„ჯეოსთილმა“ აუქციონის საშუალებით 4 215 000 ლარის უძრავი ქონება იყიდა
კომპანია „ჯეოსთილმა“ რამდენიმე დღის წინ აუქციონის საშუალებით 4 215 000 ლარის უძრავი ქონება იყიდა. საუბარია ქალაქ რუსთავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 130241.00 კვ.მ. და 26436.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რაშიც კომპანიამ აუქციონის საშუალებით 3145000 ლარი გადაიხადა.
იმავე დღესვე კომპანიამ 1070000 ლარად იყიდა რუსთავში, დავით გარეჯის მიმდებარედ არსებული 53222.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობა.
აღსანიშნავია, რომ „ჯეოსთილი“ თერმო მექანიკურად წარმოებული სამშენებლო არმატურის და გლინულების წამყვანი მწარმოებელია. ის ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებს, როგორც მანქანა-დანადგარების, ისე პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით, რათა უზრუნველყოს მაღალ-ავტომატიზებული და ხარისხიანი, კოტროლირებადი პროცესები.
შპს „ჯეოსთილი“’ ერთ-ერთი უმსხვილესი პირდაპირი უცხოური სამრეწველო ინვესტიციაა საქართველოში. ის არის JSW Steel Netherlands (რომელსაც მთლიანად ფლობს JSW, ინდოეთი) და შპს „საქართველოს ფოლადის ჯგუფის ჰოლდინგის“’ (GSGHL) ერთობლივი საწარმოა.
როგორც „ჯეოსთილის“ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, JSW სანდო სახელია მსოფლიო ფოლადის წარმოებაში. მისი ინტერესის სფეროები მოიცავს სამთო მრეწველობას, ენერგეტიკას, ცემენტს, ინფრასტრუქტურას, სამშენებლო სისტემებს და ლოგისტიკას.
„ჯეოსთილმა“ ქართველ მომხმარებელს მისცა ეფექტიანი არჩევანის გაკეთების საშუალება, ადგილობრივი წარმოების არმატურის მიწოდებით. უფრო მეტიც, მან, სამშენებლო მასალების წარმოებისათვის ადგილობრივი ჯართის გამოყენებით, აიღო საქართველოს მეტალურგიული მრეწველობის გაახალგაზრდავების და მისი ეკონომიკის გაზრდის ინიციატივა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.