპერწკალს ვხედავ, ვხვდები, რომ ჩემი ჩანაფიქრი სრულდება“, - ამბობს მარიამ უჩანეიშვილი, ჯეჯელატოს დამფუძნებელი.

„უკვე წლებია, მე და ჩემი მეუღლე სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენებზე დავდივართ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. დროთა განმავლობაში საკმაოდ ბევრი და საინტერესო ადამიანი გავიცანით, რომლებთან კავშირმაც გადაგვაწყვეტინა, ჩვენც გვეცადა ბედი გასტრონომიის მიმართულებით. 

გარდა ნაყინისა, ბრენდი მომხმარებლებს განსხვავებულ დესერტებს, ბელგიურ ვაფლებს, იტალიურ ბურთულებიან ჩაის (Bubble tea), ასევე ცხელ და ცივ სასმელებს სთავაზობს. 

ამ მოცემულობამდე მოსვლა გარკვეულ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული. მაშინ, როცა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები ეკონომიკურ მდგომარეობას მთელ მსოფლიოში შეეხო, ჯეჯელატო პირველ ნაბიჯებს დგამდა. ასეთ პერიოდში კი რთული იყო სანდო პარტნიორის პოვნა და სტაბილურობის შენარჩუნება. მიუხედავად ამ გამოწვევისა, მარიამმა, თავის გუნდთან ერთად, მაინც შეძლო ისეთი ბრენდის შექმნა, რომელიც საფინანსო ორგანიზაციებისთვის სანდო პარტნიორის სტატუსს ინარჩუნებს.

„თიბისის წვლილი ძალიან დიდია ჯეჯელატოს განვითარებაში, რადგან ნებისმიერი იდეის განხორციელებაში გივჭერენ მხარს. თან, საკმაოდ კომფორტული სერვისები და მომსახურება აქვთ, რაც აუცილებელია სწრაფი, უწყვეტი პროგრესისთვის“, — ამბობს მარიამ უჩანეიშვილი.

ჯეჯელატოს სამომავლო გეგმები არა მარტო ობიექტების გაფართოებას, არამედ წარმოების გაზრდას უკავშირდება. ამ ახალ გზაზე კი მთავარ დასაყრდენად კომპანია კვლავ თიბისის განიხილავს.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა