მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7154
-0.0095
flag
AZN 1.5371
-0.0004
flag
CNY 38.866
0.0076
flag
EUR 3.0575
0.0226
flag
GBP 3.566
0.0206
flag
KZT 57.31
0.007
flag
TRY 0.0545
0
flag
USD 2.613
-0.0008
news banner

ჯი-თი მოტორსი მესამედ გახდა BMW-ს პრეზიდენტის ჯილდოს მფლობელი

news image
mbc image

BMW ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ჯი-თი მოტორსი უკვე მესამედ გახდა BMW-ს პრეზიდენტის ჯილდოს მფლობელი. ეს არის გლობალური ბრენდის მიერ ოფიციალური დილერი კომპანიის მორიგი უმნიშვნელოვანესი აღიარება, რაც წარმატებული თანამშრომლობის დასტურია. BMW საქართველოს გუნდის წარმომადგენლებს პრეზიდენტის ჯილდო ქალაქ მიუნხენში, საგამოფენო ცენტრ BMW Welt-ში გადაეცათ. აღნიშნულ ღონისძიებას BMW ჯგუფის C3-R1 რეგიონის (სახელმწიფოები აზია-წყნარი ოკეანის, აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის არეალებიდან) 45 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“ჯი-თი მოტორსი BMW-ს ოფიციალურად წარმოადგენს 2022 წლიდან და ამ მოკლე პერიოდში ჩვენ უკვე მესამედ გვერგო პატივი მოგვეპოვებინა BMW-ს პრეზიდენტის ჯილდო. ეს მართლაც დიდი დაფასებაა იმ ძალისხმევის, რომელსაც ჩვენი გუნდი ამ თანამშრომლობაში დებს. ჩვენთვის საამაყოა, რომ ვართ მსოფლიოს წამყვანი საავტომობილო ბრენდის ოფიციალური დილერები და მიმაჩნია, რომ ჩვენი ამგვარი დამოკიდებულება აისახება ამ თანამშრომლობის დინამიკაზეც, რომელიც ძალიან აქტიურია.“ - აღნიშნავს BMW-ს, MINI-ს, BMW Motorrad-ისა და Suzuki-ს გაყიდვების ხელმძღვანელი თამუნა დიასამიძე.

2025 წელი მნიშვნელოვანი იყო BMW ჯგუფისა და ჯი-თი მოტორსის თანამშრომლობაში. საქართველოში BMW ჯგუფის ბრენდების გაყიდვებმა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 28%-იანი ზრდა აჩვენა, ხოლო 2022 წელთან შედარებით (ვიდრე „ჯი-თი მოტორსი“ ოფიციალური წარმომადგენელი გახდებოდა) 435%-იანი ზრდა.

2025 წელს კომპანიამ საქართველოში ოფიციალურად შემოიყვანა ჯგუფის კიდევ ერთი ბრენდი BMW Motorrad, რომელიც ერთ-ერთი წამყვანია მოტორადების წარმოებაში მსოფლიოს მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ ამ ბრენდის შემოყვანით „ჯი-თი მოტორსმა“ აიღო პასუხისმგებლობა არამხოლოდ მოდელების ფართო არჩევანი მიაწოდოს ადგილობრივ ბაზარს, არამედ დაამკვიდროს მართვის კულტურა და უსაფრთხოების სტანდარტები.

ასევე, ბოლო 1 წლის განმავლობაში „ჯი-თი მოტორსი“ აქტიურად იყო ჩართული BMW-ს გლობალურ აქტივობებში, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო სულ უფრო ხშირად ჩნდება BMW-ს საერთაშორისო დღის წესრიგში. ამ კონტექსტში განსაკუთრებულად ხაზგასასმელი იყო #BMWdriveit პროექტი, რომელიც BMW-ს გლობალური პლატფორმის ნაწილია. ამ პროექტის ფარგლებში, პირველად რეგიონში, „ჯი-თი მოტორსის“ ორგანიზებით ჩატარდა X-Plorer Days. ღონისძიება, რომელიც მოიცავდა მოგზაურობას საქართველოში BMW X3 მოდელებით.

მარკეტინგის ნაწილში აღსანიშნავი იყო ასევე BMW M Experience. “ჯი-თი მოტორსმა“ სექტემბრის თვეში რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე მასშტაბური ღონისძიება გამართა, სადაც ახალი M5-ების გასაცნობად და მათი მართვის გამოცდილების შესაძენად ათასობით ადამიანი მივიდა. ღონისძიებაში მონაწილეობდა მსოფლიოში ცნობილი ჟურნალისტი, ავტოინდუსტრიის ხმა - კრის ჰარისი.

აღსანიშნავია, რომ “ჯი-თი მოტორსი” თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე აშენებს BMW-ს, MINI-სა და BMW Motorrad-ის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ შოურუმს რეგიონში. ამ პროექტში კომპანია ათობით მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციას ახორციელებს. "მომავლის შოურუმი" Retail.Next-ის პრინციპით იმუშავებს, რაც BMW-ს ახალ საცალო კონცეფციას წარმოადგენს, რომელიც უკვე მრავალ ქვეყანაში იქცა წარმატებულ მოდელად. “ჯი-თი მოტორსი” BMW ჯგუფს ოფიციალურად 2022 წლის 1 სექტემბრიდან წარმოადგენს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

21.08.2026.10:02

30 აგვისტოს, ნიუ-იორკში ქართული კულტურის, მუსიკის, ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალი ZEIMI გაიმართება. ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით ტარდება და სტუმრებს ქართული კულტურის ერთ სივრცეში გაცნობისა და გაზიარების შესაძლებლობას მისცემს. დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა.

ფესტივალზე დაგხვდებათ ქართული ღვინო და კერძები, მუსიკა, ქართული ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა, საბავშვო ზონა და განსაკუთრებული გარემო, რომელიც აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს საკუთარ ფესვებთან დააბრუნებს, უცხოელ სტუმრებს კი ქართულ კულტურას გააცნობს.

ფესტივალის სტუმრებს თიბისისგან არაერთი სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ. აქტივობაში მონაწილეობისთვის წინასწარ გადმოწერეთ თიბისის მობაილბანკი და ეწვიეთ თიბისის სტენდს, სადაც საინტერესო გამოცდილება დაგხვდებათ.

ZEIMI-ის მთავარი იდეა ქართული დიასპორის გაერთიანებაა - ერთმანეთის გაცნობა, მხარდაჭერა და ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ქართველები საკუთარ კულტურას ერთად აღნიშნავენ. ფესტივალი ასევე მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველი მეწარმეებისთვის, ხელოვანებისთვის, მუსიკოსებისა და მცირე ბიზნესებისთვის, რათა საკუთარი საქმიანობა ამერიკელ და საერთაშორისო აუდიტორიას გააცნონ.
ფესტივალის ორგანიზატორების მიზანია, ZEIMI ნიუ-იორკში ქართული კულტურის, ღვინისა და გასტრონომიის ყოველწლიურ ტრადიციად იქცეს და საქართველოს საერთაშორისო კულტურულ პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი.

ნიუ-იორკში 30 აგვისტო ეს არის დღე, რომელიც მეგობრებთან და ოჯახთან ერთად უნდა გაატაროთ ბრუკლინში სერფ ავენიუ #1904.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა