მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ჯიველი“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს

news image
mbc image

2024 წელს კომპანია დამაკმაყოფილებლად აფასებს. ამ ეტაპზე „ჯიველი“ ექსპორტს აქტიურად ახორციელებს პოლონეთში, თუმცა იგეგმება საექსპორტო ბაზრების გაფართოება გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და სხვა მიმართულებებითაც. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მაკა მიქელაძე აცხადებს, რომ 2025 წელს გაყიდვების გასაზრდელად „ჯიველი“ აქტიურბას კიდევ უფრო გააძლიერებს.

„2024 წლის შედეგებით შემიძლია გითხრათ, რომ 2023 წელთან შედარებით გავზარდეთ რეალიზაცია. მოლოდინები რა თქმა უნდა  უფრო მეტი გვქონდა, თუმცა  ვითვალისწინებთ , რომ კომპანია „ჯიველი“ ახალგაზრდა მეღვინეობაა   ჯერ მხოლოდ 10 წლის ისტორიით. 2025 წლისთვის დაგეგმილია აქტიური მუშაობა გაყიდვების გაზრდის თვალსაზრისით. ამ ეტაპზე კომპანიის ექსპორტის 90% პოლონეთში ხორციელდება. ამავდროულად, გვსურს გავიდეთ ისეთ ბაზარზე როგორიც არის გერმანია, დიდი ბრიტანეთი,ჩინეთი,მოვიაზრებთ ამერიკის ბაზარსაც. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა მიმართულებით “- განმარტა კომპანია „ჯიველი“ -ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაკა მიქელაძემ.

ცნობისათვის, მეღვინეობა „ჯიველი“ დაარსდა კახეთში, ქალაქ თელავთან ახლოს მდებარე სოფელ ვარდისუბანში და ოპერირებს ბაზარზე 2014 წლიდან. წინანდლის მიკროზონაში გაშენებული 40 ჰექტარი ვენახითა და სრულიად თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური საწარმოთი, კომპანია უკვე ათი წელია, გამორჩეული ხარისხის ღვინოს აწარმოებს. ის ქართველმა და პოლონელმა ინვესტორებმა ვაზისა და ღვინისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებითა და ტრადიციული ქართული მეღვინეობის ახალი პოტენციალის აღმოჩენის სურვილით დაარსეს.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა