„ჯითისი ჯგუფი" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
„ჯითისი ჯგუფი", რომელიც 2010 წლიდან საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში, ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.
კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს საყალიბე სისტემებს, სამშენებლო ფანერებს, კოჭებს, დგარებს, ხარაჩოებსა და სხვადასხვა დანიშნულების სამშენებლო მასალას. „ჯითისი" ასევე აქტიურად მუშაობს ყალიბის საინჟინრო და საკონსულტაციო მომსახურებაზე, მონოლითის სამუშაოების ოპტიმიზაციაზე, საყალიბე და უსაფრთხოების სისტემების საიჯარო მომსახურებასა და პროექტში დასაქმებული პერსონალის გადამზადებაზე.
აღსანიშნავია, რომ კომპანიას ჰყავს სერტიფიცირებული ინჟინრები და ყალიბის სპეციალისტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მონოლითის შესრულების მთლიანი ციკლის დაგეგმვას, განხორციელებას და მონიტორინგს. კომპანიაში დასაქმებულია 280-ზე მეტი ადამიანი.
2018 წლიდან „ჯითისი" საქართველოში საყალიბე ინვენტარის წამყვანი მწარმოებლების ოფიციალურ დილერს ავსტრიულ ბრენდს „დოკას" (Doka) წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს თანამშრომლობა უფრო გაღრმავდა და ჯითისის მიენიჭა საქართველოში დოკას ექსკლუზიური დისტრიბუტორის სტატუსი.
„მივესალმებით კომპანია „ჯითისის" მის მაღალკვალიფიციურ გუნდთან ერთად საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. აღსანიშნავია, რომ ჯითისის მონაწილეობით მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და მასშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები აშენდა. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო და პროდუქტიული იქნება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.