მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.4
-0.0026
flag
AZN 1.5254
0
flag
CNY 38.893
-0.0001
flag
EUR 2.8447
-0.0048
flag
GBP 3.4159
-0.0035
flag
KZT 58.29
-0.0007
flag
TRY 0.0514
0
flag
USD 2.5927
-0.0001
news banner

„ჯეო სუნელებმა“ Agro Food Expo 2026-ში მიიღო მონაწილეობა - ქართული სანელებლების კომპანია გამოფენის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს

news image
mbc image

„ჯეო სუნელების“ ფინანსურმა ხელმძღვანელმა მარიამ გაგნიძემ Business Insider Georgia-სთან Agro Food Expo 2026-ში კომპანიის მონაწილეობის შედეგებზე, ქართული საწარმოს 21-წლიან ისტორიაზე, ბრენდის განახლებასა და სამომავლო განვითარების გეგმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, გამოფენამ კომპანიას მომხმარებლებთან და პოტენციურ პარტნიორებთან უშუალო კომუნიკაციის, ახალი საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და ქართული წარმოების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობის შესაძლებლობა მისცა.

„Agro Food Expo 2026 „ჯეო სუნელებისთვის“ მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო როგორც მომხმარებლებთან უშუალო კომუნიკაციისთვის, ისე კომპანიის საქმიანობისა და განვითარების ისტორიის ფართო აუდიტორიისთვის გასაცნობად. მსგავსი ღონისძიებები საშუალებას გვაძლევს, უშუალოდ მოვისმინოთ მომხმარებელთა შეფასებები, უკეთ გავეცნოთ მათ საჭიროებებს და გავაძლიეროთ ურთიერთობები დარგის წარმომადგენლებთან.

გამოფენაზე წარვადგინეთ კომპანიის 21-წლიანი საქმიანობის ისტორია, ვისაუბრეთ ქართული საწარმოს განვითარების ეტაპებზე და სტუმრებს გავაცანით ბრენდის განახლებული იდენტობა. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ სანელებლების ახალ შეფუთვებს, რომლებიც თანამედროვე დიზაინითა და პრაქტიკული, მოსახერხებელი ფორმატით გამოირჩევა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, უშუალოდ მომხმარებლებისგან მიგვეღო უკუკავშირი ამ სიახლესთან დაკავშირებით.

სტუმრების ინტერესი მხოლოდ პროდუქციით არ შემოფარგლულა. მათთვის საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი საწარმოს ისტორია და ის პროცესები, რომლებსაც პროდუქცია მომხმარებლამდე მისვლამდე გადის. შეიძლება ითქვას, გამოფენის მონაწილეებს ჩვენი საწარმოს „შიდა სამზარეულოც“ გავაცანით.

პრეზენტაციას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ამასთან, კომპანიის საქმიანობით მედიასაშუალებებიც დაინტერესდნენ. უკვე განვიხილავთ შესაძლებლობებს, რომ ქართული წარმოებისა და „ჯეოს“ საწარმოს შესახებ ინფორმაცია ტრადიციული მედიის საშუალებითაც უფრო ფართო აუდიტორიას გავუზიაროთ“, - განაცხადა მარიამ გაგნიძემ.

როგორც „ჯეო სუნელების“ ფინანსური ხელმძღვანელი განმარტავს, გამოფენაზე დამყარებული ახალი საქმიანი კონტაქტები და პოტენციური პარტნიორების დაინტერესება კომპანიისთვის კომერციული შესაძლებლობების გაფართოების საფუძველს ქმნის.

„ღონისძიების განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა როგორც არსებულ, ისე პოტენციურ პარტნიორებსა და მომხმარებლებთან. გაიმართა B2B და B2C ფორმატის შეხვედრები, რომლებზეც განვიხილეთ თანამშრომლობის შესაძლებლობები და გავეცანით ბაზრის მოთხოვნებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ღონისძიებების შედეგები მხოლოდ ახალი კონტაქტების დამყარებით არ შემოიფარგლოს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ინტერესი ჩვენი საწარმოო პროცესების მიმართ. არაერთმა სტუმარმა გამოთქვა სურვილი, ადგილზე გაცნობოდა „ჯეო სუნელების“ პროდუქციის წარმოებას და საკუთარი თვალით ენახა, როგორ იქმნება ქართული და უდავოდ სანდო სანელებლები.

ამ ინტერესის გათვალისწინებით, უკვე ვგეგმავთ საწარმოში სტუმრების მიღებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „ჯეოს“ საწარმოს კარი ყველა დაინტერესებული პირისთვის ღიაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია წარმოების პროცესის გამჭვირვალობა და ის, რომ მომხმარებელს ჰქონდეს შესაძლებლობა, უშუალოდ გაეცნოს პროდუქციის შექმნის ეტაპებს, ხარისხის კონტროლის პროცესსა და იმ სტანდარტებს, რომლებითაც ყოველდღიურ საქმიანობაში ვხელმძღვანელობთ.

სამომავლოდ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერება და ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარებაა. ამასთან, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაციის გაღრმავებას და ბრენდის ცნობადობის გაზრდას.

გვჯერა, რომ ხარისხზე ორიენტირებული წარმოება, მომხმარებლის ნდობა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები ის საფუძველია, რომელზეც „ჯეო სუნელების“ შემდგომი განვითარება უნდა ავაგოთ“, - აღნიშნა მარიამ გაგნიძემ Business Insider Georgia-სთან საუბრისას.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი Platform გაიხსნა

18.11.2026.17:49

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ადგილობრივ ბაზარს ახალი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი შეემატა. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისში, ორთაჭალაში, მულტიფუნქციური სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი Platform გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს 1 ნოემბრიდან მასპინძლობს.

Platform პრემიუმ კლასის სივრცეა, რომელიც მომხმარებლებს მრავალფეროვან სერვისებს ერთ სივრცეში სთავაზობს: ფიტნესდარბაზს, ღია საცურაო აუზს, საუნას, ჯაკუზისა და ველნეს ზონას, სილამაზისა და ესთეტიკურ სალონს.

კომპლექსი გლობალური ბრენდის, Realleader USA-ის პრემიუმ კლასის ტრენაჟორებითაა აღჭურვილი. ამასთან, Platform საქართველოში ამ ბრენდის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელია.

თანამედროვე ინფრასტრუქტურასთან ერთად, სივრცე გამოირჩევა ინტერიერის დახვეწილი დიზაინით, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებითა და მშვიდი გარემოთი.

Platform მდებარეობს თბილისში, ორთაჭალაში, ნადიკვარის III ქუჩაზე, Monolith Green City-ის ტერიტორიაზე.

საქართველოს ბანკისთვის ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბანკი პარტნიორებს ბიზნესის დაწყების, განვითარების, გაფართოებისა და ახალი შესაძლებლობების რეალიზების პროცესში მრავალმხრივ მხარდაჭერას უწევს. საქართველოს ბანკი ბიზნესი აერთიანებს ყველაფერს, რაც საქმეს სჭირდება, მათ შორის როგორც ფინანსურ რესურსებს ისე ბიზნესის გაძლიერებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო და საკონსულტაციო ინიციატივებსა და პროექტებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა