მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჯივიპი 2024 წელს 70 კილომეტრი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელებს განაახლებს

news image
mbc image

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აქტიურად აგრძელებს ქალაქ თბილისის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას. 2024 წლის განმავლობაში კომპანია ჯამში 141 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს და სხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად თბილისის წყალმომარაგებისა და წყალარინების მოძველებული ქსელების ყველაზე კრიტიკულ მონაკვეთებს აახლებს.

ჯივიპის მფლობელმა ესპანურმა კომპანია Aqualia-მ სისტემური აუდიტის ჩატარებისას დეტალურად შეისწავლა წყალმომარგებისა და წყალარინების მიმართულებით თბილისში არსებული გამოწვევები და დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისთვის 10 წლიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად გეგმა თბილისის კრიტიკულ უბნებში პრიორიტეტული სარეაბილიტაციო ქსელების სრულ განახლებასაც მოიცავს.

„2024 წლის განმავლობაში წყალმომარაგების სისტემის განვითარებისთვის ჩვენ ვახორციელებთ უპრეცენდენტოდ დიდი მოცულობის, კერძოდ 141 მილიონი ლარის ინვესტიციას. მხოლოდ თბილისში ქსელების რებილიტაციისთვის მიმდინარე წლის ბოლომდე 55 მილიონი ლარი დაიხარჯება. აღნიშნული ინვესტიციის ფარლებში ჩვენ უკვე დავასრულეთ 40 სარეაბილიტაციო პროექტი და დამატებით მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები 10-მდე სარეაბილიტაციო პროექტზე. ჩვენი მომხმარებლებისთვის წყალმომარაგების სერვისის გასაუმჯობესებლად აუცილებელია მოძველებული და ამორტიზებული ქსელების ეტაპობრივი განახლება და სისტემის მოდერნიზება. ჩვენი მიზანია მომდევნო წლების განმავლობაშიც აქტიურად გავაგრძელოთ სისტემის რეაბილიტაცია და გავაუმჯობესოთ კომპანიის საოპერაციო მაჩვენებლები." - ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი, ჯივიპიის გენერალური დირექტორი.

Aqualia-ს სამოქმედო გეგმის ფარგლებში, 2024 წლის, სექტემბრის მდგომარეობით, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა უკვე დაასრულა ქალაქ  თბილისის წყალმომარგების და წყალარინების ქსელებზე 40 სარეაბილიტაციო პროექტი, მათ შორის წყნეთის გზატკეცილის, მეფრინველეთა, ახმეტ მელაშვილისა და 9 აპრილის ქუჩების, ასევე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს წყალმომარაგების ქსელების ამორტიზებული მონაკვეთის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად განახლებულ ქსელებზე დამონტაჟდა 1700 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, რაც ქსელის ავარიული დაზიანების შემთხვევაში, წყალმომარაგების შეზღუდვის არეალს მნიშვნელოვნად ამცირებს.

გარდა დასრულებული პროექტებისა ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს 9 სარეაბილიტაციო პროექტი, მათ შორის ჯივიპის 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი - გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება, რაშიც კომპანია 20 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს და 12 კმ-მდე სიგრძის წყალსადენისა და 5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალარინების ქსელებს სრულად აახლებს. პარალელურად აქტიურ ფაზაშია დემეტრე თავდადებულის ქუჩის ქსელების განახლება და დასკვნით ეტაპზეა მამისაშვილის ქუჩის წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია. 

2024 წლის ბოლომდე დამატებით დაგეგმილია აწყურისა და ლიახვის ქუჩების, მოსკოვის გამზირისა და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი სხვა მნიშვნელოვანი ქსელების რეაბილიტაცია, რის შედეგადაც თბილისის მოსახლეობას წყალმომარაგების სერვისი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

"კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ახალი მენეჯმენტის პირობებში  გასულ წელს გაზრდილი საინვესტიციო გეგმა წარმოადგინა. კომისიაში დეტალურად განვიხილეთ ყველა პროექტი და მივიღეთ გადაწყვეტილება გაგვეზარდა ჯივიპის საინვესტიციო პორტფელი როგორც წყალმომარაგების, ასევე საკანალიზაციო სისტემების განვითარების მიმართულებით. შედეგად თბილისში, მცხეთაში და რუსთავში გაცილებით მეტი სარეაბილიტაციო პროექტები ხორციელდება, ვიდრე ეს გასულ წლებში იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ წყალმომარაგების სისტემა მეტ პრობლემურ უბანში მოგვარდება და მოწესრიგდება." დავით ნარმანია, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) თავმჯდომარე.

2024 წელს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ თბილისში 70 კილომეტრამდე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებსს განაახლებს და აღნიშნული მიმართულებით ჯამში 55 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.  წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება ჯივიპის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, მარეგულირებელ კომისიასთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით, აქტიურად რეჟიმში  განახორციელებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

28.11.2026.14:01

თიბისის დაუჯერებელი შავი პარასკევი დასრულდა, თუმცა ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს კვლავ უმზადებს.

30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით

30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.

შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.

ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.

ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.

30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.

30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.

 

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.

აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა